ძაღლების მოყვარულებს შორის არის ლეგენდები პუდელების ინტელექტის შესახებ, მოდით, გავერკვეთ, ძაღლის რომელი ჯიშია ყველაზე ჭკვიანი

0
313

ძაღლის რომელი ჯიშია ყველაზე ჭკვიანი? ამ კითხვაზე შეგიძლიათ სხვადასხვა პასუხი გქონდეთ. მაგალითად, ძაღლების მოყვარულებს შორის გავრცელებულია მოსაზრება, რომ ყველაზე მაღალი ინტელექტი აქვთ პუდელებს. სამხედროები კი თვლიან, რომ გერმანულ ნაგაზზე ჭკვიანი ძაღლი არ არსებობს. ვინ არის მართალი, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში

რა თქმა უნდა, საყვარელი შინაური ცხოველი ნებისმიერი ჯიშის ძაღლი შეიძლება გახდეს და ეს საერთოდ არ იქნება დამოკიდებული მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. ისინიც კი, ვინც ამ ჩამონათვალში არ მოხვდება, ჩვეულებრივ ასრულებენ ბრძანებებს და ფლობენ სათანადო უნარებს. უბრალოდ ჭირდებათ მეტი დრო და მოთმინება გაწვრთნისთვის.ექსპერტები თანხმდებიან, რომ გამოიყოფა 4 ჯგუფი ინტელექტის დონის მიხედვით. რეიტინგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეუძლიათ კონკრეტული ჯიშის წარმომადგენლებს დაიმახსოვრონ ბრძანებები, შეასრულონ მოთხოვნები. გასათვალისწინებელია, თუ რამდენად მოტივირებულია ძაღლი, მოსწონს თუ არა მუშაობის პროცესი.

  1. საშუალო ინტელექტი – საშუალო ინტელექტს განეკუთვნება ძაღლები, როგორიცაა შარ-პეი, უიპეტი, ალიასკის მალამუტი, ტაქსა, გერმანული დოგი, ციმბირული ჰასკი, ფინური შპიცი, ტიბეტური სპანიელი, ბოქსიორი. მათ ჭირდებათ 3-4 ათეული გამეორება, რათა გაითავისონ ახალი ბრძანება. უკვე ნასწავლს კი ასრულებენ მხოლოდ ნახევარ შემთხვევაში.
  2. საშუალოზე მაღალი ინტელექტი – ამ სიაში მოხვდნენ დალმატინელები, მინიატურული პინჩერები, გრძელბეწვიანი კოლი, ავსტრალიური ტერიერი, სამოედი, ბორდერ-ტერიერი, იორკ-ტერიერი და სხვები. ეს ძაღლები ძალიან დამჯერები არიან. ახალი ბრძანების შესასწავლად სჭირდებათ 20-მდე გამეორება და ნაცნობ დავალებას ასრულებენ 70 პროცენტიანი სიზუსტით.
  3. მაღალი ინტელექტი – მაღალი ინტელექტის ძაღლების სიაშია: პომერანული შპიცი, სწორბეწვიანი რეტრივერი, კოლი, ბელგიური ნაგაზი, ინგლისური სპინგერ-სპანიელი. ამ ჯიშის წარმომადგენლები ძალიან ჭკვიანები არიან და განსაკუთრებულად აბედნიერებენ პატრონებს. ახალი უნარების ათვისება მათ სულ ნახევარ საათში შეუძლიათ.
  4. ყველაზე ჭკვიანები – მაშ ასე, რომელი ჯიშია ყველაზე ჭკვიანი? ესენი არიან: ავსტრალიური მწყემსი ნაგაზი, როტვეილერი, პაპილონები, ლაბრადორ რეტივერი, დობერმან პინჩერი, გოლდენ რეტრივერი, გერმანული ნაგაზი, პუდელი და სასაზღვრო კოლი. ეს უკანასკნელი ყველაზე მაღალი ინტელექტისაა.

როგორც ხედავთ, პუდელი და გერმანული ნაგაზი არიან ჭკვიანი ჯიშები, მაგრამ მათ ჰყავთ სერიოზული კონკურენტები. თქვენ ეთანხმებით ზემოთ მოცემულ რეიტინგს? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.