საპონი რატომ უნდა წავუსვათ სანთელს და შევინახოთ საყინულეში და როგორ მოვახერხოთ, რომ ის იწვოდეს 100-ჯერ უფრო დიდხანს.

0
245

ადამიანებს, რომელთაც უწევთ სტიქიური უბედურების ან საომარი მოქმედებების ცხელ წერტილებში, ურჩევენ მაქსიმალურად მოიმარაგონ სანთლები. თუმცა, ჩვეულებრივი სანთლები დიდხანს არ იწვის, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორ გააკეთოთ სანთელი, რომელიც 20 წუთის მაგივრად 24 საათის განმავლობაში ან უფრო მეტ ხანს გაძლებს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით ამ ხრიკს.

როგორ გავაკეთოთ სანთელი

მაშ ასე, გვაქვს მოკლე და წვრილი სანთელი, რომელიც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იწვის. ახლა კი ვცადოთ მისი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება 100-ჯერ. გგონიათ ეს შეუძლებელია? დიახ და თან საკმაოდ მარტივი.დაგჭირდებათ შუშის ჩვეულებრივი ჭიქა. ამ ჭიქის ძირზე უნდა დააწებოთ სანთელი. ამისთვის დააწვეთეთ გამდნარი ცვილი ძირზე და მაშინვე დაამაგრეთ სანთელი ზედ.შემდეგ აიღეთ ნებისმიერი მცენარეული ზეთი: მზესუმზირის, ზეითუნის, სიმინდის. ფრთხილად ჩაასხით ჭიქაში ისე, რომ სანთლის ფითილამდე მიწვდეს. ახლა უკვე სანთელს თუ აანთებთ, ის დიდხანს მოგემსახურებათ.

სანთლის წვის გასახანგრძლივებელი ხრიკები

ხრიკი N1 – შეამჩნევდით, რომ სანთელი გრძელი ფითილით უფრო სწრაფად იწვის, ამიტომ აკონტროლეთ, რომ ფითილი ყოველთვის მოკლე იყოს. ყოველთვის მოაჭერით ხოლმე ზედმეტი ნაწილი.

ხრიკი N2 – დანთებამდე სანთელი ჩადეთ საყინულეში. ცვილი გამაგრდება და ორჯერ მეტი ხანი ენთება. მარტივი ხერხია, მაგრამ ეფექტური.

ხრიკი N3 – წაუსვით სანთელს საპონი. ერთი შეხედვით, შეიძლება ეს აფსურდად მოგეჩვენოთ, მაგრამ როგორც ჩას, საპონი წარმოქმნის თხელ დამცავ ფენას სანთლის ზედაპირზე, რომელიც ხელს შეუშლის პარაფინის სწრაფ დნობას. შედეგად სანთელი ბევრად უფრო დიდხანს იწვის.

ასევე შეგიძლიათ თავად მოამზადოთ სანთელი სახლში. თუ სწორად მიუდგებით წარმოების პროცესს, ნახავთ, რომ ყველაფერი მარტივია. თქვენ დაგიმზადებიათ სანთელი სახლში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.