ვთესავ ხავერდას წესის მიხედვით, გასწავლით გამოცდილ მეთოდს, ისინი უკვე მაისში იყვავილებენ.

495

ბაღში ფუსფუსი ბევრისთვის განტვირთვა და სასიამოვნო საქმეა. რატომაც არ უნდა დავამშვენოთ ჩვენი კლუმბა ახალი ყვავილებით? დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ უნდა დათესოთ ხავერდა და ააყვავოთ ის მაისში.

როგორ დავთესოთ ხავერდა

კლუმბას, რომელიც მორთულია ხავერდა ყვავილებით, ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ის სავსე იქნება ნათელი ფერებით მთელი ზაფხულის განმავლობაში. ამასთან, მას არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. ეს შესანიშნავი ვარიანტია გამოუცდელი მებაღეებისთვის. ხავერდა ყინვაგამძლე მცენარეა და მას ფაქტიურად არ უჩნდება დაავადებები.თავისი სპეციფიკური არომატის გამო ყვავილები იგერიებენ მავნებლებს. ამიტომ ხავერდას ხშირად რგავენ სხვა კულტურებთან ერთად. მაგალითად, ის იცავს კიტრს ბუგრებისგან, კარტოფილს კოლორადოს ხოჭოსგან.

ხავერდას დარგვა – გაღვივების შემდეგ ხავერდა ყვავის 1,5-2 თვეში. იმისათვის, რომ ყვავილები გამოჩნდეს მაისში, უნდა დათესოთ თესლი მარტის შუა რიცხვებში. ჩითილებისთვის აირეთ დიდი კონტეინერი. ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი და ნოყიერი.

როგორ დავთესოთ ხავერდა

  1. შეავსეთ ჭურჭელი გრუნტით და მსუბუქად დატკეპნეთ.
  2. დაატენიანეთ ნიადაგი პულივიზატორიანი ბოთლით. მოაყარეთ ზემოდან თესლი თანაბრად.
  3. მოახსურეთ თესლს წყალი და მოაყარეთ თხელ ფენად მიწა. მსუბუქად დატკეპნეთ და კიდევ მორწყეთ.
  4. დააფარეთ კონტეინერს თავზე პარკი და დადგით განათებულ, თბილ ადგილას. მაგალითად, ფანჯრის რაფაზე.

პირველი ყლორტები გამოჩნდება 4-5 დღეში. იმისათვის, რომ თესლი კარგად გაღვივდეს, სჭირდება სტაბილური ტემპერატურა, ოპტიმალურია 25 გრადუსი. თუ გსურთ ხავერდას დათესვა პიკირების გარეშე, გამოიყენეთ ღრმა კონტეინერი. მიწის ფენა უნდა იყოს 8-9 სმ. დაშორება თესლებს შორის კი 2-3 სმ.წამოზრდილი ნერგების გადატანა შეგიძლიათ ღია გრუნტში, როგორც კი ყინვები გაივლის. მაღალი ჯიშები უნდა ჩარგოთ 40 სმ. დაშორებით, საშუალო ზომის – 20 სმ, ხოლო მცირე ზომისები – 15 სმ. დაშორებით.

შეიძლება თუ არა ხავერდას ჩარგვა პირდაპირ ღია გრუნტში – ხავერდა შეგიძლიათ ჩარგოთ პირდაპირ ღია გრუნტში, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის სითბოს მოყვარული მცენარეა, ამიტომ სიცივეში თესლი ისე სწრაფად არ გაღვივდება, როგორც ჩვენ გვსურს, რაც დააგვიანებს მცენარის ყვავილობას. როგორ გავაკეთოთ ეს?

  1. პირველ რიგში მოამზადეთ ადგილი, სადაც ჩარგავთ ყვავილს. გააკეთეთ პატარა ორმოები დაახლოებით 5 სმ. სიღრმეზე. ორმოებს დაშორება უნდა იყოს 30-40 სმ.
  2. მოათავსეთ ორმოებში თესლი, დააყარეთ მიწა 1 სმ. სისქეზე და მორწყეთ.
  3.  ამოსვლის შემდეგ გამოხშირეთ ნერგები. თითოეულს შორის დაშორება მინიმუმ 10 სმ. უდა იყოს.

თუ გსურთ თქვენს ხავერდას ჰქონდეს უხვი ყვავილები, გამოიყენეთ სასუქი. ყველაზე უკეთ მცენარეს უხდება კალიუმის და ფოსფორის შემცველი სასუქები. ძალიან კარგია ხის ნაცარი, რომლიც შეიცავს სასარგებლო მიკროელემენტების მთელ სპექტრს. ასევე კარგია სუპერფოსფატი, კალიუმის სულფატი, კალიუმის ნიტრატი.

სხვათა შორის, ხავერდას სამკურნალო მიზნებითაც იყენებენ. არსებობს უამრავი რეცეპტი, რომელიც აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას. თქვენ გყავთ ბაღში ხავერდა? როგორ უვლით მას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს