3 დღიანი კეფირის დიეტა: სწრაფი შედეგი

1919

ქმართან ერთად შვებულების დაგეგმვა რთული ამოცანაა. ყოველთვის ვცდილობ, რომ მის გრაფიკს მოვერგო. ერთხელაც ერთად დასვენების შანსი გამოჩნდა, რომლის შესახებ ზუსტად რამდენიმე დღით ადრე გავიგე. მომზადება დავიწყე. ახალი საცურაო კოსტიუმიც მოვიზომე და აღმოვაჩინე, რომ საცურაო კოსტიუმში ქონები გადმოსული მქონდა. მოგზაურობამდე 3 დღიანი კეფირის დიეტის დაცვა გადავწყვიტე.კეფირი ზედმეტ კილოგრამებს სწრაფად და მარტივად მოგაშორებთ, თან ორგანიზმს წიდებისგან გაწმენდს და ნერვულ სისტემას დაამშვიდებთ. გირჩევთ, ასეთი კურსი პერიოდულად დაიცვათ, რომ ორგანიზმის მდგომარეობა გააუმჯობესოთ.

კეფირის დიეტა 3 დღით – კეფირის ბოთლი მაცივრიდან წინასწარ გამოიღეთ და ოთახის ტემპერატურამდე შეათბეთ. ცივი ან თბილი სასმელი ორგანიზმს სარგებელს ვერ აძლევს. ამის გაკეთება ჩვევად აქციეთ.ცდებით, თუ ფიქრობდით, რომ დიეტის დროს მხოლოდ კეფირის დალევა მოგიწევდათ. ასე ზედმეტ კილოგრამებს სწრაფად მოიშორებთ, მაგრამ ორგანიზმს ზიანს მიაყენებთ. კეფირი მთავარ კერძებს შორის ინტერვალში დალიეთ, რომ საჭმლის მონელება მოაწესრიგოთ. გთავაზობთ დღიური რაციონის მაგალითს.

  • საუზმე. დილა დაიწყეთ ფინჯანი რძიანი ან ურძევო ყავით, ომლეტით და მწნილი კომბოსტოს სალათით. ყავის ნაცვლად შეგიძლიათ ჩაი მოადუღოთ და თაფლი დაუმატოთ. ასევე შეგიძლიათ 1 ნაჭერი კარაქიანი პურით, მოხარშული კვერცხით და მანანის ბურღულის ფაფით ისაუზმოთ.
  • წახემსება. საუზმის მიღებიდან რამდენიმე საათში 1 ჭიქა კეფირი დალიეთ. თუ თქვენთვის მჟავე პროდუქტების მიღება არ შეიძლება, კეფირის ნაცვლად გამომცხვარი ვაშლი მიირთვით. იგივე შედეგს მიიღებთ.
  • სადილი. ქათმის წვნიანი 1 ნაჭერ პურთან ერთად მიირთვით. პური მთელი მარცვლეულისგან დამზადებული უნდა იყოს. ცოტა ბოსტნეული, მაგალითად, მოშუშული სტაფილო და ვინეგრეტის სალათი დაუმატეთ. მეორე დღეს შეგიძლიათ სოკოს წვნიანით, მოშუშული ხორცით და კომბოსტოთი ისადილოთ.
  • სამხარი. 1 ჭიქა კეფირი დალიეთ. ალტერნატივა: ახალი ვაშლი ან 1 ნაჭერი ხმელი ყველი.
  • ვახშამი. მოხარშული ან შემწვარი თევზი მიირთვით. გარნირად სანელებლებში შეკაზმული გამომცხვარი კარტოფილი იდეალურია. 1 ჭიქა ნებისმიერი ჩაი დალიეთ. მეორე ვარიანტი სტაფილოს მობრაწულა შავქლიავით გამოაცხვეთ. სასმელი იგივე, ოღონდ თაფლით.
  • ძილის წინ. სანამ ლოგინისკენ გაეშურებით, კიდევ 1 ჭიქა კეფირი დალიეთ. ალტერნატივა: უცხიმო რძე ან მაწონი.

რეჟიმი დაიცავით. ერთსა და იმავე დროს ისაუზმეთ, ისადილეთ და ივახშმეთ. კუჭის მაღალი მჟავიანობის შემთხვევაში, კეფირზე უარი თქვით. სპეციალისტთან კონსულტანცია ნებისმიერი დიეტის დაწყებამდე აუცილებელია. ამ მენიუდან კეფირის გამორიცხვის შემთხვევაშიც, 3 დღეში სხეულის ახალი ფორმებით იტრაბახებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს