გამოიკვეთა ვანგას წინასწარმეტყველებები იმაზე, თუ რა გველის 2022 წელს.

0
10603

ცნობილი წინასწარმეტყველი ვანგა 25 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მისი წინასწარმეტყველებები ხშირად ჩნდება სოციალურ ქსელებში. რას გვიყვება ვანგა 2022 წლის შესახებ? როგორი წელი იქნება ის მსოფლიოსა და კაცობრიობისთვის?

ვანგას ახლობლები ირწმუნებიან, რომ მან სიკვდილამდე უამრავი რამ იწინასწარმეტყველა მომავალი წლებისთვის და აკრძალა ყველაფრის ერთდროულად გასაჯაროება და მხოლოდ მომდევნო წლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეუძლიათ ადამიანებს გაიგონ რა ელით მათ იმ წელს, რათა შეძლონ ფოკუსირება მთავარზე და სწორად გაიგონ ყველა პროგნოზი.

 ვანგას წინასწარმეტყველება 2022 წლისთვის

“ცეცხლი წვიმს. დრაკონი აფრქვევს ცეცხლს და ცეცხლოვანი წვიმა წამოვა.” – ვანგას ეს სიტყვები 2022 წლის პირველ ნახევარს ეკუთვნის. სავარაუდოდ, საუბარია ჩინეთზე და ვინც ეცდება წინააღმდეგობას გაუწევს ამ უზარმაზარ ქვეყანას, მიიღებს პასუხს, რომელიც სამყაროს შეცვლის.ვანგას 2022 წლის პროგნოზში ნათქვამია, რომ დაიძაბება ურთიერთობა ამერიკასა და რუსეთს შორის. თუ დავაკვირდებით ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს, რუსეთის ფედერაციასთან ბევრ ქვეყანას აქვს უკვე ცუდი ურთიერთობა.მიუხედავად ამისა, წლის ბოლოდან ურთიერთობები ორივე მხრიდან გაუმჯობესდება, თუმცა ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდება. უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ ამ სიტყვებს ახსნა აქვს.

“ხალხი ისწავლის ჰაერის მოსმენას. აღარ იქნება საჭირო სადენებიანი ტელეფონები. მარცხენა ხელი მიიღებს ძალას , რომლითაც შეძლებს ვიბრაციის დაჭერას მანქანასავით.”ეს წინასწარმეტყველება განსაკუთრებულად საინტერესო ჩანს. მართლაც, ძნელი წარმოსადგენია როგორ ახდება ზემოთ მოცემული სიტყვები. ალბათ, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება.ვანგამ იწინასწარმეტყველა რაღაც “დედამიწის გადაღლაზე”. სავარაუდოდ საუბარია ეკოლოგიის გაუარესებაზე. 2022 წლის დეკემბრისთვის მან ისაუბრა ბუნებრივ კატასტროფებზე, თუმცა, მოგვიანებით ეს ინფორმაცია მასთან დაახლოებულმა ადამიანებმა უარყვეს და თქვეს, რომ მორიგი სიცრუე იყო.

ვანგამ იწინასწარმეტყველა დაავადებაზე, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედებოდა და უამრავ ადამიანს შეიწირავდა. როგორც ჩანს, საუბარია კორონა ვირუსზე. მისი თქმით, ხალხი სამ წელიწადში გადაწყვეტდა ყველაფერს და საბოლოოდ დაამარცხებდა დაავადებას. იმედია, ეს მალე მოხდება.თქვენ გჯერათ ვანგას წინასწარმეტყველებების? კიდევ რა გსმენიათ მასზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.