რთული დროა გარშემო. სამყარო სავსეა აგრესიით და სიძულვილით. რთულდება მატერიალური მდგომარეობა, ადამიანებს ხვალინდელი დრის შიში აქვთ. ოჯახის წევრების დასახმარებლად საჭიროა გაააქტიუროთ სიუხვის და ბარაქის ენერგეტიკა.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით რა გვიანდერძა ვანგამ ფულის მოსაზიდად.
ფულის და კეთილდღეობის მოზიდვა
“აავსეთ თქვენი სახლი ბედნიერებით და მიიზიდეთ მასში კეთილდღეობა!” – თქვა ვანგამ. ის გვირჩევდა: იმისათვის, რომ სწორად მოაწყო შენი ცხოვრება, უნდა ჩაყარო საძირკველი, რომელიც დროთა განმავლობაში აშენდება. ასევე დაასახელა მარტივი ნივთები, რომელიც ამ ენერგიის მოზიდვაში დაგვეხმარება.ნათელმხილველი ამ ნივთებს უწოდებდა “წარმატების დასაჭერ ხაფანგს.” მათი ყოველთვის თან ტარება არ არის აუცილებელი და საკმარისია უბრალოდ სახლში მოათავსოთ ისინი.
ხატები, რომლებზეც ადამიანები ლოცულობენ, ხელს უწყობენ სახლში სუფთა ატმოსფეროს შექმნას. ღმერთი და წმინდანები ისმენენ ლოცვას და ეხმარებიან მლოცველებს. ხატები სახლში უმჯობესია ნაკურთხი იყოს. კარგი იქნება, თუ მონასტერში ან ხატების მაღაზიაში შეიძენთ. განსაკუთრებული ძალა აქვს ბერების მიერ დახატულ ხატებს.იმისათვის, რომ დაიცვათ საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები უარყოფითი ენერგიისგან, სახლში მინიმუმ ერთი თავი ნიორი უნდა გქონდეთ. ვანგა ურჩევდა ეს ნიორი დაედოთ მთავარ ოთახში, თაროზე.
ასევე ნალი – ის იცავს ყველაფერი ცუდისგან და იზიდავს სიმდიდრეს და კეთილდღეობას.ვანგას აზრით, თაფლი არა მარტო ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტია, ის იზიდავს იღბალს სახლში. მათ, ვისაც ნაკვეთში ფუტკარი ჰყავს, ყოველთვის წარმატებები ექნება ცხოვრებაში.ითვლება, რომ თეფში ციტრუსით და ხილით იზიდავს სიმდიდრეს და წარმატებას. დადეთ მაგიდაზე ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი და ის სახლში პოზიტიურ ენერგიას მოიზიდავს. ასევე კარგია ვაშლიც.
სახლში ბარაქას იზიდავს ნებისმიერი ცოცხალი მცენარე მრგვალი ფოთლებით. სასურველია, უკვე ზრდასრული ყვავილის ყიდვა. ყველა მცენარეს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, სწორად მორწყვა, რათა არ გაფუჭდეს და არ გახმეს.გვირილის ჩაი სურნელოვანი და სასარგებლო სასმელია. ისიც პოზიტიურ ენერგიას გადმოგცემთ. გვირილის ყვავილები ბედნიერების, გულწრფელობის, სიყვარულისა და კეთილდღეობის სიმბოლოა.ჩვენი წინაპრები ხშირად რთავდნენ სახლს ყვავილებით და სწამდათ, რომ ამით დადებით ატმოსფეროს ქმნიდნენ. გირჩევთ ყოველთვის გქონდეთ სახლში ცოცხალი გვირილების თაიგული, სამზარეულოში კი ახლად დაყენებული გვირილის ჩაი.
იმისათვის, რომ დაცული იყოთ ზედმეტი ხარჯებისგან, გააკეთეთ პატარა თილისმა. შეკერეთ უბრალო ქსოვილისგან ტომარა, ჩაყარეთ მასში ხის რამდენიმე ხმელი ტოტი, ფოთოლი და გამხმარი კენკრა, 3-5 ცალი ოქროსფერი მონეტა. მოუკარით ტომარას თავი წითელი ძაფით და დამალეთ იქ, სადაც ინახავთ ფულს ან ძვირფას სამკაულებს.ასევე გაითვალისწინეთ: ფულს არ უყვარს უყურადღებობა და უდიერი მოპყრობა. ამიტომ ლამაზად დაალაგეთ ბანკნოტები და არ დაჭმუჭნოთ. არ შეინახოთ თანხა დახურულ სივრცეში, კარადებში, რადგან ეს ჩაკეტავს მის ენერგეტიკას.ფული შეინახეთ საფულეში ან ჩანთაში. ტყავი და ნაჭერი კარგად გადასცემს ენერგიას. ჩვენი წინაპრები სპილენძის ფულს ღია ქილებში ყრიდნენ, ასევე კარგია შესანახად ყულაბა.
რჩევა რედაქციისგან: ასევე, გირჩევთ შეისწავლოთ ფინანსური შემოსავლის მიღების წესები. მუდმივად გამოხატეთ მადლიერება სამყაროსთან ნებისმიერი საჩუქრისთვის, თუნდაც ეს იყოს უარყოფითი გამოცდილება.ფულის და ბარაქის მოსაზიდად გახსოვდეთ მნიშვნელოვანი წესი: შეცვალეთ ყველაფერი უკეთესობისკენ, განვითარდით, შეისწავლეთ გარშემო არსებული სამყარო. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.