გამყიდველმა ხორცის განყოფილებიდან, გვასწავლა თუ როგორ უნდა გავწმინდოთ საყინულე, რათა მოვაცილოთ უსიამოვნო სუნი

0
538

საყინულე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და საჭირო ნივთია სახლში. ის საშუალებას გვაძლევს ხანგრძლივი დროით შევინახოთ სხვადასხვა პროდუქტი. მისი წყალობით ზამთარში შეიძლება გვქონდეს ხილი და ბოსტნეული, მწვანილი. თუმცა ხშირად საყინულეში ჩნდება უსიამოვნო სუნი.

უსიამოვნო სუნი საყინულეში

მისი გაჩენის მიზეზები

  • ამოიწურა პროდუქტების შენახვის ვადა
  • გაითიშა ელექტროენერგია, შედეგად გალღვა საყინულეში შენახული პროდუქტი.
  • პროდუქტი არ არის შენახული ჰერმეტულად. შედეგად ირევა ერთმანეთის გემოები. მაგალითად, ნაყინს აქვს მწვანილის ან ხორცის სუნი.
  • სანიაღვრე ხვრელის დაბინძურება და გაჭედვა.

ყველაზე ეფექტური საშუალება – პირველი ხერხია მაცივრის გამორთვა დენის წყაროდან, საყინულის გადნობა და გაწმენდა სპეციალური ხსნარით. გახსენით 1 ჩ/კ ნებისმიერი სარეცხი საშუალება 1 ლიტრ წყალში. გაწმინდეთ საყინულე და მაცივრის ყველა განყოფილება. შემდეგ მოასუფთავეთ თბილ წყალში დასველებული ტილოთი.თუ ამის შემდეგ მაცივარში კვლავ იქნება უსიამოვნო სუნი, სცადეთ ხალხური საშუალებები. მაგალითად დაამუშავეთ ის ძმარში დასველებული ტილოთი, ასევე ეფექტურია სოდა. გაწმენდის შემდეგ ჩაყარეთ ის ღია კონტეინერში და დატოვეთ საყინულეში ცოტა ხით.უსიამოვნო სუნს შესანიშნავად ანეიტრალებს ამიაკი. გააზავეთ ის თანაბარი რაოდენობის წყალში და შეასხურეთ ზედაპირებს. ამით გაანადგურებთ ბაქტერიებს და მოახდენთ მაცივრის სრულ დეზინფექციას.

როგორ მოვიქცეთ, თუ არ შეგვიძლია მაცივრის გამორთვა – ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ ბუნებრივი ადსორბენტები. ისინი შესანიშნავად შთანთქავენ უსიამოვნო სუნს. ჩაყარეთ ჯამში ყავის მარცვლები, მსხვილი მარილი ან დაქუცმაცებული აქტივირებული ნახშირი. მოათავსეთ საყინულეში რამდენიმე დღით.ასევე კარგად ებრძვის უსიამოვნო სუნს შავი პური. დადეთ ის თაროზე 12 საათის განმავლობაში, შემდეგ საჭიროებისამებრ შეცვალეთ ის ახლით.

ზოგიერთი დიასახლისი თაროებზე ათავსებს ფორთოხლის ან ლიმონის კანს. წინა სტატიებში ვისაუბრეთ უკვე მათი გამოყენების გზებზე.მაღაზიებში იყიდება სუნის შთანმთქმელი სხვადასხვა ფორმის სპეციალური მოწყობილობები. ისინი შთანთქავენ უსიამოვნო სუნს შიგნით მოთავსებული სილიკონის გელის საშუალებით. ერთი ასეთი მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია სამიდან ექვს თვემდე. თქვენ რა ხერხს იყენებთ მაცივრის გასასუფთავებლად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.