ჩემი ოჯახი რომ დავიცვა და პრობლემები ცხრაკლიტურში ჩავკეტო, ყოველ საღამოს განსაკუთრებულ ლოცვას ვკითხულობ

3735

ყოველ საღამოს განსაკუთრებულ ლოცვას ვკითხულობ, რომ პრობლემები ცხრაკლიტურში ჩავკეტო და ჩემი ოჯახი დავიცვა. დიდმა ბებიამ, რომელმაც ომი და შიმშილობა საკუთარ თავზე გადაიტანა, „პრობლემებისგან დამცავი ლოცვა“ მასწავლა. ტექსტი ძველ რვეულში თავად ჩაწერა. ახლა ამ ლოცვას, როგორც ძვირფას საოჯახო რელიკვიას, ვიღებ და ყოველდღე ვკითხულობ. მწამს, რომ ღმერთი და წმინდანები ჩემს თხოვნას შეისმენენ! Paparazzi გიზიარებთ ძლიერ ლოცვას, რომელიც ყველა უბედურებას ცხრაკლიტურში ჩაკეტავს.ეს ლოცვა ერთ–ერთ უძლიერეს ლოცვად ითვლება და ოჯახის თილისმად გამოიყენება. აუჩქარებლად წაიკითხეთ. ღრმად და ნელა ისუნთქეთ. ლოცვისას წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სახლს გამჭვირვალე პარკი ეფარება, რომელიც ოქროსფერი სუფთა ენერგიით ბზინავს. მთელი ძალა მიმართეთ იმისკენ, რომ ეს პარკი ოჯახის ყველა წევრს და სახლს კარგად გადაეფაროს. ლოცვა 7-ჯერ წაიკითხეთ, თქვენ გარშემო სივრცეს ჯვარი გადასახეთ.

ლოცვა „უბედურებისგან დამცავი“

„შვიდ დამცავ ჯვარს ვსახავ ჩემს თავს, ჩემს ოჯახს და სახლს, ჩემს კერას. სული წმიდისგან, ჩვენი უფლისგან, მისი ძისგან, იესოსგან, დიდებული ღვთისმშობლისგან, რომელმაც სიცოცხლე უმწიკვლოდ გაიღო, ჩემი მფარველი ანგელოზისგან, რომელიც განუშორებლად ჩემთანაა, მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე, ჯვარს ვსხავ მიწიდან ცამდე. ჯვრით დახურე ყველა შესასვლელი უწმინდურისგან, დაგვიფარე ბოროტებისგან. სახლზე შვიდ საკეტს ვადებ, უბედურებისგან ვხურავ, დამცავ ძალებს ვაძლევ ჩვენი კომფორტისა და სიმშვიდისთვის. პირველი საკეტი – გაჭირვებისგან, მეორე – სიღარიბისა და უსახლკარობისგან, მესამე – მწარე ცრემლებისგან, მეოთხე – შავი ქურდობისგან, მეხუთე – სიღატაკისგან, მეექვსე საკეტით განსაცდელს ვხურავ, მეშვიდე საკეტით მთელ სივრცეს ვხურავ. საკეტებს ვაერთიანებ, გასაღებს მხოლოდ ღმერთს ვანდობ. მაღალი ძალები გვიცავენ, უსამართლობას დევნიან. მჯერა სამართლიანობის, სიკეთის, გულახდილობის. ამინ“.

დაიმახსოვრეთ, რომ ნათელი გულით და გონებით წაკითხულ ლოცვას განსაკუთრებული ძალა აქვს და სამყაროს შეცვლა შეუძლია. სივრცისგან მიმართული ვიბრაციები ძლიერ დაცვას გაჩუქებთ. მფარველი ლოცვა ერთგვარი ფარია, რომელიც ნეგატიური მოვლენებისგან გვიცავს.უბედურებისგან დამცველი ლოცვა ჩემს ოჯახს არა ერთხელ დაეხმარა. ლოცვა 7 საეკლესიო სანთლის წინ წაიკითხეთ. ყოველდღე ილოცეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახში მძიმე მდგომარეობაა. დაე, თქვენს სახლში სიყვარული და მშვიდობა სუფევდეს! უფალი და ყველა წმინდანი გფარავდეთ. ამინ!