ჩვენს უბანში ბევრი უსახლკაროა, მინდა დავეხმარო, მაგრამ არ ვიცი, როგორ

0
104

ყოველდღიურ საქმეებში ჩაფლულები გარშემომყოფებს ხშირად ვერ ვამჩნევთ. სხვების ცხოვრება იშვიათად გვაწუხებს, კიდევ უფრო იშვიათად ვფიქრობთ უსახკაროებზე, რომელთაც გვერდს ყოველდღე ვუვლით. არადა ისინი არიან, თან ბევრი და დახმარება სჭირდებათ. Paparazzi გიამბობთ, როგორ უნდა მოიქცეთ უსახლკაროებთან და როგორ დაეხმაროთ.

უსახლკაროების ცხოვრება – უსახლკაროების მიმართ ბევრი სტერეოტიპი გვაქვს. გულწრფელად ვაღიარებ, მეც მათ შორის ვიყავი. ერთხელ სოციალურ ქსელში ერთი ადამიანის, ნიკის ანგარიშს წავაწყდი, რომელიც უსახლკაროებს ეხმარება და ამის შესახებ ინსტაგრამზე წერს. მაშინ მივხვდი, რომ არ შეიძლება იმით განსჯა, რომ ზოგს ცხოვრებაში სხვებზე ნაკლებად გაუმართლათ. ბევრი უსახლკარო ქუჩაში საკუთარი ნებით არ აღმოჩენილა. არავის აქვს უფლება, რომ საკუთარი თავი მათზე უკეთესად მიიჩნიოს. ჩვენ, ყველა შეიძლება რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ და ადგომის ძალა ვერ ვიპოვოთ. უკვე დღეს უფრო ადამიანური უნდა გავხედეთ და ყოველდღე გულგრილად ჩავლა შევწყვიტოთ. კონკრეტულად რა გავაკეთოთ? გიზიარებთ რჩევებს, რომელსაც ნიკი თავის გამომწერებს ურჩევს.

უსახლკაროების ცხოვრება: როგორ მოვიქცეთ

  1. არანაირი ფული. პირველი წესი, რომელიც უნდა აითვისოთ: არავითარ შემთხვევაში უსახლკაროს ფული არ მისცეთ. ფულის მიცემით სისტემას ეხმარებით და არა ადამიანს. სჯობს საჭმელი, ტანსაცმელი, ჰიგიენის საშუალებები შესთავაზოთ. მთლიანობაში, ნებისმიერი რამ, ფულის გარდა.
  2. მიდით და საჭმელი ან წყალი შესთავაზეთ. უსახლკაროებს ყოველთვის შიათ ან წყურიათ, თუნდაც უარს ამბობდეს. მუდმივად შიმშილობენ. თუ ადამიანი დახმარებაზე უარს ამბობს, უბრალოდ საჭმელი იქვე დატოვეთ და უთქმელად გაიარეთ.
  3. ზედმეტი კითხვები არ დასვათ. რაღაც დაწერილს ჰგავს, მაგრამ ეს უნდა გახსოვდეთ. თუ ურთიერთობა გსურთ, ფრთხილად და დელიკატურად გააკეთეთ. თქვენ არ იცით, რა სიტუაციაშია ადამიანი. პირველ შეხვედრაზე სახელი მხოლოდ საუბრის დასაწყებად ჰკითხეთ. არ დააზუსტოთ, ნამდვილია თუ არა. ზედმეტი კითხვების გამო შეიძლება საკუთარ თავში ჩაიკეტოს. ადამიანს ისე მიმართეთ, როგორ თავად გაგეცნოთ. ქუჩაში მის ცხოვრებაზე არაფერი ჰკითხოთ. ზოგად თემებზე ესაუბრეთ მანამ, სანამ ადამიანს გულის გადაშლა არ მოუნდება.
  4. პირობა არ მისცეთ. დარწმუნებული ვერ იქნებით, რომ სიტყვას შეასრულებთ და ყველაფერი გამოვა. საერთოდ არ დაპირდეთ, რომ ადამიანს იმედი კიდევ ერთხელ არ გაუცრუვდეს. ამან შეიძლება ქუჩიდან თავის დაღწევის უკანასკნელი იმედი წაართვას.
  5. ცივი გონება შეინარჩუნეთ. გახსოვდეთ, რომ ამ ადამიანებს რთული ცხოვრება აქვთ. მათი ისტორია შეიძლება შოკისმომგვრელი იყოს, ტკივილით, ტანჯვით და უსამართლობით სავსე. ყვირილი მოგინდებათ. საუბრის დაწყებამდე მოემზადეთ. საღი აზრი შეინარჩუნეთ.
  6. პასუხისმგებლობის შესახებ გახსოვდეთ. თუ დამეგობრება გსურთ, ყოველთვის პასუხისმგებლობის შესახებ გახსოვდეთ. ჩვენ, ყველა ვეჩვევით მათ, ვინც ჩვენ მიმართ სიკეთეს იჩენს. უსახლკაროები გამონაკლისები არ არიან. თუ ადამიანს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობთ, შემდეგ აუხსნელად არ დაიკარგოთ. ამის გამო ადამიანი შეიძლება სამუდამოდ ჩაიკეტოს.

როგორ დავეხმაროთ? – რა შეგიძლიათ გააკეთოთ? პირველ რიგში, კარგი საჭმელი, რომლის ჭამას ვერ ასწრებთ, არ გადაყაროთ. შეაგროვეთ ის, რისი გაზიარებაც გსურთ. პარკში შეფუთეთ და დააწერეთ „საჭმელი უსახლკაროებისთვის“. შემდეგ პარკი სანაგვე ურნაზე დაკიდეთ ან პირადად გადაეცით. ეს დიდი დახმარებაა. გარშემომყოფებს უსახლკაროების ცხოვრებაზე ესაუბრეთ. რა თქმა უნდა, ყველა დახმარების სურვილს არ გამოთქვამს, მაგრამ ზოგიერთი მათ მიმართ ურთიერთობას შეცვლის. მენდეთ, ეს უკვე ბევრია. თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი თავისა და სხვების მიმართ მეტი სიკეთე უნდა გამოავლინოს, ასე სამყარო ნელ–ნელა შეიცვლება. საკუთარი თავით დაიწყეთ და არ გაჩერდეთ. ადამიანობა შეინარჩუნეთ და სხვებს შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ. როგორ ეპყრობით უსახლკაროებს?