აი, როგორაა ახლა ქალი, რომელსაც ქმარმა ხელის მტევნები მოაჭრა ნაჯახით

0
167

სულ ცოტა ხნის წინ, გრაჩევების ოჯახის ახლობლები ფიქრობდნენ, რომ ცოლ-ქმარს ყველაფერი რიგზე ჰქონდა. თუმცა, ერთი შეხედვით უპრობლემო წყვილში დიდი ხნის შუღლი იყო ჩამოვარდნილი. სულ ცოტა ხნის წინ, გასული წლის დეკემბერში, ოჯახის მამაკაცმა ვერ აიტანა დაძაბულობა და საბოლოოდ გაგიჟდა.

ცოლს სამსახურში მანქანით წაყვანა შესთავაზა, ამის ნაცვლად კი წაიყვანა ტყეში. იქ, ნაჯახით შეიარაღებულმა დიმიტრიმ ქალის ხელის თითების დაჩეხვა დაიწყო და მისგან “სიმართლის გაგებას ცდილობდა”. მან თავში ჩაიბეჭდა, რომ მარგარიტა ღალატობდა და სადისტმა საკუთარ ცოლს ხელის თითები მოაჭრა.

მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ჩადენილი გაიაზრა, მამაკაცმა სიბრაზე ლმობიერებით ჩაანაცვლა და მეუღლე საავადმყოფოში წაიყვანა. საუბედუროდ, ქალის მარჯვენა მტევნის აღდგენა ვერ მოხერხდა. ისედაც, ექიმებმა შეუძლებელი შეძლეს, როცა ნაწილ-ნაწილ შეგროვებული და მიკერებული მარცხენა ხელის მტევანი მარგარიტას ხელს მიაკერეს.

გრაჩევების ქორწინება 5 წელი გრძელდებოდა. ოჯახში ორი ვაჟი – 3 წლის დანიელი და 5 წლის დიმიტრი იზრდებოდა. თუმცა, ბოლო წელს მეუღლეებს შორის პრობლემები გაჩნდა, რომლებიც არა და არ ილეოდა. ოჯახის ნაცნობები და მეგობრები ამბობენ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი გარეგნულად მშვიდი დიმიტრის პათოლოგიური ეჭვიანობა გახდა.

ქალი ამტკიცებს: ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, ისინი მეზობლებივით ცხოვრობდნენ. რიტა და დიმიტრი საკვებსაც კი ცალ-ცალკე ამზადებდნენ. ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, დაშავებულმა განქორწინებაზე შეიტანა განცხადება, რახან ამ სიტუაციის ატანა აღარ შეეძლო. მეუღლემ ეს ღალატად აღიქვა და ქალი ოჯახის დანგრევაში დაადანაშაულა.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ დიმიტრი პროფესიით ოჯახის ფსიქოლოგი იყო. მართალია, იგი დაუსწრებლად სწავლობა… ხოლო სკოლიდან ბიჭი, თავის დროზე, გამოაგდეს ცუდი ქცევისა და მუდმივი ჩხუბების გამო. დიმა იზრდებოდა მამის გარეშე, რომელიც, სხვათა შორის, ბიჭის მშობლების გაყრის შემდეგ, მკვლელობისთვის დააკავეს.

იმის გაგების შემდეგ, რომ მარგარიტამ განქორწინება მოითხოვა, მშვიდი დიმიტრი რადიკალურად შეიცვალა. ახლა იგი მარტივად ემუქრებოდა ცოლს და მასზე ხელსაც კი წევდა. ქალმა რამდენჯერმე პოლიციაც კი გამოიძახა ქმრის დასამშვიდებლად. თუმცაღა, უბნის პოლიციელები მხოლოდ აღმზრდელობითი საუბრით შემოიფარგლნენ და შემაკავებელი ორდერი არ ამოწერეს.

როცა გრაჩევი დააკავეს, პოლიციელებმა, პირველ რიგში, შეამოწმეს, იყო თუ არა იგი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. სამართალდამცავები გაოგნდნენ, როცა დადგინდა, რომ აბსოლუტურად ფხიზელი ადამიანი 2 საათის განმავლობაში უჩეხავდა საკუთარ ცოლს ხელებს… თუმცა, კრიმინალისტებმა სადისტის სისხლში ვერც ალკოჰოლის და ვერც ნარკოტიკების კვალი იპოვეს.

დაშავებულის დედა დარწმუნებულია: დიმიტრის ეჭვიანობის ნიადაგზე პარანოია განუვითარდა. მეგობრებმაც კი თქვეს, რომ მისი ცოლი მას “ზედმეტი სიყვარულით ეპყრობოდა”.

ახლა მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია. საზოგადოება მოითხოვს, რომ მამაკაცი კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს. მარგარიტანს ნათესავები კი წუხან. დამნაშავე შეიძლება გაათავისუფლონ, თუ მას ფსიქიკურად შერყეულად მიიჩნევენ.

დაშავებული ახლა თავს კარგად გრძნობს. მან ვიდეომიმართვაც კი გადაიღო საავადმყოფოში, რომლითაც მადლობას უხდის ყველას, ვინც მას მხარს უჭერს.

ასეთი ადამიანები, სხვათა შორის, ბევრნი არიან: რიტა ამბობს, რომ მას მისდის უამრავი წერილი, ბარათი, საჩუქრები ბავშვებისთვის, რომლებიც ამ სიტუაციასთან გამკლავებაში ეხმარება. ახლა მსხვერპლი საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.

სხვათა შორის, დიმიტრი არ შოშმინდება, წდი-იდან მან გამოგზავნა წერილი, რომელშიც იფიცება, რომ რიტას არავის დაუთმობს, მას უბრძანებს და აფრთხილებს, რომ დაელოდოს და “სისულელეები არ გააკეთოს”.

წერილში სხვისი კალიგრაფიაა. გამოდის, რომ დიმიტრიმ შინაარსი რომელიღაც მეგობარს ან ნათესავს უკარნახა. დაშავებული მოწმობს: გზავნილში საუბრის სტილი და ჟარგონები მისი ყოფილი მეუღლის სტილს ემთხვევა.

თვითონ გოგონა ახლა ცდილობს, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ჟურნალისტებს აოცებთ ამ ადამიანის სიმამაცე და სიმხნევე. ორი შვილის დედა იმ ღიმილს, რომლითაც უბედურებას ხვდება, მარტივად ხსნის: “რომ ვიტირო, ხელები მაინც არ გამეზრდება.”

დაშავებულის ვაჟებს მომხდარის შესახებ არაფერს ეუბნებიან. მათ დედამ უთხრა, რომ ავარიაში მოყვა. ფსიქოლოგები დედის ასეთ ქცევას დადებითად აფასებენ.

რიტას თქმით, ყოფილ ქმარზე გაბრაზებული არაა. ქალს მხოლოდ ერთი სურვილი აქვს: დაე. დიმიტრიმ სრულად გაიაზროს, რაც ჩაიდინა. თუმცა, როგორც ჩანს, დამნაშავე მზადაა, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. რიტას დედა შიშობს, რომ იგი ციხიდან გამოვა და შეუძლია, “საყვარელი” ქალი უბრალოდ მოკლას!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი