სტივენ ჰოკინგი ამტკიცებდა, რომ მეცნიერულ საქმიანობას უფრო მეტი სიამოვნება მოაქვს, ვიდრე ფულის შოვნას.

129

ბოლო პერიოდში ადამიანები ხშირად ინტერესდებიან მომავლის სხვადასხვა პროგნოზით ნათელმხილველებისგან, მაგრამ ამ ბუნდოვანი მსჯელობის მიღმა უფრო საინტერესოა ცნობილი მეცნიერების მოსაზრებები.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გთავაზობთ გაიგოთ, თუ როგორ ხედავდა ცნობილი მეცნიერი სტივენ ჰოკინგი მომავალს, რომლის ბიოგრაფია ნებისმიერ ადამიანს გააოცებს. როგორ მოახერხა ამ ადამიანმა მსოფლიო დონის მეცნიერი გამხდარიყო?

სტივენ ჰოკინგი – ბიოგრაფია

სტივენ ჰოკინგი დაიბადა 1942 წლის 8 იანვარს ინტელიგენტების ოჯახში. მშობლები თავიდან ცხოვრობდნენ ბრიტანეთის დედაქალაქში, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ იძულებულები გახდნენ გადასულიყვნენ უფრო მშვიდ გარემოში, ოქსფორდში. ჰოკინგი თავიდანვე დაინტერესდა მეცნიერებით და 1962 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით.

1963 წელს სტივეს დაუდგინდა ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, ცენტრალური ნერვული სისტემის იშვითი დაავადება. ექიმები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ახალგაზრდა 2-3 წელზე დიდხანს ვერ იცოცხლებდა.თუმცა, დაავადება ჩვეულებრივზე ნელა განვითარდა და ჰოკინგს ეტლი რამდენიმე წლის შემდეგ დასჭირდა. უფრო მეტიც, მან მოახერხა კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრება, დაქორწინდა, შეეძინა ვაჟები – რობერტი და ტიმოთი, ქალიშვილი – ლუსი. 1995 წელს მეორედ დაქორწინდა.თავად მეცნიერმა მოგვიანებით აღიარა, რომ სამყაროდან ადრეულად წასვლის საფრთხემ აიძულა ეჩქარა. ის მთელი ძალებით ჩაეფლო სამეცნიერო საქმიანობაში და შეძლო უდიდესი წვლილი შეეტანა კოსმოლოგიისა და კვატური გრავიტაციის განვითარებაში. ასევე, იკვლევდა შავი ხვრელების საკითხს.

პარალელურად, დაავადება პროგრესირებდა და 1985 წელს დაკარგა მეტყველების უნარი და იყენებდა მეტყველების სინთეზატორს. მის ეტლში ჩაამონტაჟეს სპეციალური კომპიუტერი, რომელსაც საჩვენებელი თითით მართავდა, შემდეგ ეს კონტროლი ხორციელდებოდა სენსორის საშუალებით, რომელიც დაამონტაჟეს ლოყის მიმიკური კუნთის მახლობლად. ეს იყო ერთადერთი საშუალება, რომლითაც ახერხებდა მობილობას.მიუხედავად რთული მდგომარეობისა, მეცნიერი საკმაოდ ნაყოფიერი ცხოვრებით ცხოვრობდა. მან წარმატებით მოახდინა მეცნიერების პოპულარიზაცია და მისი წიგნები ფიზიკაზე ბესტსელერად იქცა. ჰოკინგი ასევე მონაწილეობდა პოპულარული სამეცნიერო ფილმების შექმნაში. ის 2018 წლის მარტში გარდაიცვალა.

სტივენ ჰოკინგის პროგნოზები – ჯერ კიდევ 2016 წლის თებერვალში ფიზიკოსი ამბობდა, რომ კაცობრიობას მალე ექნებოდა წვდომა ენერგიის ახალ წყაროზე. მისი თქმით, ეს აღმოჩენა მთლიანად და სამუდამოდ მოაგვარებს პლანეტაზე ენერგორესურსების ნაკლებობის პრობლემას. უფრო მეტიც, ამ ენერგიის წყარო უნდა გახდეს შავი ხვრელები.თუმცა, ვინაიდან ასეთი წყაროების შექმნა და ტესტირება უკიდურესად სახიფათო საქმეა, განხორციელდება ჩვეულებრივი ადამიანებისგან მკაცრი კონფედენციალურობის დაცვით. წარუმატებელი სამუშაოები ამ ენერგეტიკულ ხვრელებთან დამალული იქნება ყველა შესაძლო საშუალებით, ხოლო ვინც უნებურად აღმოჩნდება ასეთი საცდელი ობიექტის სიახლოვეს, უდიდესი საფრთხის წინაშე დადგება და თან არ ეცოდინება არაფერი ამის შესახებ.

საინტერესოა, რამდენად არის ახლოს ბრიტანელი მეცნიერის ვარაუდები რეალობასთან. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მოთმინებით დაველოდოთ დიდ აღმოჩენებს, რომელიც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის. თქვენ რას ფიქრობთ? რამდენად არის ეს შესაძლებელი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს