შეუცვლელი წესები, თუ როგორ უნდა გაიპარსოთ წვერი სწორად

0
424

ბრუტალური წვერი ზოგიერთ მამაკაცს უხდება, მაგრამ მასაც სჭირდება მოვლა. არასწორ პარსვას მივყავართ კანის გაღიზიანებამდე, რის გამოც მამაკაცებს ეზარებათ ეს უსიამოვნო პროცესი და რადიკალურ გადაწყვეტილებას იღებენ და არ იპარსავენ საერთოდ წვერს. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით როგორ გაიპარსოთ წვერი სწორად.

როგორ გავიპარსოთ წვერი სწორად

წვერის გაპარსვის დროს სიჩქარე არ შეიძლება. სახის რელიეფური ნაწილები ართულებს ამ ამოცანას. ადრე მამაკაცებს დალაქი პარსავდა ხოლმე. ახლაც არის სალონები, სადაც ემსახურებიან მამრობით სქესს, თუმცა ბევრს არ სურს სალონში დიდი დროის გატარება.

მომზადება პარსვისთვის – უმჯობესია გაპარსვა დაიწყოთ შხაპის მიღების შემდეგ, როდესაც კანი დაორთქლილი და დარბილებულია. ჩამოიბანეთ სახე და კისერი თბილი წყლით. შეგიძლიათ სახე გაითბოთ ცხელ წყალში დასველებული პირსახოცით. დაიდეთ ის სახესა და კისერზე 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი დაიწყეთ პარსვა. ასე უფრო კომფორტული იქნება და შემცირდება გაღიზიანების რისკი.

საშუალებები პარსვისთვის – საპარსი ქაფი ან გელი არის დამცავი ბარიერი, რომელიც ხელს უშლის სიმშრალეს და გაღიზიანებას. საპარსი ქაფი ატენიანებს თმას და უადვილებს საპარს მის მოჭრას. ზოგიერთი გელი და ქაფი შეიცავს კაის დამამშვიდებელ კომპონენტებს, ზოგი კი გამაგრილებელი ეფექტით არის. თუ გელი ან ქაფი არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ საპონი, მაგრამ გაპარსვის შემდეგ კარგად დაიტენიანეთ კანი კრემით ან ლოსიონით. მგრძნობიარე კანის მომზადება შეგიძლიათ საპარსი ზეთით.

ერთჯერადი საპარსი – კარგი საპარსი ხარისხიანი პარსვის საფუძველია. ერთჯერადი საპარსებზე ბევრად კომფორტული მოსახმარია მრავალჯერადი საპარსი მოძრავი თავით. ის ზუსტად იმეორებს სახის ფორმას და გაპარსვას უფრო კომფორტულს ხდის. გაგიკვირდებათ და ქალის საპარსი ბევრად უკეთ პარსავს. ასე, რომ თამამად გამოიყენეთ ის.

თმის ზრდის მიმართულება – გაპარსვამდე დააკვირდით თმის ზრდის მიმართულებას, გადაიტარეთ საპარსი ყვრიმალებიდან ცენტრისკენ, ულვაში გაიპარსეთ თმის ზრდის მიმართულებით, ასევე გაიპარსეთ თმა კისერზე. თუ გსურთ უფრო გლუვი პარსვა, მეორედ გადაისვით საპარსი ამჯერად თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით.რთულად მისადგომ ადგილებში ოდნავ მოჭიმეთ კანი ხელით. საპარსს ძლიერად ნუ დააწვებით და ნუ ეცდებით თმის იდეალურად გაპარსვას პირველ ჯერზე.

პარსვის დასრულება – გაპარსვის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად დაიბანოთ სახე, ბოლოს რეკომენდებულია ცივი წყლის მისხურება, რათა დაიხუროს გაფართოებული ფორები და თავიდან აიცილოთ სიწითლე. ბოლოს წაისვით გაპარსვის შემდგომი ლოსიონი.

რჩევა რედაქციისგან – მათაც კი, ვინც იცის სწორად პარსვა, შეიძლება წლების განმავლობაში ვერ დაეუფლოს ბოლომდე. თუ საპარსთან ვერ დამეგობრდებით, გამოდის, რომ მგრძნობიარე კანი გაქვთ და უმჯობესია გამოიყენოთ ტრიმერი.თუ საერთოდ უარი თქვით პარსვაზე და გსურთ გაიზარდოთ წვერი, იცოდეთ, რომ მასაც სჭირდება მოვლა. წვერ-ულვაში უნდა შეისწოროთ ხოლმე მაკრატლით, სახის და კისრის კონტურები კი ტრიმერით ან საპარსით. თქვენ როგორ უვლით წვერს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.