2022 წლის უახლესი პროგნოზები ბოლო დროის ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ყველაზე ცნობისმოყვარე მკითხველებისთვის ასტროლოგების და ექსტრასენსების პროგნოზებით მასალებს ვამზადებთ. დღეს Paparazzi გიზიარებთ ამერიკელი ნათელმხილველის, რაიმონდ აგილერას პროგნოზებს. საინტერესო, რომელ მის ნათქვამ სიტყვას დაიჯერებთ.
უახლესი პროგნოზები 2022 წლისთვის – რაიმონდ აგილერა ოსტატი იყო, რომელიც უნიკალურ სკულპტურებს ქმნიდა. ჯვარცმული იესოს შექმნაზე მუშაობისას არსაიდან ხმა გაიგონა. იმ დღიდან არა მხოლოდ იმქვეყნიური ხმები ესმის, არამედ დროში ჩახედვა შეუძლია. მის ხედვებში წარსული, აწმყო და მომავალი ერთი მთლიანი ხდება.ადრე რაიმონდს მსგავსი რამის არ სჯეროდა, მაგრამ მომხდარის შემდეგ მიხვდა, რომ ღმერთს ადამიანებთან საუბარი შეუძლია. ყოველი ხილვის შემდეგ ჩანაწერებს აკეთებდა, რომელიც ბოლოს მთელი წიგნის საფუძველი გახდა. მასში 250-ზე მეტი წინასწარმეტყველებაა შეგროვებული. ამერიკელი პოპულარული ნათელმხილველი არ იყო, მაგრამ ყოველთვის იხსენებდნენ, როცა მისი პროგნოზი ხდებოდა.
რაიმონდის ერთ–ერთი უნარი ბუნებრივი კატასტროფების ზუსტი წინასწარმეტყველება იყო. მოვლენის დროსაც ხედავდა და ამის შესახებ წინასწარ აფრთხილებდა. რაღაც მომენტში აგილერამ შეამჩნია, რომ ბუნებრივ კატასტროფებზე მეტს ხედავდა. თითქოს ხილვა არა დედამიწაზე კონკრეტულ ადგილს, არამედ მთელ პლანეტას ეხებოდა.ასეთი ხილვები განსაკუთრებული იყო, რადგან რამდენიმე წელი გრძელდებოდა. მისი წყალობით ნათელმხილველი მსოფლიოს მოვლენებს აკვირდებოდა, რომლებიც ერთმანეთს ცვლიდნენ. ნანახი წიგნში აღწერა. მაგალითად, რაიმონდი საუბრობდა ტექტონიკურ კატაკლიზმზე, რომელიც 2050 წლამდე უნდა მოხდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ უბედურება ნებისმიერ წუთს შეიძლება მოხდეს. ეს კი კლიმატის უპრეცედენტო ცვლილებას გამოიწვევს.
ზამთარი და ზაფხული ადგილებს მარტივად გაცვლის. ყველაზე მშრალ რეგიონშიც წარმოუდგენელი ნალექი მოვა. ქარიშხალი დედამიწის ყველა მაცხოვრებლისთვის ჩვეულებრივი რამ გახდება. გარდა ამისა, სამხრეთით და ჩრდილოეთით ყინულის დიდი მასა დაიძვრება. ეს კონტინენტების მოძრაობას და სახელმწიფოების საზღვრების შეცვლას გამოიწვევს.
რა გველოდება მომავალში – 1992 წელს რაიმონდმა წყალზე წარმოუდგენელი ზომის ქარიშხალი იხილა. ის გვაფრთხილებდა: კიდობანი უნდა ავაშენოთ. შემდეგ აგილერამ კალიფორნიაში მიწისძვრა დაინახა, რომელიც ირგვლივ ყველაფერს გაანადგურებდა. ნათელმხილველმა ჩვენი დედამიწა კოსმოსში დაინახა, მაგრამ ის უკვე განსხვავებული იყო. თითქოს პლანეტა დაიხარა და დედამიწის ღერძმა მდებარეობა შეიცვალა.1997 წელს ამერიკელმა დაინახა, როგორ დაიყო მსოფლიოს რუკა ნაწილებად და დედამიწის ზედაპირი სულ სხვანაირი გახდა. ტექტონიკური ფილების ნაწილი თითქოს შიგნიდან მოწყვეტილი იყო და ლავის მდინარე დედამიწაზე მოედინებოდა. მოგვიანებით რაიმონდმა სერიოზული განცხადება გააკეთა, რომ ყველაფერი ზუსტად დილის 5 საათზე დაიწყება.
აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვლება. ახალი დრო დაიწყება მაშინ, როცა სამყარო ბოროტებისა და ცოდვებისგან გაიწმინდება. დიდი აფეთქების დრო დადგება, ხოლო მისი წინამორბედი სავსემთვარეობა იქნება. ზუსტად დილის 5 საათზე დედამიწაზე ყველა ადამიანი ძალიან ხმამაღალ ხმას გაიგებს. ძლიერ მიწისძვრას დიდი სირცხვილი მოყვება. ის ღვთის ძალასთან ერთად მოვა. უცნობია, რას ნიშნავს ეს ზუსტად. აგილერა თვლის, რომ მხოლოდ ისინი გადარჩებიან, ვინც მზად არიან მოინანიონ.დიდი ალბათობით, ტექტონიკური კატაკლიზმების შედეგად დედამიწის გარეგნობა შეიცვლება. გამოდის, რომ ვარსკვლავების ფრაგმენტები შეიძლება პლანეტის ზედაპირს მიწვდეს და მასშტაბური ნგრევა გამოიწვიოს. აგილერას სწამდა, რომ სამყაროს გადარჩენა მხოლოდ ღმერთს შეუძლია. როცა ეს მოხდება, გარშემო ყველაფერი განახლდება.
ამერიკელი თავის ხილვებში ხედავდა ომს, რომელიც მთელ ევროპას გაანადგურებდა, და ხანძარს, რომელიც ზეციდან მოვა და მთელ სამყაროს წაეკიდება. გვსურს დავიჯეროთ, რომ რაიმონდის არც ერთი ხედვა არ ახდება, მაგრამ ბოლო პროგნოზი 2022 წლის შესახებ არ გვახარებს. არავინ იცის, რა გველის სინამდვილეში. საინტერესოა, გჯერათ რაიმონდ აგილერას პროგნოზების?