ბოშური ორცხობილა, ფხვიერი და ნაზი, მზადდება თვალის დახამხამებაში

0
763

ამ ორცხობილის მარტივი რეცეპტი ერთმა ბოშა ქალმა მასწავლა. ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომია და თავად მომზადების პროცესს მინიმალური დრო სჭირდება. თავად ორცხობილა გამოდის არომატული, ფხვიერი და ნაზი. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ სწორედ ამ რეცეპტს.

ორცხობილების მარტივი რეცეპტი

ინგრედიენტი მოხარშული ცომისთვის

  • 100 გრ. შაქარი (4 ს/კ)
  • 100 მლ. წყალი
  • 40 გრ. ფქვილი (2 ს/კ)
  • 10 გრ. ვანილის შაქარი

ინგრედიენტები ცომისთვის

  •  150 გრ. ფქვილი
  • 40 გრ. კაკაო
  • 10 გრ. გამაფხვიერებელი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი

ინგრედიენტები მინანქრისთვის

  • 100 გრ. შაქრის პუდრა
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 ს/კ წყალი

მომზადების წესი

  1. დასაწყისისთვის მოამზადეთ მოხარშული ცომი. სქელძირიან ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაასხით წყალი და აადუღეთ.
  2. ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და ვანილის შაქარი, დაასხით ცხელი სიროფი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე სილიკონის ნიჩბით. გააცივეთ ცომი ოთახის ტემპერატურის მიღებამდე.
  3. შეგრილებულ ცომს დაუმატეთ კაკაო, გამაფხვიერებელი და ფქვილი. კარგად მოზილეთ. ბოლოს მოასხით ზეთი, და კიდევ ჩაზილეთ. ცომი უნდა იყოს მკვრივი და ელასტიური.
  4. გააბრტყელეთ დახლოებით 1 სმ სისქეზე, დაჭერით ფორმებად ჭიქით. დარჩენილი ცომი შეაგროვეთ და გაიმეორეთ იგივე პროცედურა.
  5. გადაიტანეთ პერგამენტდაფენილ საცხობ დაფაზე. აცხვეთ 180 გრადუსზე 10-12 წუთის განმავლობაში.
  6. მოამზადეთ მინანქარი: შეურიეთ წყალს შაქრის პუდრა და ლიმონის წვენი. წაუსვით მიღებული მასა უკვე გაცივებულ ორცხობილებს. გემრიელად მიირთვით!

რჩევა რედაქციისგან: ამ ორცხობილების მომზადებას ძალიან ცოტა დრო ჭირდება, სამაგიეროდ გააბედნიერებთ და ასიამოვნებთ ოჯახის წევრებს.მინანქრის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლისა და შაქრის სიროფი. თუ დაუმატებთ პიტნის წვეთებს, მიიღებთ პიკანტური გემოს ნამცხვარს. ამ შემთხვევაში კაკაო აღარ უნდა უქნათ.სცადეთ და გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში. გისურვებთ წარმატებას!