ბავშვის ხელოვნური საკვების საუკეთესო შემცვლელი ექიმი კომაროვსკის აზრით

140

საბავშვო საკვები ქილებში – სამ წლამდე პატარების ძირითადი რაციონია. ის ასევე გამოიყენება ჩვილებში, რომელთა დედებსაც არ აქვთ რძე. სამწუხაროდ, საომარი ვითარებების გამო ზოგიერთი პროდუქტი შეიძლება გაქრეს მაღაზიის თაროებიდან. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ ექიმი კომაროვსკის რჩევებს, თუ რის გაკეთება შეიძლება ასეთ დროს.

ბავშვთა ხელოვნური კვება

ექიმი კომაროვსკი გვასწავლის, როგორ შეიძლება დროებით მაინც ჩავანაცვლოთ ხელოვნური საკვები ნატურალური რძით.ბავშვისთვის სასურველი არ არის ნატურალური რძით კვება თვეზე დიდხანს. ის მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში უნდა გამოვიყენოთ.

ინგრედიენტები

  • 120 მლ. რძე
  • 1,5 ჩ/კ შაქარი
  • 80 მლ. ადუღებული წყალი

გაითვალისწინეთ, რომ ბავშვისთვის მთავარი საკვები დედის რძეა, თუ ის არ არის, საუკეთესო შემცვლელი ადაპტირებული ხელოვნური საკვებია და მისი ჩანაცვლება ძროხის რძით მხოლოდ გამოუვალ შემთხვევაში, დროებით შეიძლება და ამ დროში უნდა ეცადოთ იპოვოთ შესაფერისი ადაპტირებული კვება.შეეცადეთ მოიძიოთ თანხა, ან სთხოვოთ ახლობლებს დაგეხმარონ. პატარების ჯანმრთელობა მთავარი პრიორიტეტია თქვენთვის და უნდა გაუფრთხილდეთ მას. ზრდასრული ადამიანის საკვები მრავალფეროვანია და ყოველთვის და ყველანაირ პირობებში შეუძლიათ ადაპტირება, მაგრამ პატარებს ასეთი არჩევანი არ აქვთ.

რა უნდა გააკეთონ დედებმა, როცა არ აქვთ რძე – რძის ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა. მიზეზი შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია სტრესი, რის ფონზე ქალებში იკლებს ოქსიტოცინის დონე – ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია რძის გამომუშავებაზე. ლაქტაცია შეიძლება გაქრეს უკიდურესი გადაღლის გამოც.ორივე მიზეზი განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, ომის დროს. ქალებს ეშინიათ საკუთარი თავის, ბავშვებისა და მამაკაცების გამო. რა შეიძლება გაკეთდეს ლაქტაციის აღსადგენად?

შეგიძლიათ მიიღოთ ლაქტაციის მასტიმულირებელი სასმელები. ყველაზე მარტივი რეცეპტია: 1 ჭიქა ცხელი რძე და 1 კოვზი ძირა. წამოადუღეთ და დადგით ორი საათის განმავლობაში. ნუ დაივიწყებთ ცილოვან საკვებს. მიირთვით საკმარისი რაოდენობით ხორცი და თევზი, რძის პროდუქტები.შეგიძლიათ გაიკეთოთ მასაჟი და მიიღოთ თბილი აბაზანები. სვით დიდი რაოდენობით წყალი. ხშირად სტრესის გამო გვავიწყდება დროული ჭამა, ან საერთოდ გვიქრება მადა. ბავშვის გამო თავი უნდა ავიყვანოთ ხელში და მივცეთ საკვები სხეულს, რათა გავუმკლავდეთ დაძაბულობას და პრობლემებს.

გაგვიზიარეთ რით კვებავთ თქვენს პატარებს, რომელ საკვებს ანიჭებთ უპირატესობას და როგორ მოიქცეოდით, თუ ერთ დღეს ვერ შეძლებდით ხელოვნური ნარევის შეძენას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს