ვურევ ძმარს წყალში და სააბაზანოში შემაქვს, როდესაც თავის დაბანას ვაპირებ – რატომ ვაკეთებ ამას?

2417

იაპონელი ქალები იყენებენ ვაშლის ძმარს თმებზე, უმატებენ შამპუნს, რათა მოიშორონ ქერტლი. ვაშლის ძმარი შეიცავს  А, Е, С, В, РР ვიტამინს, რომელიც თმას მბზინვარებას და ელასტიურობას მატებს. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ მოიხმაროთ სწორად ვაშლის ძმარი თქვენი თმების სილამაზისა და სიჯანსაღისთვის.

ვაშლის ძმარი თმებისთვის

ვაშლის ძმარს ძირითადად დაბანის შემდეგ ივლებენ ხოლმე თავზე. ამისთვის საჭიროა 9%-იანი ვაშლის ძმარი. ის უნდა იყოს რაფინირებული და ნატურალური. პროცედურა არბილებს და ამაგრებს თმას, აშორებს ქერტლს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას სკალპზე, აჩერებს თმის ცვენას და არეგულირებს ცხიმოვან ჯირკვლებს.თმა ხდება რბილი და მორჩილი, აღარ იმუხტება, ადვილად ივარცხნება და არ წყდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ კონდენციონერის ან ნიღბის მაგივრად. ყოველ ჯერზე მოამზადეთ ახალი ნარევი, რადგან მისი დიდხანს შენახვა არ შეიძლება.

როგორ მოვამზადოთ ვაშლის ძმრიანი ნარევი თმებისთვის – აიღეთ ერთი ლიტრი თბილი წყალი, 1 ს/კ 9%-იანი ვაშლის ძმარი, შეგიძლიათ ყურძნისაც გამოიყენოთ. შეიზილეთ ის თმებზე, ან შეისხურეთ სპრეით. შეიფუთეთ პირსახოცით ცოტა ხნით.მუქ ან წაბლისფერ თმას როზმარინის ნახარში მისცემს ხასხასა ფერს. ჩაყარეთ 1 ს/კ როზმარინი 1 ლიტრ წყალში და აადუღეთ. დაელოდეთ გაცივებას და გაწურეთ. ხსნარს დაუმატეთ 4 ს/კ ძმარი და გადაივლეთ თმაზე.ქერა ლამაზმანებს მოუხდებათ გვირილის ნაყენი ლიმონის წვენთან ერთად. შეურიეთ 500 მლ. წყალში 4 ს/კ ძმარი, 1 ს/კ ლიმონის წვენი და 250 მლ. გვირილის ნაყენი. გადაივლეთ დაბანის შემდეგ. თმა გახდება რბილი და აღარ დაზიანდება.

ძმრიანი ნიღაბი – ძმარი შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის დაბანამდე ნიღბის სახით. აიღეთ 1 ს/კ თაფლი, 1 ს/კ თბილი წყალი და 1 ს/კ ვაშლის ძმარი. წაისვით ნიღაბი თმაზე და გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით.თუ გაქვთ სკალპის სიმშრალე და გაღიზიანება, მოამზადეთ კვერცხის და ვაშლის ძმრის ნიღაბი. აიღეთ 1 კვერცხი, 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი, 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი. წაისვით თმაზე . ნიღაბი იცავს თმის ბოლოებს გაყოფისგან, ხდის უფრო ძლიერს და აძლევს მბზინვარებას.

უკუჩვენებები – თუ ვაშლის ძმრის გამოყენების შემდეგ გექნებათ ქავილი ან გამონაყარი, უარი თქვით მასზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ გაუზავებელი სახით, ან მაღალპროცენტიანი ძმარი. უკუნაჩვენებია, თუ თავზე არის ნაკაწრები ან დაზიანებები, აგრეთვე თუ თმა არის ახალი შეღებილი.

რჩევა რედაქციისგან: თმის სილამაზისთვის შეგიძლიათ ძმარი თავადაც მოამზადოთ. აიღეთ 1 კგ. ვაშლის წვენი და დაუმატეთ 3 ს/კ საფუარი. დააფარეთ ჭურჭელს სამზარეულოს ცელოფანი და გაუკეთეთ საჰაერო ნასვრეტები. დადგით თბილ, ბნელ ადგილას 2-3 თვის განმავლობაში. სულ ეს არის!გამოგიყენებიათ ვაშლის ძმარი თმებზე? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს