გაყვითლებული მომინანქრებული ქვაბი ისევ თეთრად იბრწყინებს, თუ ამ მარტივ საშუალებაში გამოხარშავთ.

0
1683

მომინანქრებული ქვაბი დროთა განმავლობაში მუქდება ან მოყვითალო ფერის ხდება და ეს ლაქები ჩვეულებრივი ჭურჭლის ჟელეთი არ შორდება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით მარტივ საშუალებას ამ პრობლემასთან გასამკლავებლად.

როგორ გავასუფთავოთ მომინანქრებული ქვაბი

საბედნიეროდ, არსებობს ბევრი თანამედროვე საშუალება, რომლის დახმარებით თქვენი ჭურჭელი ახალივით იქნება. ეს არის ჭურჭლის სარეცხი მანქანის კაფსულები, რომელიც თავსდება მანქანაში და აწკრიალებს ყველა ნივთს, თუმცა ამ ფუფუნების საშუალება ყველას არ აქვს.რა უნდა ვქნათ, თუ არ გვაქვს ჭურჭლის სარეცხი მანქანა? მომინანქრებული ჭურჭლის გაწმენდის ყველაზე მარტივი და სწრაფი საშუალება ნამდვილად არის ჭურჭლის სარეცხი მანქანის კაფსულა. არ აქვს მნიშვნელობა ხარისხს და ფასს, გამოდგება ყველაზე იაფიანი საშუალებაც. საბედნიეროდ, შეგიძლიათ ცალობითაც შეიძინოთ.აადუღეთ დიდ ქვაბში წყალი, ჩააგდეთ შიგნით ერთი კაფსულა და ჩადგით მომინანქრებული ქვაბი. ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.

გადაიტანეთ ქვაბი ნიჟარაში, გადაწურეთ წყალი და კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ. ფრთხილად მოაცილეთ ჭუჭყი და სარეცხი საშუალების ნარჩენი ღრუბლის საშუალებით.ამ მარტივი ხერხით მინანქრის ქვაბი ახალივით გახდება. საჭიროა მხოლოდ ერთი ცალი ჭურჭლის სარეცხი მანქანის კაფსულა და ნახევარი საათი სამზარეულოში.რა თქმა უნდა ამის გაკეთება მათთვის უფრო მარტივია, ვისაც აქვს ჭურჭლის სარეცხი მანქანა. ქიმიურ საშუალებასთან ერთად ჭურჭელი მუშავდება ბევრად უფრო მაღალ ტემპერატურაზე, ვიდრე ონკანის წყალია.

რჩევა რედაქციისგან: თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევებთან ერთად უფრო და უფრო იკლებს სამზარეულოში გაჩენილი გადაუჭრელი პრობლემები და ეს ძალიან კარგია!თქვენ რა ხერხს იყენებთ მომინანქრებული ქვაბების გასაახლებლად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.