მოწყობილობები, რომლებიც დამაგრძელებელში არ უნდა ჩართოთ, რომ ბინაში ხანძარი თავიდან აიცილოთ

0
5667

უსაფრთხო ელექტრობა ყველა თანამედროვე სახლის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ნებისმიერ ტექნიკას ერთდროულად უშიშრად ვიყენებთ. შეიძლება ეს ცუდად დამთავრდეს? რას იტყვით, თუ საყვარელი ბებია, რომელიც ერთ დამაგრძელებელში ათობით მოწყობილობის ჩართვას გვიკრძალავდა, მართალი იყო? Paparazzi ამის გარკვევას ეცდება.

უსაფრთხო ელექტრობა – ნებისმიერი გაუგებარი საკითხი უნდა გაირკვეს. მაგალითად, რატომ არ შეიძლება რამდენიმე ელექტრომოწყობილობის ერთ დამაგრძელებელში ჩართვა? პასუხი მარტივი და გასაგებია. ჩართული მოწყობილობების ჯამური სიძლიერე არ უნდა აღემატებოდეს იმ სიმძლავრეს, რომლის გაძლებაც დამაგრძელებელს შეუძლია. სხვა შემთხვევაში გადაწვის რისკი არსებობს. ხარისხიანი დამაგრძელებელი შეიძლება აღჭურვილი იყოს სპეციალური ელემენტებით, რომლებიც გადაწვის და გახურების რისკს თავიდან აგაცილებთ. გულწრფელი ვიყოთ, ყველა არ არის მზად, რომ საკუთარი უსაფრთხოებისთვის ზედმეტი გადაიხადოს. ხშირად ამ წესს უგულებელყოფენ და იაფ ვარიანტს ყიდულობენ. ამას ხანძრის მომენტში ან ძვირიანი ტექნიკის გადაწვის შემთხვევაში მწარედ ნანობენ.

პირველი კანდიდატები – რომელი მოწყობილობები უნდა შეაერთოთ დამაგრძელებელში განსაკუთრებული სიფრთხილით? პირველ რიგში, მაცივარი. საკმაოდ ძლიერი ტექნიკაა, ამიტომ ერთ დამაგრძელებელში რამდენიმე მაცივრის ჩართვა არ ღირს. თავად დამაგრძელებლის ადგილმდებარეობას ყურადღება მიაქციეთ. ბევრი მაცივარი ძალიან დიდია, ამიტომ დამაგრძელებელი იატაკზე, ტექნიკის გვერდით მოთავსებულია. ასე დამაგრძელებელში წყლის მოხვედრის რისკი არსებობს. მაგალითად, იატაკის წმენდის შემთხვევაში. თუ დამაგრძელებლის გამოყენება გსურთ, მისთვის კომფორტული და მოსახერხებელი სამაგრი გამოიყენეთ, რომ ხელი არავის შეუშალოს და გამართულად იმუშაოს.წყლით დასველების რისკი სარეცხ მანქანას და ჭურჭლის სარეცხ მანქანასაც ეხება. ამ ტექნიკასთან როზეტები უფრო მაღლა უნდა განათავსოთ. იგივე დამაგრძელებელს ეხება. თუ მასთან დაკავშირება აუცილებელია, იზრუნეთ, რომ წყალი არ მოხვდეს.

სერიოზული რისკი – ტყუილად არ ამბობენ, რომ ნებისმიერი სახის გამათბობელი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. მათ ძლიერი სიმძლავრე აქვთ და შეიძლება ბოროტად გაგეხუმროთ. გამათბობლიდან გამოსულმა სითბომ დამაგრძელებელი მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება დააზიანოს და ხანძარი გამოიწვიოს. აქვე შედის ელექტროგრილიც.

სახლის უსაფრთხო ელექტროობა – რა წესები უნდა დაიმახსოვროთ სახლში დამაგრძელებლის ნორმალური მუშაობისთვის? დაზიანებული დამაგრძელებელი არასდროს გამოიყენოთ. როზეტებთან თამაში კარგს არაფერს მოგიტანთ, იგივეა ამ სიტუაციაშიც. თუ დამაგრძელებელი ერთხელ გადაიწვა, ამის შემდეგ გამართულად ვეღარ იმუშავებს. დამწვარი დამაგრძელებელი სასწრაფოდ გაანადგურეთ და ხარისხიანი, ახალი დამაგრძელებლით ჩაანაცვლეთ.

სწორად გამოთვალეთ მოწყობილობის სიმძლავრე, რომელიც დამაგრძელებელში ჩართულია. მაგალითად, თუ ეს რამდენიმე სმარტფონი და ნოუთბუქია, საფრთხე მინიმალურია. ორი მაცივარი, სარეცხი მანქანა, გამათბობელი და ელექტროქურა ძალიან დიდი ტვირთია.დამაგრძელებელი უყურადღებოდ არასდროს დატოვოთ. შეისწავლეთ ადგილები, სადაც სადენები გაჭიმულია. აკონტროლეთ, რომ მის გვერდით პოტენციური საფრთხე არ იყოს (წყალი, მტვერი, ცხოველი, ბავშვი). გახსოვდეთ, რომ სჯობს საკუთარ ბინაზე წინასწარ იზრუნოთ, ვიდრე საქმე ხანძრამდე ან სერიოზულ დაზიანებამდე მიიყვანოთ.