გაზაფხულზე ჰაერის ტენიანობა იზრდება და ტემპერატურა თბება. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ამ დროს ბევრი ადამიანი, ხშირად ბავშვები ცივდებიან. თუ მშრალი ან სველა ხველა გაწუხებთ, მაგრამ ტრადიციული მედიცინის გამოყენება არ გსურთ, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, Paparazzi ეფექტურ ხალხურ ამოსახველებელ საშუალებებს გთავაზობთ. მეთოდები გამოცდილია და არა ერთი თაობა სურდოს ამ საშუალებებით მკურნალობდა.
6 ეფექტური ამოსახველებელი საშუალება
- შვრიის ფანტელების ნახარში. 1 ჭიქა შვრიის ფანტელებს 2 ჭიქა რძე დაასხით და საშუალო ცეცხლზე ნარევის დარბილებამდე ხარშეთ. მორევა არ შეწყვიტოთ. ნახარში გააგრილეთ და კოვზი თაფლი დაუმატეთ. დღეში 6–ჯერ მცირე ულუფებით მიიღეთ.
- ბალახების ნაყენი. გვირილას ყვავილების და ვირისტერფას ფოთლების ნაყენი მშრალი ხველის დროს ეფექტურია. ნარევს ცხელი წყალი დაასხით, გააჩერეთ და გადაწურეთ. ½ ჭიქა ნაყენი დღეში 4–ჯერ დალიეთ.
- სოდა. 0,5 ჩ/კ სოდისა და 200 მლ თბილი წყლის ნარევი საინჰალაციოდ ან ყელში სავლებად გამოიყენეთ. სხვა ვარიანტი: სოდა რძეს დაუმატეთ და მიიღეთ. დოზირება და სიხშირე მკურნალ ექიმთან დაადგინეთ.
- ბორჯომი. ქართული სასმელი სასიამოვნო დასალევია და სოდის საშუალების ძვირიანი ალტერნატივაა. რძეს და კარაქს აურიეთ და სოდის მსგავსად გამოიყენეთ.
- ლეღვი. ლეღვის მწიფე ნაყოფი მშრალ ხველას აქრობს. 10 ნაყოფი კარგად დაჭყლიტეთ. 1 ლ თბილი რძე დაასხით და 15 წუთით ხარშეთ. თბილი სასმელი დღეში 4–ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ.
- უმი კვერცხი. თუ ღამით ხველა გაწუხებთ, 100 გ თბილ რძეს 1 უმი კვერცხი და 1 ს/კ თაფლი აურიეთ. ძილის წინ დალიეთ.
ინჰალაცია ხველის გასაქრობად ერთ–ერთი ეფექტური მეთოდია. თქვენ როგორ მკურნალობთ მშრალ ხველას?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს