ხრიკი, როგორ მოიშოროთ უსიამოვნო სუნი კარადაში ქიმიკატების და ჰაერის გამწმენდის გარეშე

0
223

ყველამ იცის, რომ ბრინჯი მარცვლოვანია, რომლითაც გემრიელი ფლავი ან ტკბილი მობრაწულა კეთდება. ცოტამ თუ იცის, რომ ბრინჯი კარგი ადსორბენტია. Paparazzi გასწავლით, როგორ მოიშოროთ უსიამოვნო სუნი კარადაში ბრინჯის გამოყენებით.რატომ ჩნდება უსიამოვნო სუნი კარადაში? როგორც წესი, კარადის კარი უმეტესად დახურულია, მასში ჰაერი რთულად მოძრაობს. სიცივე და სინესტე ზედაპირზე ობს აჩენს. თავის მხრივ, ობი უსიამოვნო სუნს იწვევს. ამას სასიამოვნო არაფერი ახლავს, დამატებით ტანსაცმლის თავიდან გარეცხვა გიწევთ, რომ უსიამოვნო სუნი და ჭუჭყი მოაშოროთ.

უსიამოვნო სუნის გაქრობაში ბრინჯი დაგეხმარებათ. ის სითხეს და უსიამოვნო სუნს შთანთქავს. 1 მუჭა, ანუ 100-200 გრამი ბრინჯი საკმარისია, რომ კარადაში ჰაერი განაახლოთ. ამ მიზნით ყველაზე იაფი თეთრი ბრინჯიც გამოგადგებათ. 1 მუჭა ბრინჯი ტომარაში ან ჭიქაში ჩაყარეთ, მარლა გადააკარით, რეზინით შეკარით და კარადის სიღრმეში დადეთ.ბრინჯს საყვარელი ეთერზეთი დაუმატეთ, რომ ეფექტი გააძლიეროთ. 20-30 წვეთი საკმარისია. ლავანდა, პიტნა და ნემსიწვერას ზეთი ჩრჩილს აფრთხობს. ვარდი, პაჩული და ჟასმინი ტანსაცმელს ძვირფასი სუნამოს არომატს ანიჭებს.

თუ სურვილი გაქვთ, ბრინჯის არომატული საშე გააკეთეთ. რამდენიმე ტილოს პატარა ტომარა მოამზადეთ. 1 მუჭა ბრინჯი ჩაყარეთ და ცოტა ეთერზეთი დაუმატეთ. თასმით შეკარით და კარადაში დაკიდეთ. ბრინჯი ყოველთვე გამოცვალეთ და კარადა ხშირად გაანიავეთ. ასე ობი და უსიამოვნო სუნი არ შეგაწუხებთ.აუცილებელი არაა, რომ ჰაერის მავნე ქიმიური გამწმენდი და ტენიანობის ძვირადღირებული შთამნთქმელი შეიძინოთ. 1 მუჭა ბრინჯი საქმეს მარტივად და ეფექტურად გაუმკლავდება.