მას უთხრეს, რომ 4 ტყუპს ელოდებოდა. ბოლო ექოსკოპიაზე, ექიმებმა მშობლები არჩევნის წინაშე დააყენეს

82

ივანა გუტიერესი დავიდთან, თავის ქმართან, ერთად დიდხანს ემზადებოდა ოჯახის წევრების შემატებისთვის, თუმცა, ექოსკოპიაზე მისულებმა გაიგეს, რომ ისინი ოთხ ტყუპს ელოდნენ.

თავიდან, მომავალმა მშობლებმა იფიქრეს, რომ ეს რაღაც ხუმრობა იყო – ერთბაშად 4 ბავშვის გაჩენა ხომ ძალიან იშვიათი შემთხვევაა! მიუხედავად ამისა, ისინი არ შეწინააღმდეგებიან ექიმებს და ენდნენ სამედიცინო გამოცდილებას.

ამაზე ექიმების სიახლეები არ შეჩერებულა… რაღაც დროის შემდეგ, მათ მშობლებს უთხრეს, რომ ერთ-ერთი ტყუპი – გაბრიელი – საკმარის ჟანგბადს ვერ იღებდა, და ისინი სერიოზული არჩევნის წინაშე დააყენეს, რომელზეც პატარების სიცოცხლე იყო დამოკიდებული.

საქმე ისაა, რომ ივანა მხოლოდ მეექვსე თვეში იყო, როცა გაიგო, რომ გაბრიელს მხოლოდ საგანგებო საკეისრო კვეთა იხსნიდა. ბავშვის გადარჩენის შანსს ექიმები 40%-ით აფასებდნენ, ხოლო, თუ მას მუცელში დატოვებდნენ, პატარა მკვდარი დაიბადებოდა.

მშობლებმა გარისკვა გადაწყვიტეს – ყველა ბავშვის გადარჩენის სულ მცირე შანსიც კი გამართლებული იყო მათთვის. მშობლების ინტუიციამ სიტუაცია იხსნა. ყველა ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, მიუხედავად ნაადრევად გაჩენისა.

სტატისტიკის მიხედვით, ოთხი ტყუპი მხოლოდ 700 000-ში ერთხელ იბადებიან. ყველაზე ხშირად, მშობიარობის შემდეგ, პატარებს სამედიცინო დახმარება სჭირდებათ სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. როგორც არ უნდა იყოს, ახლა პატარები 3 წლისანი არიან და შესანიშნავად გამოიყურებიან!

რა კარგია, რომ ყველაფერი ასე დასრულდა! ერთ დღეში, გუტიერესების ოჯახი ერთბაშად 4 წევრით გაიზარდა, და ახლა მშობლებს ჟურნალისტები მოსვენებას არ აძლევენ. ისღა დაგვრჩენია, მათ ოჯახს ბედნიერება და მყარი ურთიერთობები ვუსურვოთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს