გაყვითლებული ფანჯრის რაფები უკვე აღარ არის პრობლემა, არსებობს საშუალება, რომელიც დაუბრუნებს მას ქათქათა ფერს.

554

გაზაფხული საუკეთესო დროა სახლის დასასუფთავებლად, განსაკუთრებით აღდგომის წინ. იმისათვის, რომ არ გადაიღალოთ, შეგიძლიათ ეტაპობრივად გააკეთოთ საქმე. მაგალითად, ერთ დღეს დაალაგეთ სამზარეულოს კარადები, მეორე დღეს დაწმინდეთ ჭაღები, მესამე დღეს – ფანჯრები და ა. შ.ბინების უმეტესობაში არის პლასტიკატის ფანჯრის რაფები. ზოგი ყვავილებს დგამს ზედ, ზოგი სხვა ნივთებს. დროთა განმავლობაში ეს რაფები ყვითლდება და ჩნდება კითხვა, თუ როგორ დავუბრუნოთ მას პირვანდელი სითეთრე? ეს კითხვა ბევრი დიასახლისისთვის აქტუალურია.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით საშუალებას, რომელიც ფანჯრის რაფებს თოვლივით გააქათქათებს და გააქრობს ჭუჭყის ლაქებს.

მეტალო-პლასტმასის ფანჯრის რაფები

თუ ვერ ახერხებთ ფანჯრის რაფებიდან სიყვითლის მოშორებას, გთავაზობთ მარტივ და ხელმისაწვდომ საშუალებას, რომლის გამოყენების შემდეგ ის სისუფთავისგან იბრწყინებს.მე ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ ეს საშუალება არ შეიცავს ქლორს, რომელსაც არა მარტო უსიამოვნო სუნი აქვს, არამედ შეუძლია დააზიანოს ნივთები.

დაგჭირდებათ:

  • საჭმელი სოდა
  • ძმარი 9%-იანი
  • თხევადი საპონი
  • რეზინის ხელთათმანები

სამუშაოს მსვლელობა

  1. გაწმინდეთ ფანჯრის რაფა სველი ტილოთი. შემდეგ სველ ზედაპირზე დაყარეთ სოდა თხელ ფენად.
  2. სოდა უბრალოს დაყარეთ და დატოვეთ ასე.
  3. ღრუბელი ან ტილო დაასველეთ ძმრით და თხევადი საპნით, წაუსვით ფანჯრის რაფას. მაშინვე მოხდება ქიმიური რეაქცია, აშიშინდება სოდა და ჩვენც სწორედ ეს გვჭირდება.
  4. დატოვეთ ასე 10-15 წუთის განმავლობაში, რათა კარგად შევიდეს რეაქციაში.
  5. ეს პროცედურა აუცილებლად ჩაატარეთ რეზინის ხელთათმანებით, რათა არ დაიზიანოთ ხელები.
  6. 10-15 წუთის შემდეგ კარგად გაწმინდეთ ფანჯრის რაფა ტილოთი და გაამშრალეთ. სულ ეს არის!

რჩევა რედაქციისგან: როგორც ხედავთ, ფანჯრის რაფების გაწმენდა შესაძლებელია ძალიან მარტივად და სწრაფად, სიყვითლე უკვე აღარ იქნება პრობლემა. ამ საშუალებით ვწმენდ სხვა ზედაპირებსაც და კმაყოფილი ვარ შედეგით.თქვენ რითი წმენდთ ფანჯრის რაფებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს