ჩემს გაზქურას ვსაყვედურობდი, ელექტროქურით შევცვალე, მაგრამ იმედი სწრაფად გამიცრუვდა

0
269

სამზარეულოს მწარმოებლები ელექტროქურის რეკლამით არ იღლებიან. თითქოს, უფრო უსაფრთხო, მარტივად გამოსაყენებელია და ადგილს ზოგავს. დიასახლისებს, რომლებმაც გაზქურა ელექტროქურით ჩაანაცვლეს, საკუთარი მოსაზრება აქვთ. Paparazzi გიამბობთ, რატომ არის გაზქურა ბინისთვის ჯერ კიდევ კარგი არჩევანი.

გაზქურის უპირატესობები

  1. კერძების მომზადება მოსახერხებელია. პირადად, ჩემთვის, გაზქურაზე საჭმლის მომზადება ყოველთვის მარტივი და გასაგები იყო. პირველ რიგში, პროცესის კონტროლი მოსახერხებელია, როცა ნათლად ჩანს ცეცხლის აწევის თუ დაწევის დრო. მეორეც, გაზქურაზე ყველაფერი სწრაფად მზადდება. ღია ცეცხლის ტემპერატურა ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე ელექტროქურის კონფორის ტემპერატურა. მესამეც, სენსორული ღილაკისგან განსხვავებით გაზქურია ბურთისებრი ღილაკი სველი ხელითაც შეგიძლიათ დაატრიალოთ.
  2. ფულს ზოგავს. გაზქურის ეფექტურობის კოეფიციენტი 60-70%–ია, ხოლო ელექტროქურის – 30%. გაზი დენზე უფრო იაფია, ამიტომ გაზქურა უფრო ეკონომიურია.
  3. მოსახმარად მარტივია. ახალი გაზქურის მონტაჟს სამზარეულოს განახლება არ სჭირდება. სამუშაო ზედაპირის გაჭრა საჭირო არაა, უბრალოდ ახალ გაზქურას ძველის ადგილს დგამთ და შლანგს აერთებთ. ელექტროქურასთან ყველაფერი რთულადაა. პირველ რიგში, სამუშაო ზედაპირში მონტაჟი სჭირდება. ამის შემდეგ დენთან დაკავშირება ან ცალკე ხაზის გაყვანა, თუ სადენი სუსტია. დამატებით, ღუმელი ცალკე უნდა მიაერთოთ და გაზი ან დენი დაუკავშიროთ.
  4. დენზე დამოკიდებული არაა. განწყობა გვიფუჭდება, როცა სამსახურიდან ვბრუნდებით, დენი გამორთულია და ყავას ვერ ვადუღებთ.
  5. დაბალი ფასი. დღეს დაბალი ფასი გაზქურის გარკვეული უპირატესობაა. საიდუმლო არაა, რომ გაზის მოწყობილობა უფრო იაფია, ვიდრე ყველაზე უბრალო ელექტროქურა. თუ ცალკე მდგომი კარადის ფასს დაუმატებთ, სხვაობა გაიზრდება.

გაზქურის ნაკლოვანებები – როცა სამზარეულოს ღუმელის შეძენას აპირებთ, თითოეული ვარიანტის დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა შეაფასოთ. სწორედ ამიტომ, გაზქურის უარყოფით მხარეებს ჩამოვთლით. ცნობილია, რომ ღია ცეცხლი ხანძრის საშიშროებას ქმნის. გარდა ამისა, გაზის გაჟონვისგან დაზღვეული არავინაა, მის შედეგს ახსნა არ სჭირდება.ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს დიდი კონსტრუქცია, წმენდის სირთულე (გისოსებს მოხსნა სჭირდება) და მუშაობისას ჭვარტლის გაჩენა. ოჯახისთვის, სადაც პატარა ბავშვი ცხოვრობს, ბავშვის ჩარევისგან დაცვის უქონლობა მინუსად ჩაითვლება.როგორც ხედავთ, ძველი კეთილი გაზქურის ჩამოწერა ნაადრევია. ძველი საცხოვრებლისა და ნაქირავები ბინისთვის კვლავ ყველაზე რაციონალური ვარიანტია. ამავდროულად, თუ ახალ სამზარეულოს აკეთებთ, ელექტროქურის უპირატესობის გამოყენებაზე შეგიძლიათ დაფიქრდეთ. რაც თქმა უნდა, ბიუჯეტიდან გადახრა ღირს, რადგან მოდური სიახლისთვის ზედმეტის გადახდა მოგიწევთ.