ყველამ ვიცით, რომ ადამიანს ტვინის წამყვანი ნახევარსფერო ყოველთვის აქვს. იმის მიხედვით, თუ რომელი მათგანია აქტიური, ადამიანის პიროვნების ტიპი შეგიძლიათ განსაზღვროთ. Paparazzi გთავაზობთ მარტივ ტესტის თქვენი ტიპის დასადგენად ნახევარსფეროების ფუნქციური ასიმეტრიის მიხედვით.
წამყვანი ნახევარსფერო – თუ მარცხენა ნახევარსფერო წამყვანია, ადამიანს ანალიტიკური აზროვნება აქვს. სიტყვაზე, ისეთი ემოციური არაა, როგორც ადამიანი, რომელშიც მარჯვენა ნახევარსფერო უპირატესია. გადაწყვეტილებას ლოგიკაზე დაყრდნობით და რაციონალურად იღებს. აი, სხვებს ემოციური აფეთქებები ახასიათებთ და გულის ხმას მიჰყვებიან.ტვინის ფუნქციების როლების თანაფარდობის დასადგენად ოთხი თანდაყოლილი თვისება უნდა გამოვიყენოთ. ეს თვისებები ცხოვრების მანძილზე იშვიათად იცვლება და ჩვეული რიტმიდან მხოლოდ ძლიერი სტრესის ან ნერვიულობის დროს ვარდება. სწორედ ამიტომ, ტესტის გასავლელად სიმშვიდე შეინარჩუნეთ. დავიწყოთ!
თქვენ 4 ამოცანა უნდა შეასრულოთ. ყოველი ამოცანის ბოლოს დაწერეთ L (Left – მარცხენა) ან R (Right – მარჯვენა) სხეულის აქტიური ნაწილის მიხედვით. ბოლოს ოთხი ასოს კომბინაციას მიიღებთ. ქვემოთ ამ კომბინაციის გაშიფვრას იპოვით. სულ 16 კომბინაცია გამოდის.
- პირველ რიგში, ხელების თითები გადახლართეთ. დააკვირდით, რომელი ხელის თითია ყოველთვის ზემოთ და საჭირო ასო დაწერეთ. მაგალითად, თუ ყოველთვის მარცხენა ხელის თითი ზემოთაა, მაშინ ასო L იქნება.
- ნებისმიერი ხელის თითი ვერტიკალურად დადეთ და სხვა ვერტიკალურ ხაზს გაუთანაბრეთ. ეს შეიძლება იყოს კარი, ნახატი ან ინტერიერის სხვა ნივთი. ჯერ ერთი თვალი დახუჭეთ, შემდეგ მეორე. წამყვანი თვალის დახუჭვისას თითი გვერდზე ძლიერ გადაიწევა. დაწერეთ, რომელი თვალია.
- ახლა ხელები გულმკერდთან გადახლართეთ. რომელი ხელია ზემოთ? ასოს ჩაწერა არ დაგავიწყდეთ.
- გაიხსენეთ, თქვენთვის რომელი ხელით უფრო კომფორტულია ტაშის დაკვრა. ის, ვინც ამას მარჯვენა ხელით აკეთებს, უფრო გაბედულია, ვიდრე ის, ვინც მარცხენა ხელს იყენებს.
ახლა ოთხასოიანი პატარა ფორმულა მიიღეთ. მაგალითად, მე მივიღე RRLR. მოდით შესაბამისი გაშიფვრა ვიპოვოთ.
წამყვანი მარჯვენა ნახევარსფერო: რბილი პიროვნების ტიპები
- RRRR – საკმაოდ კონსერვატიული ადამიანი ხართ, რომელსაც სხვების აზრი აინტერესებს. ჩხუბი არ გიყვართ. კამათს და კონფლიქტს ვერ იტანთ.
- RRRL – გაუბედავი ხართ. ეს თვისება არა მხოლოდ პიროვნულ განვითარებაში, არამედ მყარი ურთიერთობის დაწყებაში ხელს გიშლით.
- RRLR – ამ კომბინაციის ქვეშ ხშირად კეკლუცი ქალები ხვდებიან. ასეთ ადამიანს გარკვეული არტისტულობა და იუმორის გრძნობა ახასიათებს. საკმარისად გაბედულია.
- RRLL – ასეთი პიროვნების ტიპი საკმაოდ იშვიათად გვხდება. ურთიერთობაში რბილი და ძალიან სოციალური ადამიანია, რომელსაც მტკიცე გონება აქვს და გაბედულია.
- RLRR – ასეთი ადამიანი ახალ ნაცნობებს და გარემოებას ნელ–ნელა ეგუება. ფრთხილია და ანალიტიკურად აზროვნებს.
- RLRL – საკმაოდ სუსტი პიროვნებაა, რომელზეც სხვა ადამიანები ძლიერ გავლენას ახდენს. მასზე ზეწოლის მოხდენა ადვილია, რომ სასურველი მიიღოთ.
- LRRR – ძალიან ემოციური ადამიანია, რომელიც სხვისი გავლენის ქვეშ ადვილად ექცევა. კარგი მეგობარია, რომელიც სხვადასხვა გარემოს ადვილად ეგუება.
- LRRL – გულუბრყვილო ადამიანია, რომელსაც ინფანტილიზმისკენ მიდრეკილება ახასიათებს. ყურადღება უყვარს და განსაკუთრებულ ურთიერთობას მოითხოვს.
წამყვანი მარცხენა ნახევარსფერო: მტკიცე და მყარი პიროვნების ტიპები
- LLRR – უბრალო და ძალიან მეგობრული ადამიანია. თავის გატაცებას ხშირად იცვლის, მიბაძვა უყვარს.
- LLRL – წარმოუდგენლად უბრალო და სანდო ადამიანია. შორიდან ასეთი ჩანს.
- LLLR – ასეთი პიროვნება შეუპოვრობით სავსეა. თუ გადაწყვეტილება მიიღო, ვერ შეაჩერებთ, თუნდაც სულელური იყოს და სათანადოდ გააზრებული არ ჰქონდეს. ენერგიული და ემოციურია.
- LLLL – ასეთ პიროვნებას რაიმე სახის კონსერვატიზმი საერთოდ არ შეუძლია. ეგოისტია, იშვიათად მოსაწყენი და ზოგჯერ ჩაკეტილი.
- LRLR – ძლიერი ადამიანია, რომელსაც მტკიცე ხასიათი აზრის შეცვლის საშუალებას არ აძლევს. მისი დარწმუნება საკმაოდ რთულია. პიროვნება, რომელიც ყოველთვის სასურველს აღწევს.
- LRLL – მტკიცე პიროვნება, რომელსაც ურთიერთობაში პრობლემები აქვს. ერთი მხრივ, მეგობრებს იშვიათად იძენს, მეორე მხრივ თვითანალიზი ახასიათებს.
- RLLR – ქარაფშუტა ადამიანია. ჯერ ერთი, კონფლიქტი ნამდვილად არ უყვარს. მეორეც, მოგზაურობაზე გიჟდება. გატაცებას ისე ხშირად იცვლის, როგორც მეგობრებს.
- RLLL – მერყევია და ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთება სურს. ურთულესი ამოცანის შესრულებაც შეუძლია. რბილი ხასიათი აქვს, მაგრამ თავზე არავის დაისვამს.
საოცარია, რამდენი რამის თქმა შეიძლება ხელის პოზიციით. ჩვენი სხეული საოცარი მექანიზმია. მოგვწერეთ, შეესაბამება თუ არა აღწერილი თქვენს ხასიათს.