მსუბუქი და ნაზი „ნაპოლეონი“ ებრაელი დიასახლისის რეცეპტით

0
1828

ტორტი „ნაპოლეონი“ მზა ცომით სახლში მოვამზადოთ. თუ მზა ცომზე ვსაუბრობთ, გამოდის მაღაზიაში მზა ფენები უნდა ვიყიდოთ? რა თქმა უნდა, არა. Paparazzi გთავაზობთ ორიგინალურ ტორტს მაცაზე, მარტივ და გემრიელ ხორბლის კვერებზე. სასწრაფოდ მომზადება დავიწყოთ.

ტორტი „ნაპოლეონი“ მზა ცომიდან – მას, ვინც ნაპოლეონის ტორტის ასე მომზადება მოიფიქრა, პრემია ეკუთვნის. მისთვის მხოლოდ ფენოვანი ცომის გამოყენებას მიჩვეული ვართ, მაგრამ მაცა თითქმის იდეალურად შეეფერება. კვერების მომზადებას ფქვილის და წყლის გარდა არაფერი სჭირდება და მარტივად მზადდება.მაცას მოსამზადებლად 500 გ ხორბლის ფქვილი და 200 მლ წყალი დაგჭირდებათ. ფქვილს თანდათან წყალი დაუმატეთ და მომავალი ცომი მოზილეთ. შემდეგ ცომი თასიდან ფქვილმოყრილ მაგიდაზე გადაიტანეთ და ხელით მოზილეთ. მზა ცომი პატარა გუნდებად დაყავით და ცომის საგორავით თხელ კვერებად გააბრტყელეთ. თითოეული კვერი ჩანგლით მაქსიმალურად ბევრჯერ დაჩხვლიტეთ. ეს იმისთვის კეთდება, რომ კვერები არ აფუვდეს და არ გასკდეს. ასეთი გარეგნობა სადღესასწაული მაგიდისთვის ნაკლებად მიმზიდველია. თითოეული კვერი გახურებულ ტაფაზე მინიმალურ შეწითლებამდე შეწვით. გირჩევთ, ანტიმიწვის საფარის მქონე ტაფა გამოიყენოთ.

კრემის ინგრედიენტები:

  • 500 მლ რძე
  • 200 გ კარაქი
  • 200 გ შაქარი
  • 5 კვერცხის გული
  • 50 გ სიმინდის სახამებელი
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. რძე სქელძირიან ქვაბში ჩაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. სანამ თბება, კვერცხის გულები და ცილები დააცალკევეთ. ცილები სხვა კერძის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ხოლო კვერცხის გულები და შაქარი სრულ გაზავებამდე აურიეთ.
  2. შაქრიან კვერცხის გულებს მწიკვი ვანილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. სიმინდის სახამებელი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ. ამ დროში რძე გათბობას მოასწრებს.
  3. ცეცხლს დაუწიეთ, რომ რძე არ დაიწვას და კვერცხ–შაქრის მასა ნელ–ნელა დაუმატეთ. კომპონენტებს კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
  4. ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და ბოლოს კარაქი დაუმატეთ. კრემს აურიეთ. ნარევს ცოტა გაგრილება აცადეთ და შემდეგ მაცას ფოთლებს წაუსვით.

„ნაპოლეონი“ მაცას კვერებით სტუმრების სურვილების მიხედვით განსხვავებულად შეგიძლიათ გააფორმოთ. თუ ხრაშუნა ტორტი გიყვართ, კვერებს კრემი მაგიდაზე გატანის წინ წაუსვით. კრემი წინასწარ გააცივეთ. რბილი და ნაზი ტორტის მოყვარულები დააფასებენ კვერებს, რომლებიც რაიმეთი გაჟღენთილია. მაგალითად, საყვარელი წვენი ან უკიდურეს შემთხვევაში, წყალი გამოგადგებათ. ტორტი სურვილისამებრ შეგიძლიათ გააფორმოთ. საყვარელი ხილი, კაკალი დაუმატეთ, შოკოლადი ან მურაბა მოასხით.