ბზობის შემდეგ რა ვუყოთ ნაკურთხი ბზის ტოტებს.

0
3266

ბზობის დღესასწაული დიდი მარხვის მეექვსე კვირას აღინიშნება. 2022 წელს ის 17 აპრილს დაემთხვა. ამ დღეს აღნიშნავენ ქრისტეს იერუსალიმში შებრძანებას. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ, თუ რატომ უკავშირდება ეს დღე ბზის ტოტებს.

ბზობის დღესასწაული

ბზის ტოტების კურთხევის ტრადიცია IV საუკუნიდან დამკვიდრდა. ეს დღე მორწმუნეებს ახსენებს სახარებისეულ მოვლენებს, რომელიც ქრისტეს ჯვარცმამდე ერთი კვირით ადრე მოხდა. შაბათს იესომ მკვდრეთით აღადგინა ლაზარე, კვირას კი შევიდა იერუსალიმში, სადაც ხალხმა მას პალმის ტოტები დაუფინა ფეხქვეშ.ვინაიდან ჩვენს მხარეში პალმის ტოტები მიუწვდომელია, ხალხმა ის ბზით შეცვალა. ბზა არის მცენარე, რომლის კვირტები აღდგომის წინ იშლება და ის დღესასწაულის სიმბოლოდ იქცა.

ბზობის დღესასწაულზე მორწმუნეებს ხელში უჭირავთ ამ მცენარის ტოტები და ისე ლოცულობენ. წირვის შემდეგ კი მღვდელი აკურთხებს ბზას და ხალხს სახლში მიაქვს სიწმინდე, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.ეკლესია არ მიუთითებს, თუ რამდენი ბზა უნდა წაიღოს სახლში ადამიანმა. ხალხური რწმენის მიხედვით, კი ბზის ტოტი უნდა იყოს იმდენი, რამდენი ადამიანიც ცხოვრობს ოჯახში. შეარჩიეთ ახალგაზრდა მცენარე და არავითარ შემთხვევაში არ წამოიღოთ სასაფლაოდან.ძველი ბზის გადაგდება არ შეიძლება, რადგან ის სიწმინდეა. ის უნდა დაიწვას და ფერფლი დაიყაროს სუფთა ადგილას. აგრეთვე შეგიძლიათ დააფესვიანოთ ბზა და წლების განმავლობაში გქონდეთ ცოცხალი სიწმინდე ქოთანში.

ნაკურთხი ბზის თვისებები – ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ ბზა უნდა შეახოთ ოჯახის ყველა წევრს, ცხოველს, პირუტყვს. შემდეგ ჩადეთ სუფთა ლარნაკში ორი კვირის განმავლობაში. დიდ ხუთშაბათს დაასველეთ ბზა ნაკურთხ წყალში და მოასხურეთ მთელ სახლში.ბზა ითვლება სახლის მცველ მცენარედ და სიმბოლოდ იმის, რომ ადამიანი მუდამ მზად უნდა იყოს უფალთან შესახვედრად. ნაკურთხი ტორები გვიცავს ბოროტი თვალისა და უბედურებებისგან. მოგზაურობის დროს თან წაიღეთ ბზის პატარა ტოტი. ბზობის კვირა მშვიდი, ოჯახური დღესასწაულია, ამიტომ თავი შეიკავეთ საქმიანობებისგან და დღე სიყვარულსა და ლოცვაში გაატარეთ.

რჩევა რედაქციისგან: თუ ვერ მოახერხებთ ბზობის დღესასწაულზე ტაძარში მისვლას, შეასხურეთ ბზის ტოტებს ნაკურთხი წყალი და წაიკითხეთ ლოცვა: “იკურთხება ბზა სულიწმინდის მადლით და წმინდა წყლის სხურებით, სახელითა მამისათა, ძისათა და სულითა წმიდისათა. ამინ!”მრავალ ბზობას დაგასწროთ უფალმა!