ნიჭიერი 12 წლის ბიჭუნა ინგლისიდან, თავისი ჰობის დახმარებით, აგროვებს უკრაინელი ბავშვებისთვის ფულს

117

გაბრიელ კლარკი 12 წლისაა და ხის ნივთებს საკუთარი ხელით ამზადებს. ბიჭი ინგლისში ცხოვრობს და 2022 წლამდე არაფერი სმენია უკრაინაზე. ომის დაწყების შემდეგ კი ბიჭუნამ გადაწყვიტა თანატოლებს დახმარებოდა. როგორ და რით, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

ხის ხელნაკეთი ნივთები

გაბრიელი წარმოშობით არის ინგლისიდან, კერძოდ კამბრიის საგრაფოდან. ის მხოლოდ 12 წლისაა, მაგრამ მცირე ასაკის მიუხედავად საკმაოდ სერიოზულ ნივთებს ამზადებს ხისგან და საკმაოდ წარმატებით.როდესაც მან უკრაინაში მიმდინარე უსამართლო ომის შესახებ შეიტყო, სურვილი გაუჩნდა თანატოლებს დახმარებოდა. ამიტომ დაიწყო შემოწირულობების შეგროვება და თავისი გაკეთებული ნივთების გაყიდვა. ხალხმა დაუნანებლად გადაიხადა ფული ლამაზ ნივთებსა და კეთილ საქმეში.გაბრიელს სურდა 5000 ფუნტამდე შეეგროვებინა თანხა, მაგრამ მისდა მოულოდნელად, შემოწირულობამ 243 ათასი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. დონაციის საიტზე ყველას შეეძლო ამ პროცესზე დაკვირვება.

კლარკმა თავისი ნამუშევრების კოლექციას უწოდა “Bowl For Ukraine”, “თასი უკრაინისთვის”. ბიჭუნას გაკეთებულ თასზე დაინახავთ ორ ზოლს – ლურჯს და ყვითელს, უკრაინის დროშის სიმბოლოს. ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ ბავშვმა თითოეული დეტალი გათვალა.შეგროვილი თანხა ავტომატურად გადაირიცხა საქველმოქმედო ორგანიზაციის “Save the Children” ანგარიშზე, რომელიც ზრუნავს მიუსაფარ ბავშვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

უცნაური ჰობი – ადრე ამ განსხვავებული ჰობის გამო ბიჭუნას ბევრი დასცინოდა. მამამ ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა, რამაც დიდი თანაგრძნობა გამოიწვია ხალხში და გაბრიელის ინსტაგრამს ათასობით გამომწერი შეემატა. ხოლო საქველმოქმედო განაცხადმა ბიჭის ამბავი ვირუსივით გაავრცელა და მასზე საუბარი ცნობილმა ადამიანებმაც დაიწყეს.დაინტერესდა ადგილობრივი მედიაც და მამა-შვილი სტუმრად მიიწვიეს შოუში BBC Breakfast, სადაც თავის ინიციატივაზე ისაუბრეს. გავიდა სიუჟეტი არხზე ITV News, მისცა ინტერვიუ კიდევ რამდენიმე რადიო და სატელევიზიო არხს.

ომი უკრაინაში – დღეისათვის, 2 მილიონზე მეტი ბავშვი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო, 2,5 მილიონზე მეტი საკუთარ ქვეყანაში გახდა ლტოლვილი, ოფიციალური მონაცემებით დაღუპულია 205 ბავშვი, დაშავებულია 352, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ არის სრული სტატისტიკა და მონაცემები ყოველდღიურად იზრდება.რუსეთის მიერ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომი დიდი ხანია უკვე რაც გრძელდება, მაგრამ ხალხი არ კარგავს გამარჯვებს რწმენას და ეს აძლიერებს მათ სულისკვეთებას. თქვენ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ დაზარალებულ ადამიანებს? რითი შეგიძლიათ ამის გაკეთება? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს