გამოცდილი მებოსტნეები რგავენ კარტოფილს მთვარის კალენდრის მიხედვით, როგორ შევარჩიოთ სწორად დღეები

6258

ბებია ყოველთვის სერიოზულად ეკიდება ბაღის საქმეებს და მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. ის დარწმუნებულია, რომ დათესვა საჭიროა მთვარის კალენდრის მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსავალი არ იქნება კარგი. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით როდის დათესოთ კარტოფილი 2022 წელს.

 როდის დავთესოთ კარტოფილი

აპრილი ყველაზე დატვირთული დროა მებაღეებისთვის. უკვე საკმარისად თბილა, მაგრამ გამოცდილი მებაღეები გვირჩევენ არ ვიჩქაროთ.გაითვალისწინეთ ამინდის პირობები. თუ სიცივეში კარტოფილს დარგავთ, ღამით გაიყინება, ამიტომ ეს უნდა გააკეთოთ მას შემდეგ, რაც დასრულდება ღამის ყინვები. ნიადაგის ტემპერატურა არ უნდა იყოს +7 გრადუსზე ნაკლები.სინოპტიკოსები გვპირდებიან, რომ 10 აპრილის შემდეგ სტაბილურად თბილი ამინდები იქნება. ამ დროიდან შეგიძლიათ დაგეგმოთ თესვა. მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებლებმა კი ეს საქმე მაისის დასაწყისისთვის უნდა გადადონ.

კარტოფილის დათესვისთვის სასურველი დღეები  – მთვარის კალენდრის მიხედვით, კარტოფილის დასათესად ყველაზე ხელსაყრელი დღეებია: აპრილში – 18, 21, 22, 26, 27; მაისში – 1-6, 10, 11, 15, 17, 19, 23, 24, 27, 31. ივნისი – 1–3, 7–9, 12, 16, 19, 20, 24, 25, 29, 30.ასევე, არის დღეები, როცა არ არის სასურველი კარტოფილის დარგვა: აპრილში – 16, 23, 24 и 30. მაისში – 16, 20–22, 30. ივნისში – 14, 17, 18, 29. ამ დღეებში, უმჯობესია, საერთოდ შეიკავოთ თავი ბაღში რაიმეს დარგვისგან და დასუფთავებით დაკავდით.

არ დაგავიწყდეთ, რომ დარგვამდე კარტოფილი უნდა გააშროთ. უმჯობესია, გაშალოთ მზეზე. ასევე, უნდა მოამზადოთ ნიადაგი, შეიტანოთ სასუქები: გადამწვარი ნაკელი, ნაცარი, ხახვის კანი, ნეშომპალა.თუ მთელ ფართობზე რგავთ კარტოფილს, შეარჩიეთ ადგილი, სადაც წინა წელს სხვა ბოსტნეული იზრდებოდა. საუკეთესო წინაპარია კიტრი, კომბოსტო, ჭარხალი, სიმინდი ან მწვანილი.

დარგვამდე კარტოფილი დაამუშავეთ კოლორადოს ხოჭოს საწინააღმდეგო საშუალებით. ამ მავნებელს შეუძლია მცენარეს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. თქვენ როგორ რგავთ კარტოფილს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს