ჭკვიანი დიასახლისები მზესუმზირის ზეთს კარადაში არ ინახავენ

0
3867

თუ ადამიანი კერძებს იშვიათად მაინც ამზადებს, ბოთლი მზესუმზირის ზეთი სამზარეულოში ნამდვილად ექნება. ეს ზეთი სხვადასხვა თესლიდან დამზადებულ ზეთებს შორის კულინარიაში საპატიო ადგილს იკავებს. ბევრ ოჯახში პროდუქტი სწრაფად იხარჯება: შესაწვავად, მოსაშუშად და სალათის საკაზმად. ბევრი დიასახლისი ზეთის ბოთლს ქურასთან ახლოს ტოვებს, რადგან ასე მოსახერხებელია. სხვები უახლოეს კარადაში ინახავენ. რამდენად სწორია მზესუმზირის ზეთის ასე შენახვა? აღმოჩნდა, რომ პროდუქტი გარემო პირობების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. ტემპერატურის ნებისმიერი მკვეთრი ცვლილება ან მზის მუდმივი ზემოქმედება ზეთს აფუჭებს. ეს განსაკუთრებით გახსნილ ბოთლს ეხება. დაჟანგვა გემოს თვისებაზე გავლენას ახდენს და პროდუქტს ორგანიზმისთვის სახიფათოდ აქცევს. ამის თავიდან ასაცილებლად, Paparazzi გიამბობთ, რომელი ადგილია საუკეთესო მცენარეული ზეთის შესანახად.

სად და როგორ შევინახოთ მზესუმზირის ზეთი

შენახვის ტემპერატურა – ტემპერატურის რეჟიმი დიდწილად ზეთის სახეობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, რაფინირებული ზეთი +5–დან +20 გრადუსამდე ტემპერატურაზე ახალი რჩება. არარაფინირებული ზეთი უფრო პრეტენზიულია. ზედმეტ სითბოს და სინათლეს უნდა მოარიდოთ და +10–დან +15 გრადუსამდე ტემპერატურაზე შეინახოთ. რაფინირებულისგან განსხვავებით, რომელიც პლასტმასის ბოთლში შეგიძლიათ დატოვოთ, ეს სჯობს მინის ბოთლში გადაასხათ.

მზესუმზირის ზეთის შენახვა მაცივარში – ზეთის მაცივარში შესანახად გარკვეული წესები არსებობს. პირველ რიგში, ზეთის შენახვა მაცივრის კარზე არ შეიძლება. ტემპერატურის მუდმივი რყევები მის გაფუჭებას და სასარგებლო თვისებების დაკარგვას იწვევს. მეორეც, შუა თაროს (როგორც წესი, მაცივარში ყველაზე ცივი ადგილია) და საყინულეს მოარიდეთ. ოპტიმალური ვარიანტი: მაცივრის ქვედა ან ზედა თარო. ზეთი შეგიძლიათ ხილ–ბოსტნეულის განყოფილებაში შეინახოთ. თავსახურის მჭიდროდ დახურვა არ დაგავიწყდეთ.

მზესუმზირის ზეთის შენახვა კარადაში – თუ ზეთს კარადაში, ქურასთან ახლოს ინახავთ, მზად იყავით, რომ მალე პროდუქტის გადაგდება მოგიწევთ. საქმე იმაშია, რომ ქურიდან გამოსული სითბო ტუმბოს შიგნით ტემპერატურას ზრდის. მზესუმზირას ზეთი სჯობს შორეულ კარადაში ან საკუჭნაოში შეინახოთ. გახსოვდეთ, რომ ბოთლის შიგთავსი მზისგან უნდა დაიცვათ. ამის გაკეთება ღია თაროზე შენახვის შემთხვევაშიც შეიძლება. მარტივი ხრიკი: ზეთი მუქი მინის ბოთლში ჩაასხით. აი, ლითონთან კონტაქტი სასურველი არაა.

ზეთის შენახვის ვადის გასაზრდელად რამდენიმე ხრიკი არსებობს:

  • ცოტა მარილი დაუმატეთ. 0,5 ლ ზეთში 0,5 ს/კ მარილი საკმარისია. არ გააზავოთ, დაე, დაილექოს.
  • ბოთლში 5 ხმელი ლობიო ჩაყარეთ.
  • ბოთლში 2–3 დაფნის ფოთოლი ჩადეთ. ასე არომატსაც შეინარჩუნებს.

ეს წესები ვერ დაგეხმარებათ, თუ ზეთი უკვე ვადაგასულია. სწორედ ამიტომ, ეტიკეტი ყოველთვის შეისწავლეთ. აქ, ბევრ სასარგებლო ინფორმაციას წაიკითხავთ. გახსოვდეთ, რომ გაფუჭებული ზეთის გამოყენება მხოლოდ ზიანს მოგიტანთ. ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია!