სულ ახლახან, როსტოვში(რუსეთი) საზარელი შემთხვევა მოხდა. პოლიციელებმა კერძო სახლში 10 თვის ბავშვის გვამი აღმოაჩინეს. ჯანმრთელი პატარა იგორი უსინდისო დედის, 17 წლის ვიქტორია კუზნეცოვას უგულებელყოფის გამო გარდაიცვალა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბავშვი სკოლის მოსწავლისთვის ნამდვილი ტვირთი იყო. სამართალდამცავები დღემდე არკვევენ, რატომ გადაწყვიტა ვიკამ, რომელსაც ცოცხალი მშობლები, მეუღლე და ნათესავები ჰყავს, ბავშვის ასეთი საშინელი გზით მოშორება თავიდან. მოკლული ბავშვის საქმეში ახალი დეტალები ამოტივტივდა.
კუზნეცოვა აქამდეც ცდილობდა ბავშვის მოშორებას. იგი სულ 1 თვის იყო, როცა ქალმა პატარა თავშესაფარში ჩააბარა. თუმცა, იგორი მალევე დაუბრუნეს დედას. აღვნიშნავთ, რომ ბავშვის მამას ვაჟზე უარი არ უთქვამს და ვიქტორიას კანონიერი მეუღლეც კია. საუბედუროდ, მამაკაცი სახლში არ იყო: იგი სამხედრო სამსახურში გამოიძახეს.
კუზნეცოვას ქმარის არყოფნისას, ქალმა კოშმარული ნაბიჯი გადადგა. უმწეო ბავშვი ეტლში დატოვა, მშვიდად დაკეტა კარი და მეგობრებთან წავიდა გასართობად. მეზობლებმა მხოლოდ 1 კვირის შემდეგ გამოიძახეს პოლიცია, როცა შეწუხდნენ იმით, რომ ვიკა ბავშვთან ერთად დიდი ხანია არ დაუნახავთ.
კარის შეტეხვისას, სამართალდამცავებს საზარელი სურათი დახვდათ. წყლისა და საკვების გარეშე დატოვებული პატარა დიდი ხნის გარდაცვლილი იყო და მის გვამს უკვე გახრწნა დაეწყო. რა თქმა უნდა, კუზნეცოვა მალევე დააკავეს. ნაძირალა ქალმა მაშინვე აღიარა დანაშაული.
სანამ 10 თვის ბავშვი შიმშილითა და წყურვილით კვდებოდა, დედამისი ისვენებდა, რეგულარულად აღნიშნავდა სოციალურ ქსელებში თავის ადგილსამყოფელს. მეგობრებს არც კი წარმოედგინათ, რომ ვიქტორიამ ბავშვი ასე დატოვა…
ამბობენ, რომ კუზნეცოვა სახლში ბრუნდებოდა ხოლმე ძაღლის გამოსაკვებად. თუმცაღა, ბავშვისთვის არც კი დაუხედავს. მოგვიანებით, გამომძიებლების კითხვებზე პასუხისას მან აღიარა: ბავშვზე არ ზრუნავდა, მას მხოლოდ ტვირთად მიიჩნევდა.
სამართალდამცავები ამბობენ, რომ იგორის ტანჯვა ვიქტორიას სულაც არ აღელვებდა. ქალს მხოლოდ მისი საკუთარი მდგომარეობა ადარდებდა. სასამართლომ დედას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა საზოგადოება ვერდიქტით კმაყოფილი არაა. ისინი თვლიან, რომ კუზნეცოვამ არანაკლებ 10 წელი უნდა გაატაროს გისოსებს მიღმა.
ვიქტორიასთან მიმართებაში ჯერ კიდევ არსებობს კითხვები. ბევრს აინტერესებს, თუ რას აკეთებდნენ სოციალური ორგანოები, როცა ბავშვი თავშესაფრიდან ასეთ დედას უკან დაუბრუნეს.