ტემპერატურის ფარენჰეიტიდან ცელსიუსზე და პირიქით გადაყვანის სწრაფი გზა.

0
390

შვედი ანდრეს ცელსიუსი და გერმანელ გაბრიელ ფარენჰეიტი ისტორიაში შევიდნენ იმით, რომ შექმნეს ტემპერატურის ყველაზე პოპულარული საზომი. პირველმა იპოვა საერთაშორისო სისტემის ერთეული, ხოლო მეორეთი სარგებლობს ამერიკა და ბაჰამის კუნძულები. ამის გამო მილიონობით ადამიანი იძულებულია რეგულარულად გადაიყვანოს ტემპერატურა ცელსიუსიდან ფარენჰეიტზე და პირიქით. როგორ გავამარტივოთ ეს პროცესი, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

ცელსიუსიდან ფარენჰეიტზე გადაყვანა

უძველესი წონის ერთეულების მცოდნეებმა იციან, რომ 20 კგ. არის 44 ფუნტი, მორბენლებმა კი პრაქტიკაში აღმოაჩინეს, რომ 3 მილი დაახლოებით 5 კმ-ა. თუმცა, ფარენჰეიტი ევროპელების უმეტესობისთვის საიდუმლოდ რჩება. ამიტომ როდესაც ამერიკაში ჩადიან და ხედავენ, რომ ტემპერატურა იქ 50+ უჩვენებს, პანიკაში ვარდებიან.

ცელსიუსს და ფარენჰეიტს ათვლის წერტილიც სხვადასხვა აქვს. ნულოვანი ცელსიუსი არის მომენტი, როდესაც თოვლი ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს წვიმაში. ხოლო ნული ფარენჰეიტით (-18 ცელსიუსი) ეს არის ზამთრის ყინვიანი დღე.ამის გამო ტემპერატურის კონვერტაცია საკმაოდ რთული პროცესია და ხდება ორ ეტაპად. ფარენჰეიტის ცელსიუსზე გადასაყვანად უნდა გამოაკლოთ 30 და შედეგი გაყოთ ორზე. მიიღებთ მიახლოებით ტემპერატურას, რადგან ზუსტი კოეფიციენტებია 32 და 2.2.

არსებობს უფრო მარტივი და ჭკვიანური გზა, რათა უკეთ ორიენტირდეთ ფარენჰეიტზე. ამისთვის მხოლოდ 4 ჯადოსნური ნომრის დამახსოვრება დაგჭირდებათ.

  • 04 გრადუსი ცელსიუსით – ეს არის 40 გრადუსი ფარენჰეიტით (სიცივე)
  •  16 გრადუსი ცელსიუსით – ეს არის 61 გრადუსი ფარენჰეიტით (სიგრილე)
  •  28 გრადუსი ცელსიუსით – ეს არის 82 გრადუსი ფარენჰეიტით (სითბო)
  •  40 გრადუსი ცელსიუსით ეს არის 104 გრადუსი ფარენჰეიტით (სიცხე!)

როგორც ხედავთ, რიცხვები სარკისებურია: 16 ხდება 61, ხოლო 28 ხდება 82. ახლა უკვე თუ თქვენ გეტყვიან, რომ არის 70 გრადუსი ფარენჰეიტით, იცით, რომ ეს 61-ზე მეტია (16 გრადუსი C), მაგრამ ნაკლებია 82-ზე (28 გრადუსი C). ერთი სახალისო ფაქტი: თუ თქვენ გეგმავთ ალიასკას მონახულებას, -40 ორივე საზომით არის -40. ხოლო მათ, ვისთვისაც ჩვენი შემოთავაზებული ხრიკი რთული აღმოჩნდება, ყოველთვის შეუძლიათ კონვერტაციის შესრულება მობილური აპლიკაციის საშულებით. გისურვებთ წარმატებას!