მოზარდობის პერიოდს ძრწოლით ვიხსენებ. ჰორმონალური აფეთქებები საშინელ გამონაყარს იწვევდა. მალე ეს გადავიტანე და აკნე თავისით გაქრა. ბოლო წელია ვამჩნევ, რომ T ზონაში შავი წერტილები გამიჩნდა. მეგობარმა სახის გაწმენდა მირჩია, მაგრამ მხოლოდ დროებითი შედეგი მომცა. დავფიქრდი, როგორ მოვიშორო შავი წერტილები სამუდამოდ. პირველ რიგში, გაარკვიეთ, რა არის და საიდან მოდის. ღია კომედონები იგივე აკნეა, მაგრამ ანთების გარეშე. თუ გამოდევნას ეცდებით, ინფექცია შეიძლება გამოიწვიოთ და მდგომარეობა გაამწვავოთ. თუმცა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. კოსმეტოლოგთან ვიზიტზე ფული რომ არ დახარჯოთ, პრობლემის სახლში მოგვარებას გირჩევთ.
შავი წერტილების გაჩენის მიზეზები – ჩვენს კანს გამოშრობისგან ბუნებრივი დაცვა აქვს. ცხიმოვანი ჯირკვლები გამოყოფს ცხიმს, რომელიც ზედაპირზე ერთგვარ საფარს ქმნის. ის შიგნით სითხეს აკავებს და ეპიდერმისს გაუწყლოებისგან იცავს. სისტემის დარღვევის შემთხვევაში მეტ ცხიმს გამოყოფს. კანის მკვდარ ნაწილებთან და ქუჩის მტვერთან ერთად საცობს ქმნის, რომელიც კომედონად გადაიქცევა. შავი წერტილების გაჩენის რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს.
- კანის არასწორი მოვლა. სახე ყოველდღე უნდა გაიწმინდოთ. ამისთვის სპეციალური დასაბანი ქაფი, სკრაბი და სხვა კოსმეტიკა არსებობს.
- მოვლის საშუალებების შეუფერებელი შემადგენლობა. მაღაზიაში ასორტიმენტის ნახევრის შეძენა არ ნიშნავს, რომ ყველა მოგიხდებათ. შემადგენლობა და გამოყენების რეკომენდაცია შეისწავლეთ. კოსმეტოლოგთან კონსულტანციის გავლას გირჩევთ.
- გარემოს და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება. ძლიერი ქარი, ყინვა და მწველი მზე კანზე კვალს ტოვებს. სწორედ ამიტომ, შესაბამისი საშუალებებით კანის დაცვა აუცილებელია. მაგალითად, მზისგან დამცავი კრემი გამოიყენეთ.
- არასწორი კვება და ჯანმრთელობის პრობლემები. ზოგჯერ გამონაყარი უფრო სერიოზულ დაავადებაზე მიგანიშნებთ. კვებაზე შეიძლება გამოყოფილი ცხიმის რაოდენობა დამოკიდებული იყოს.
- ჰორმონები. ჰორმონების რყევებს სხვადასხვა რამ იწვევს და არა მხოლოდ მოზარდებს, არამედ უფროსებსაც აწუხებთ. ორსულობა ან მენოპაუზის დაწყება შეიძლება ცხიმოვანი ჯირკვლების ცვლილებების მიზეზი იყოს.
შინაურული ნიღაბი შავი წერტილების მოსაშორებლად – ნიღაბი გომაჟი შავი წერტილების მოსაშორებლად იდეალურია. გთავაზობთ ხალხურ რეცეპტს, რომელიც არა მხოლოდ კანს წმენდს, არამედ მსუბუქი ლიფტინგის ეფექტი აქვს. დაგჭირდებათ 100 მლ თბილი რძე ან წვენი და 2 კოვზი ჟელატინი. ჟელატინს სითხე დაასხით და 10 წუთით გააჩერეთ, რომ გასივდეს. ახლა წყლის ორთქლზე გაადნეთ. კარგად გააცივეთ. ამ დროში კანი გაიწმინდეთ. ნიღაბი სახეზე ან პრობლემურ ზონაზე ბამბის დისკით წაისვით. საკმაოდ სქელი ფენა უნდა იყოს. 30 წუთით გაიჩერეთ, ახლა ნიღაბი ფრთხილად მოიშორეთ, ქვემოდან ზემოთ იმოძრავეთ. ნიღბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.
თუ კანის პრობლემების გამომწვევ ყველა ფაქტორს მოიშორებთ, შავი წერტილები უკვალოდ გაქრება. ჟელატინის ნიღაბი პრევენციისთვის გამოიყენეთ. მასში ბევრი კოლაგენია, რომელიც ეპიდერმისის ელასტიურობაზე პასუხს აგებს.