სასუქი, რომლითაც სტაფილო უნდა გამოკვებოთ, რომ მსხვილი, ტკბილი და წვნიანი ნაყოფი მიიღოთ

0
837

ახალბედა მებოსტნეები თვლიან, რომ სტაფილოს ბევრი გამოკვება სჭირდება, რომ მდიდარი მოსავალი მოგვცეს. სინამდვილეში ასე არაა. Paparazzi გასწავლით, როგორ იზრუნოთ სტაფილოზე სწორად, რომ მსხვილი, ტკბილი და წვნიანი გაიზარდოს. გამოცდილმა მეაგარაკეებმა იციან, რომ სტაფილოს სასუქი სჯობს დააკლოთ, ვიდრე ზედმეტად გამოკვებოთ. აზოტის სასუქთან განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ – ფოჩების ზრდას ხელს უწყობს, რის გამოც ნაყოფი პატარა და მოღუნული იზრდება, მასში აზოტის ნაერთები, ნიტრატები გროვდება. ასეთი ბოსტნეული ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

როგორ გამოკვებოთ სტაფილო – სტაფილოს კალიუმის, ფოსფორის და მაგნიუმის სასუქი სჭირდება, რომ წვნიანი, ტკბილი და მსხვილი გაიზარდოს. სულ სასუქი 4 ეტაპად უნდა მიაწოდოთ. მოსავლის აღებამდე 1 თვით ადრე გამოკვება შეწყვიტეთ, ეს აუცილებელი პირობაა.

  • ეტაპი 1: გაღვივებიდან 3 კვირის შემდეგ შეგიძლიათ კალიმაგის და შარდოვანას ხსნარით მორწყათ. ასე ახალგაზრდა მცენარე დაავადებებს უკეთ შეებრძოლება. პროპორცია: 10 ლ წყალზე 15-15 გ დანამატი.
  • ეტაპი 2: პირველი გამოკვებიდან 2-3 კვირაში ნიტროფოსკით მორწყეთ. პროპორცია: 5 ლ წყალზე 1 ჩ/. მოცემული რაოდენობის ნარევი ერთი კვადრატული ნაკვეთის მოსარწყავად საკმარისია.
  • ეტაპი 3: კიდევ 2–3 კვირის შემდეგ სტაფილო ნაყოფის აქტიურ ზრდას დაიწყებს და ამ დროს ხის ნაცრით გამოკვებეთ. მიწა კარგად მორწყეთ და ნაცარი მოაყარეთ. პროპორცია: 20 გრამი ნაცარი ყოველ კვადრატულ ნარგავზე.
  • ეტაპი 4: 3 კვირის შემდეგ (მოსავლის აღებამდე 1 თვით ადრე) შერეული სასუქი დაუმატეთ.

სასუქი ტკბილი სტაფილოს გასაზრდელად – მეორე და მესამე ეტაპებს შორის სტაფილო ბორის მჟავის ხსნარით გამოკვებეთ. ასე სტაფილო უფრო ტკბილი გახდება. პროპორცია: 10 ლ წყალზე 6 გ ბორის მჟავა. 10 კვადრატული მეტრის მოსარწყავად საკმარისია.შეგახსენებთ, ნებისმიერი სასუქის მიწოდებამდე მიწა უნდა მორწყათ. დილით ადრე ან წვიმის შემდეგ გამოკვებეთ. თუ წყალს ცოტა მარილს დაუმატებთ და სტაფილოს მორწყვათ, ბოსტნეული მკვებავ ნივთიერებებს უკეთ აითვისებს და ნაყოფში კაროტინის კონცენტრაცია გაიზრდება.