ღორის ტყავისგან დამზადებული დელიკატესი, რომელიც ლაბაზე გემრიელია

0
416

როგორ მოვამზადოთ ღორის ყურები? ბევრი დიასახლისი დარწმუნებულია, რომ ინგრედიენტი მხოლოდ ლაბის მოსამზადებლად გამოდგება. ზოგი საერთოდ თვლის, რომ ყურის ჭამა არ შეიძლება. ასე არაა. ღორის ყური ხელმისაწვდომი და სასარგებლო პროდუქტია, რომელიც სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ მოამზადოთ. Paparazzi გირჩევთ, რამდენიმე ხრიკი დაიმახსოვროთ და სტუმრები გააოცოთ.

ღორის ყურების მომზადება – თუ ეჭვობთ, რამდენად სუფთაა ყურები, ცეცხლზე განმეორებით გაწმინდეთ. უმი ყურის მსუბუქად შებოლვა და შემდეგ დანის გადატარება საკმარისია. დარჩენილი ჭუჭყი მოშორდება. შემდეგ უბრალოდ წყლით გარეცხეთ.სიტყვაზე, ღორის ყური ლამაზად არა მხოლოდ ლაბას თეფშზე გამოიყურება. უმად შეგიძლიათ მიირთვათ. მარილი, საყვარელი სანელებელი ან რაიმე სოუსი დაუმატეთ და სწრაფი წასახემსებელი მზადაა. ასეთი დელიკატესი ყველას არ მოეწონება, მაგრამ კერძების მრავალფეროვნება ღორის ყურებით გვაოცებს. ესაა რულეტი, პაშტეტი, ლაბა, სპირტიან სასმელებთან მისაყოლებელი.

ინგრედიენტები:

  • 4 ღორის ყური
  • 3 ჩ/კ მარილი
  • 3 ლ წყალი
  • წიწაკა გემოვნებით
  • ნიორი

მომზადების წესი:

  1. ღორის ყურები ჭუჭყისგან საგულდაგულოდ გაწმინდეთ და რამდენჯერმე გარეცხეთ. სუფთა სუბპროდუქტი წინასწარ ცივ წყალში შეგიძლიათ ჩაალბოთ და ასე მთელი ღამე გააჩეროთ, შემდეგ კვლავ გარეცხოთ.
  2. ღორის ყურებს ხარშვისას წყალი გამოუცვალეთ. როგორც კი, წყალი ადუღდება, პირველი წყალი გადაასხით და ახალი, სუფთა და ცივი წყალი დაასხით. მარილი დაუმატეთ და ყურები სუსტ ცეცხლზე 2 საათით ხარშეთ.
  3. როგორც კი, მოიხარშება, ქვაბში წყლის გაცივებამდე გააჩერეთ. მანამდე ნივრის კბილები დაყავით და სურვილის შემთხვევაში ახალი წვრილად დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ. ცივი ღორის ყურები ქვაბიდან ამოიღეთ და სითხისგან დაწურეთ.
  4. მოხარშული ღორის ყურები ერთმანეთს ისე დაადეთ, რომ მჭიდრო რულეტი გააკეთოთ. ახლა ფოლგის პატარა ნაჭერზე გადაიტანეთ. თითოეულ ყურს ნივრის, საყვარელი სანელებლების და მწვანილის ნარევი წაუსვით. ყველა ყური ერთმანეთს მჭიდროდ გადაადეთ და ფოლგაში გაახვიეთ. თუ რულეტი არ ჩერდება, ძაფით შეკარით.
  5. სასურველია, რომ ღორის ყურების რულეტს პრესის სახით რაიმე სიმძიმე დაადოთ. ასე არ დაიშლება. ახლა მაცივარში 8 საათით ან მთელი ღამით შეინახეთ. ასეთი ყურები იდეალურად იკვრება და ფორმას ინარჩუნებს.

ზოგიერთი დიასახლისი ასეთ რულეტს ხორცს ან სალას უმატებს. ამ შემთხვევაში რულეტი ყურების მოხარშვამდე უნდა გააკეთოთ. მაგალითად, რულეტი სუფთა მარლაში შეფუთეთ ან სხვადასხვა მხრიდან ძაფით მჭიდროდ შეკარით. ბრინჯიც შეგიძლიათ დაუმატოთ, თუ ასეთი ტანდემი მოგწონთ.

გემრიელი წასახემსებელი – სხვა კერძები ღორის ყურებით იმავე პრინციპით მზადდება. ჯერ კარგად გაწმინდეთ და გარეცხეთ, შემდეგ მოხარშეთ (წყალი რამდენჯერმე გამოცვალეთ). მას შემდეგ, რაც მოხარშული ყურები გაცივდება, ხორცისაკეპ მანქანაში გაატარეთ და არომატული პაშტეტი გააკეთეთ. პაშტეტს სალა, სანელებლები, მწვანილი დაუმატეთ და ბუტერბროდზე იდეალური წასასმელი გამოვა. ნოყიერი, მარტივი და ეკონომიურია.მოხაშული ღორის ყურები შეგიძლიათ პატარა ნაჭრებად დაჭრათ და ლაბას, სისხლიან ძეხვს, წვნიანს და ფაფას დაუმატოთ. მხოლოდ თქვენი სურვილებით იხელმძღვანელეთ. როგორც ვარიანტი, ღორის ყურები ტოლმას ან ფლავს დაუმატეთ. მოკლედ, ფანტაზიას მოუხმეთ და ექსპერიმენტები ჩაატარეთ.ღორის ყურის მომზადების რომელი ვარიანტი მოგწონთ ყველაზე მეტად? რით გაუმასპინძლდებოდი სტუმრებს დიდი სიამოვნებით ან რას არ გაიტანთ მაგიდაზე? როგორ ფიქრობთ, შეიძლება ღორის ყურებით მომზადებული კერძი სააღდგომო სუფრაზე გავიტანოთ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.