იტალიაში წასვლის შემდეგ 10 წლით ახალგაზრდულად გამოვიყურები. გადავიღე ლამაზი იტალიელების ჩვევები.

0
2509

მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველ ქალებს შორის იტალიელებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ: სოფი ლორენი, ბიანკა ბალტი, კლაუდია კარგინალე, ორნელა მუტი, მონიკა ბელუჩი… ამ ქალებმა იციან საკუთარი თავის ფასი და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავთ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ, თუ როგორ ახერხებენ იტალიელი ქალები იყვნენ მიმზიდველები დიდი ძალისხმევის გარეშე, ბუნებრიობის და წარმოუდგენელი შარმის შენარჩუნებით.

ლამაზი იტალიელები

ბუნებრიობა – იტალიელები არ იყენებენ არაბუნებრივ, მძიმე მაკიაჟს, რადგან მათთვის ეს არაკომფორტულია. იტალიურ მაკიაჟს დიდი დრო არ სჭირდება, ისინი საკუთარ თავს იღებენ ისეთს, როგორებიც არიან და ცდილობენ არ დაემსგავსონ სხვას. მათი კოსმეტიკის ჩანთა შედგება რამდენიმე ძირითადი ნივთისგან: ტუშ, ტუჩსაცხი, ფანქარი. მიმზიდველობის მთავარი საიდუმლო კი თავდაჯერებულობა და კარგი განწყობაა.

დატენიანებული კანი – იტალიელი ქალები არ დადიან სოლარიუმებში, მაგრამ დიდ დროს ატარებენ ზღვის სანაპიროზე. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ კანის დატენიანებას. სილამაზის ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტი არის ზეითუნის ზეთი. უყვართ ნატურალური ნიღბები და პროცედურები. მაგალითად, ყავის და ქოქოსის ნიღაბი: კოფეინი ამკვრივებს კანს, ხოლო ქოქოსი კვებავს და აბრეშუმის ეფექტს აძლევს მას.

მოხერხებული ტანსაცმელი – იტალია არის თანამედროვე მოდის სამშობლო, მაგრამ იტალიელი ქალები ბრმად არ მისდევენ მოდის ტენდენციებს. ისინი უპირატესობას ანიჭებენ იმას, რაც შეეფერებათ და კომფორტულია. ირჩევენ ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელს და იშვიათად ატარებენ ქუსლიან ფეხსაცმელებს.

გემრიელი საკვები – იტალიური სამზარეულო ცნობილია თავისი მრავალფეროვნებით. თავად იტალიელები კი არაფერში იზღუდავენ თავს, თუმცა მათ შორის ვერ ნახავთ მსუქან, მოუვლელ ქალებს, ყველაფერში იცავენ ზომიერებას. მთავარი საიდუმლო ის არის, რომ ჭამე ნელა და სიამოვნებით, დიდ ყურადღებას აქცევენ პროდუქტის ხარისხს, ირჩევენ მცირე პორციებს და აკონტროლებენ კალორიებს, უპირატესობას ანიჭებენ ახალმომზადებულ კერძებს.

არავითარი სტრესი – სტრესი სილამაზის მთავარი მტერია. იტალიელებმა კარგად იციან როგორ განიტვირთონ და ისიამოვნონ ცხოვრებით, იციან სად იპოვონ ბედნიერება: სეირნობენ ბუნებაში, უყურებენ საყვარელ ფილმებს, რთული დღის შემდეგ თავს უფლებას აძლევენ მიირთვა შოკოლადი, იღებენ ცხელ შხაპს.

რჩევა რედაქციისგან: იმისათვის, რომ თავი მიმზიდველად იგრძნოთ, საკმარისია დღეში რამდენიმე წუთი დაუთმოთ საკუთარ თავს. ქალი მშვენიერი ქმნილებაა, ზრუნავს შვილებზე, ოჯახზე, მშობლებზე, ამის ხარჯზე ხშირად ავიწყდება საკუთარი თავი. ამიტომ ეცადეთ ხანდახან მაინც გააკეთოთ ის, რაც მოგწონთ: გაისეირნეთ პარკში, ივარჯიშეთ, მიირთვით საყვარელი ტკბილეული და არ დაიხიოთ უკან სხვისი გულისთვის, დაინახეთ ბედნიერება თითოეულ წვრილმანში და ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.