ლუდს და ფქვილს თუ აურევთ ერთმანეთში, რა მოხდება. გაგიზიარებთ შესანიშნავ რეცეპტს.

0
589

რამდენიმე დღის წინ წავაწყდი პურის მომზადების სწრაფ რეცეპტს უჩვეულო ინგრედიენტით და მომინდა მეც მეცადა. ამ რეცეპტში ფიგურირებს მამაკაცების საყვარელი სასმელი – ლუდი. თუ რა გამოვიდა პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შეიტყობთ.

პურის სწრაფად მომზადების რეცეპტი

ამ უჩვეულო პურის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3 ძირითადი ინგრედიენტი, მარილი და გამაფხვიერებელი. ის იმდენად მარტივია, რომ გამოუცდელი დიასახლისებიც შეძლებენ გამოცხობას. ცომს არ სჭირდება დიდხანს ზელა და ლოდინი. ეს ხომ იდეალური ვარიანტია!

ინგრედიენტები

  • 200 გრ. უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი
  • 100 გრ. მსხვილად დაფქული ხორბლის ფქვილი
  • 400 მლ. ლუდი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • სეზამი ან სხვა მარცვლეული გემოვნებით

მომზადების წესი

  1. დიდ ჯამში ჩაყარეთ ორივე სახეობის ფქვილი, შემდეგ დაუმატეთ მარილი და გამაფხვიერებელი, კარგად აურიეთ.
  2. დაასხით ფქვილს ლუდი და მოზილეთ მაგარი ცომი, დაასვენეთ 5 წუთის განმავლობაში.
  3. მართკუთხა საცხობ ფორმას წაუსვით მცენარეული ზეთი. (ამ შემთხვევაში გამოვიყენეთ 30/11 ზომის ფორმა). შემდეგ მოაყარეთ ფქვილი. ამ ხრიკს ჰქვია ფრანგული პერანგი. თუ არ გსურთ კარაქის და ფქვილის ფენა, გამოიყენეთ პერგამენტის ქაღალდი.
  4.  გადაიტანეთ ცომი საცხობ ფორმაში, მოაყარეთ სეზამის მარცვლები, ან გოგრის, მზესუმზირის, ქინძის თესლი.
  5. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთის განმავლობაში. მომზადებამდე 5 წუთით ადრე გადაიტანეთ ღუმელის ზედა თაროზე, რათა ქერქი კარგად დაიბრაწოს.
  6. გამოცხობის შემდეგ ამოიღეთ პური ფორმიდან და გააცივეთ ბადეზე, რომ ძირი არ ჩაუხურდეს.

რჩევა რედაქციისგან: ამ რეცეპტით მიიღება პური უჩვეულოდ ნოტიო ტექსტურით. თუ გსურთ უფრო მშრალი და ფოროვანი ტექსტურის, დაუმატეთ ცოტა ფქვილი. შესანიშნავი მასალაა სენდვიჩებისა და სადღესასწაულო სუფრისთვის.სწრაფად მოსამზადებელი პურის რეცეპტი ლუდით ნამდვილი ექსპერიმენტია! სხვა სტატიებში კიდევ შემოგთავაზებთ ორიგინალურ ვარიანტებს.დიდი ხანია უკვე პურს აღარ ვყიდულობ მაღაზიაში, რადგან არ მომწონს მისი შემადგენლობა და ტექსტურა. სამაგიეროდ ვაცხობ სახლში: ბარდით, წიწიბურით. სცადეთ თქვენც და არ ინანებთ. გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში.