დიდი ხუთშაბათი წმინდა კვირის განსაკუთრებული დღეა. ამ დღეს ასუფთავებენ სახლს და ემზადებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის. მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით ამ დღეს შეგიძლიათ მოამზადოთ სპეციალური მარილი, რომელსაც აქვს სამკურნალო თვისებები. პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით როგორ გააკეთოთ ეს.
როგორ მოვამზადოთ დიდი ხუთშაბათის მარილი
დიდი ხუთშაბათის მარილს ხალხი აფასებს როგორც დამცველ და სამკურნალო საშუალებას. ამბობენ, რომ მას აქვს გამწმენდი თვისებები და აქტიურად იყენებენ სამზარეულოში.
- უმატებენ აბაზანაში, სადაც პატარას აბანავებენ. თვლიან, რომ ეს დაიცავს ბავშვის ჯანმრთელობას.
- ხუთშაბათის მარილს ათავსებენ მაგიდაზე, რათა სახლში მუდამ ბარაქა იყოს.
- მიაქვთ თან დაცვის მიზნით. ამისთვის ყრიან პატარა ტომარაში და ატარებენ ჯიბით.
- ჩხუბის ასარიდებლად ათავსებენ საწოლში.
- ქალები უმატებენ დასაბან წყალში, რათა შეინარჩუნონ სილამაზე და ახალგაზრდობა.
როგორ გავაკეთოთ დიდი ხუთშაბათის მარილი
მარილის მოსამზადებლად საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი წესის გათვალისწინება. სანამ ამ საპასუხისმგებლო საქმეს შეუდგებით, უნდა დაასუფთავოთ სახლი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მარილი მზის ჩასვლამდე უდა მოამზადოთ. არ დაგავიწყდეთ ლოცვა. რწმენის, სუფთა გულისა და აზრების გარეშე არაფერი გამოვა.აიღეთ 1 კგ. სუფრის ჩვეულებრივი მარილი და 10 ს/კ ჭვავის ფქვილი. აგრეთვე – ხის კოვზი. თუჯის ტაფა და ტომარა მარილის შესანახად.ტაფა კარგად უნდა გაირეცხოს და გაშრეს. ჩაყარეთ მასში მარილი და ჭვავის ურიეთ ხის კოვზით საათის ისრის მიმართულებით. დადგით გაზზე, განაგრძეთ რევა და წაიკითხეთ ლოცვა “მამაო ჩვენო”. მასა რომ გაშავდება, გამორთეთ, გააგრილეთ და ჩაყარეთ ტომარაში.
დიდი ხუთშაბათის მარილი ბალახებით – ამ სახის მარილი კიდევ უფრო გაჯერებული და ჯანსაღია. მისი მომზადებისთვის საჭიროა როზმარინი, პიტნა, ჭინჭარი. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი, ან ყველა ერთად. ასევე დაგჭირდებათ მარილი და შავი პური. დაასველეთ პური წყალში, დაჭერით ბალახები და აურიეთ ყველაფერი ერთად. მიღებული მასა გამოაცხვეთ ღუმელში გაშავებამდე, გააგრილეთ და გადაიტანეთ ტომარაში.
როგორ შევინახოთ დიდი ხუთშაბათის მარილი – მომზადები შემდეგ მარილი წაიღეთ ეკლესიაში. აღდგომის კვირა მას ათავსებენ სააღდგომო კალათაში და აკურთხებენ სხვა პროდუქტებთან ერთად. სახლში შეინახეთ იზოლირებულ ადგილას, უმჯობესია ხატების უკან. მომდევო ხუთშაბათამდე უნდა ინახებოდეს სახლში, შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ საჭიროებისამებრ.
სულ ეს არის. გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია არა რიტუალების და ტრადიციების ზედმიწევნით ცოდნა, არამედ თქვენი რწმენა და აზრები. იყავით სუფთა და წმინდა, იზრუნეთ საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული უფრო მეტი სინათლით შემოვა თქვენს სახლში.