ტარო-პროგნოზი მაისისთვის ანჟელა პერლისგან.

1486

გთავაზობთ ტაროს პროგნოზს 2022 წლის მაისისთვის ანჟელა პერლისგან. მისი წინასწარმეტყველებები გახარებს და სიცოცხლის ხალისს გიბრუნებს. გაზაფხულის ბოლო თვე მშვიდ გარემოში ჩაივლის და ეს ყველას ახარებს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.

2022 წლის მაისის ტარო-პროგოზი

ვერძი. იქნება მატერიალური წინსვლა და განვითარების შესაძლებლობები. ფინანსური თვალსაზრისით ეს თვე წარმატებულია ვერძებისთვის. იქნება ბევრი შიში და შეზღუდვა, რაც განწყობას გაუფუჭებს, მაგრამ ყველაფერი დალაგდება.

კურო. მაისი კუროს თვეა და ის ამ პერიოდში თავს დედოფლად ან მეფედ იგრძნობს. იქნება ბევრი ფული, კარგი განწყობა და სასიამოვნო სიახლეები. საუკეთესო დროა სწავლისთვის. თვის ბოლოს ბავშვებთან დაკავშირებით მოუწევთ კარდინალური გადაწყვეტილების მიღება.

ტყუპები. დასრულდება ძველი და გაიღება ახალი კარი უკეთესი მომავლისკენ. დასაძლევი იქნება ბევრი შიში. იქნება შემოსავალი, მაგრამ იქნება ბევრი ხარჯიც. რთულ სიტუაციაში გქონდეთ ახლობლების დახმარების იმედი. სასიკეთოა საზღვარგარეთ წასვლა.

კირჩხიბი. თვის პირველი ნახევარი გაივლის მოლოდინის რეჟიმში. ანჟელა პერლი ამბობს, რომ გადაერთონ მუშაობასა და ფიზიკურ აქტივობაში. ეს იხსნის მათ ნერვული დაძაბულობისგან. მაისის შუა რიცხვებიდან მკვეთრად შეიცვლება გეგმები. მიუდექით ყველაფერს ფილოსოფიურად: რაც ხდება, უკეთესობისთვისაა.

ლომი. მაისის დასაწყისში ლომს დაჭირდება პროფესიონალის დახმარება, რომელსაც ანდობს თავის საქმეებს. მოახლოებული დღესასწაულები აუცილებლად უნდა აღნიშნოს როგორც ადრე. უნდა შეინარჩუნოს ძველი ტრადიციები. შესაძლოა შეიტყოს ახალი სამწუხარო ამბავი. მოსალოდნელია ცვლილებები პირად ცხოვრებაში.

ქალწული. მაისში ქალწულებს მოუწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება სამუშაოსა და სწავლასთან დაკავშირებით. მოუსმინეთ ინტუიციას და იყავით მზად სწრაფი ცვლილებებისთვის.

სასწორი. შესაძლოა მიიღოთ მემკვიდრეობა. მოულოდნელად მიიღებთ ფულს. ლიდერობის უნარი დაგეხმარებათ გაზარდოთ შემოსავალი. იყავით ობიექტური და წინდახედული. ბუნებრივი ბალანსი ხელს შეუწყობს სტაბილურობის და სიმშვიდის შენარჩუნებას ყველა სიტუაციაში. ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად არ დაივიწყოთ ძილი და დასვენება.

მორიელი. მორიელი მაისში წარმატებას მიაღწევს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, თუმცა მოსალოდნელია გამოწვევები, ჩხუბი და დაძაბულობა კოლეგებთან, რომელიც რეპუტაციაზე ცუდად აისახება.ასევე, მოსალოდნელია რომანტიული შეხვედრა, რომელიც უფრო სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდება.

მშვილდოსანი. აქტიური თვე იქნება სამუშაოს მხრივ. შესაძლებელია სამსახურის შეცვლა, უკეთესი ანაზღაურებით. ოჯახში ელოდება სასიხარულო ამბები. დასტაბილურდება ფინანსური მდგომარეობა.

თხის რქა. მაისში ფინანსებთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნება. გაიზრდება მოგება, მაგრამ ხარჯეთ ეკონომიურად. ყურადღება მიაქციეთ ემოციურ მდგომარეობას. მუდმივმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვული დაძაბულობა.

მერწყული. ბევრი მერწყული დაიწყებს სხვა ქვეყანაში წასვლაზე ფიქრს და თვის ბოლომდე ეს გეგმები რეალური გახდება. გაგიჩნდებათ ბიზნესის ან საცხოვრებლის გაფართოების სურვილი.

თევზები. ფინანსური თვალსაზრისით ეს თვე მომგებიანი იქნება. შესაფერისი დროა ქორწინებისთვის, მეორე ნახევარი დაძაბული იქნება, რომელიც გაგიფუჭებთ ურთიერთობას. ამიტომ დაიცავით დისტანცია.

რჩევა რედაქციისგან. გაზაფხულის ბოლო თვე ზოდიაქოს ბევრ ნიშანს მოუტანს წარმატებას ფინანსური კუთხით. ამიტომ გააკეთეთ მცირე დანაზოგი და იფიქრეთ ხვალინდელ დღეზე. გისურვებთ წარმატებას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს