იმისათვის, რომ ბარათზე ფული ძლიერი ნაკადით მოვიდეს, მაისში თმას ვიჭრი კონკრეტულ დღეებში.

0
4682

რა რთულიც არ უნდა იყოს ცხოვრება, საკუთარ თავზე ზრუნვას უნდა ეცადოთ. დიდი ხანია სალონში არ ყოფილხართ? მაშინ დროა წახვიდეთ! პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ თმის შეჭრისთვის სასურველ და არასასურველ დღეებს მაისში, მთვარის კალენდრის მიხედვით.

თმის შეჭრის დღეები მაისში

ამბობენ, რომ თუ თმას სწორ დღეს შეიჭრი, ცხოვრება უფრო ლამაზი გახდება, გაუმჯობესდება თმის ხარისხი, ფინასური კეთილდღეობა. ზოგი სკეპტიკურად უყურებს ამ საკითხს, მაგრამ შეიძლება გათვალისწინება.აპრილი იწურება და ჯერ კიდევ შეგიძლიათ მოასწროთ თმის შეჭრა, მაგალითად 22-28 აპრილს.  ერთგან წავიკითხე, რომ ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება ამ დღეებში დაგიცავთ გაციებისგან და სხვა სნეულებებისგან. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი დამცავი რიტუალია.გარდა ამისა, 22 აპრილს კარგია თმის შეღებვა, უმჯობესია შეარჩიოთ საღებავი ღია ფერებში, ხოლო 28 აპრილი შესაფერისია გაბედული გადაწყვეტილებებისთვის. თუ დიდი ხანია გსურთ თმის ექსტრავაგანტულ ფერებში შეღებვა, ან გიჟური ვარცხნილობის გაკეთება, სწორედ ეხლა არის ამის დრო.

როდის შევიჭრათ თმა მაისში: მთვარის ფაზები

მაისში სალონში წასასვლელად ბევრი ხელსაყრელი დღეები გველოდება. ეს არის  1, 2, 4, 6, 8, 11, 12, 18, 21, 22, 24, 27 და 31 რიცხვი. ამ დღეებში კარგია თმის შეჭრა, შეღებვა და სხვა მანიპულაციები.არის დღეები, როცა მხოლოდ თმის შეჭრით უნდა შემოიფარგლოთ. ეს სრის 5, 13, 29 და 30 მაისი. აგრეთვე ნეიტრალური დღეები ახალი ვარცხნილობისთვის – 15, 17 და 19 მაისი. თმის შეღებვა შეგიძლიათ 3, 16 და 17 რიცხვში. ნეიტრალური თარიღებია 10, 14, 15, 19, 20, 23, 26, 28 მაისი.

არ შეეხოთ თმას 7 და 25 რიცხვში. ეს არის ყველაზე არახელსაყრელი დღეები სილამაზის პროცედურებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ საუბარია არა მარტო სალონში წასვლაზე, არამედ სახლშიც არ უნდა გააკეთოთ ეს.ვინაიდან ჩვენ ვხელმძღვანელობთ მთვარის ფაზებით, უნდა გავითვალისწინოთ სავსე და ახალი მთვარის პერიოდი. თუ გსურთ გქონდეთ თმა მალე გაგეზარდოთ, გრძელი თმა შეიჭერით ახალ მთვარეზე 1-15 რიცხვში და ასევე 31 მაისს.

თუ ატარებთ მოკლე ვარცხნილობას და გსურთ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ თავდაპირველ ფორმაში, შეიჭერით კლებულ მთვარეზე. ეს არის დღეები 17 მაისიდან 29 მაისამდე. 30 მაისს არის ახალი მთვარე და შეგიძლიათ სალონში წასვლა, თუმცა, ნუ შეიცვლით მკვეთრად იმიჯს. მხოლოდ ბოლოების შესწორება სცადეთ.

რჩევა რედაქციისგან: ერთ ასტროლოგიურ ბლოგში წავიკითხე, რომ იმიჯის შეცვლის დღეს მნიშვნელობა სხვა კუთხითაც აქვს. მაგალითად, თუ სამსახურში წარმატების მიღწევა გსურთ, თმა 2 მაისს შეიღებეთ.4 მაისს შეგიძლიათ მოიჭრათ შინაგანი შფოთვის მოსაშორებლად. თმა უფრო სწრაფად დაიწყებს ზრდას და ფულის მოდინება სწრაფად მოხდება. 10-ში ასტროლოგები შეღებვას გვირჩევენ. ეს დაგეხმარებათ მოიკრიბოთ ენერგია პროექტის დასასრულებლად.12 მაისს, დღის მეორე ნახევარში, თმის შეჭრა რეკომენდებულია დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის. თუ გსურთ აპათიიდან გამოსვლა და კარგი განწყობის აღდგენა, შეიჭერით თმა 18 მაისს.მაინც აღვნიშნავდი, რომ ვარცხნილობის შეცვლა ნებისმიერ შემთხვევაში იმოქმედებს თქვენს განწყობაზე და თავს უკეთ იგრძნობთ. თქვენ მიგიქცევიათ ყურადღება თმის შეჭრის დროს მთვარის კალენდრისთვის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.