ქალები მასიურად ამბობენ უარს მოუხერხებელ მაქმანებიან კომპლექტებზე, რადგან არსებობს კარგი ალტერნატივა.

131

ლამაზი დეკოლტე ბიუსჰალტერის გარეშე ნებისმიერი მამაკაცის ოცნებაა, მაგრამ ქალები უფრო მეტს ოცნებობენ ამაზე. რატომ? იმიტომ რომ ბიუსჰალტერის გარეშე უფრო კომფორტულად გრძობენ თავს, მითუმეტეს მოუხერხებელია, თუ მას აქვს რკინები. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავი გვაქვს:

დეკოლტე ბიუსჰალტერის გარეშე

დავიწყოთ იმით, თუ რატომ დაიწყეს ქალებმა რკინებიანი საცვლების ტარება. ასეთი თეთრეულის მასობრივი წარმოება ამერიკაში 30-იან წლებში დაიწყო. ბევრი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ბიუსჰალტერი ჯერ კიდევ ძველ დროში შეიქმნა, შემდეგ საუკუნეების მანძილზე გამოვიდა ხმარებიდან, ხოლო მე-19  საუკუნეში მეორედ გამოიგონეს და წარმოებაშიც ჩაუშვეს.ფემინისტებს თავიდან ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდათ ბიუსჰალტერთან. თვლიდნენ ქალის ჩაგვრის და დათრგუნვის სიმბოლოდ. სწორედ ამ მიზეზით, ჰიპების ეპოქაში, რომელიც დაიწყო ფემინიზმის გარიჟრაჟზე, ამერიკელმა ქალებმა დემონსტრაციულად თქვეს უარი ამ შიდა საცვალზე, ჩაიცვეს მაისურები და სანაპიროზე შიშვლები დადიოდნენ.

ჩვენ მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ ეპოქაში ვცხოვრობთ. ახლა ქალებს აქვთ უფლება ჩაიცვან რაც სურთ, არავის უკვირს ბიუსჰალტერზე რკინების არსებობა ან არ არსებობა, თუმცა არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი. ყველა ქალს არ შეუძლია თავს უფლება მისცეს უარი თქვას ამ ნივთზე.დიდი მკერდის მქონე ქალებს სხვა ალტერნატივა უბრალოდ, არ აქვთ. მყარი და მაღალი ხარისხის ბიუსჰალტერის გარეშე პრობლემები ექმნებათ. თუმცა ასეთი საცვლები ანელებენ ლიმფის მოძრაობას სხეულში. მდგომარეობას ამძიმებს ანტიპერსპირანტების გამოყენება. ის ხურავს ფორებს და ყველაფერი, რაც ოფლით და ლიმფით უნდა გამოიყოს, რჩება გულმკერდის არეში.

საუკეთესო ალტერნატივა – საბედნიეროდ, დღევანდელ დროში არის რამდენიმე კარგი ალტერნატივა. მაგალითად, ტეიპები, რომელიც ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარული გახდა. სპეციალისტები გვირჩევენ გამოვიყენოთ ის კვირაში ერთხელ მაინც. ბამბის ლენტებს ჰიპოალერგიული წებოთი, აქვს შესანიშნავი აღმდგენი და ლიმფოდრენაჟული თვისებები.ეს ლენტები საშუალებას გაძლევთ ჩაიცვათ ღრმა დეკოლტე. კარგია თუ გამოიყენებთ ფორმის აღსადგენად წონაში ძლიერი კლების, ძუძუთი კვების შემდეგ.დიდი მკერდის მქონე ქალები საერთოდ უარს ამბობენ რკინებიან ბიუსჰალტერზე და კომფორტულად გრძნობენ თავს სპორტული სტილის საცვლებში.თუ გსურთ ბიუსჰალტერის გარეშე სიარული, გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა: ჩაიცვით მუქი ფერის ტანსაცმელი, რათა რელიეფი არ იყოს მკვეთრად გამოკვეთილი. გრძელთმიან ქალებს შეუძლიათ წინ ჩამოიშალონ თმები, ასევე შეგიძლიათ მოიცვათ მოსაცმელი.

რჩევა რედაქციისგან: თუმცა, ყველა ეს რეკომენდაცია გამოყენებული უნდა იქნას იმ შემთხვევაში, თუ თავად გრძნობთ თავს არაკომფორტულად ბიუსჰალტერის გარეშე. თუ ეს პრობლემა არ გაწუხებთ, მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გამო ნუ გააკეთებთ ამას.მჭიდრო ბიუსჰალტერი არა მარტო დისკომფორტს შეგიქმნით, არამედ საზიანოა ჯანმრთელობისთვისაც. ამიტომ სწორად შეარჩიეთ ის და იგრძენით თავი ბედნიერად!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს