ქათმებმა რომ აქტიურად დადონ კვერცხი, ეზოში ვაწყობ ადგილს, სადაც შეძლებენ ბევრ სირბილს და გართობას.

1725

როდის იწყებენ ქათმები კვერცხის აქტიურად დებას კარგი პატრონის ხელში? გაზაფხული ის დროა, როდესაც ყველაფერი ყვავის, ირგვლივ საოცარი სურნელი ტრიალებს და ახალი სიცოცხლეები იბადება. რა თქმა უნდა, არც პატარა, ყვითელი წიწილებია გამონაკლისი. მთავარია, ყველა პირობის მოწყობა, რათა ქათმებმა კომფორტულად იგრძნონ თავი და უფრო აუმუშავდეთ კვერცხის დების და გამრავლების ინსტიქტი. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

როდის იწყებენ ქათმები კვერცხის დებას

მაღალი დონის ქათმის ფერმის მოწყობის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა ყველას არ შეუძლია, მაგრამ იმისათვის, რომ მისცეთ ფრინველს ელემენტალური პირობები კვერცხის დადებისთვის, ეს მარტივია. როგორ? გადავხედოთ ქათმების საცხოვრებელ ადგილს.ქათამი არ არის პრეტენზიული არსება, მაგრამ ძალიან სასარგებლო და საჭიროა ყველა ოჯახისთვის. ისინი გვამარაგებენ კვერცხით, ხორცით, ეკოლოგიურად სუფთა სასუქით. ზაფხულში შეუძლიათ დამოუკიდებლად მოძებნონ საკვები: ბალახი, მწერები, ბოსტნეული, ხილი… კარგად გრძნობენ თავს საქათმეში, ფარდულებში, გალიებში.

იმისათვის, რომ ფრინველებმა კომფორტულად იგრძნონ თავი, უნდა გამოუყოთ მყუდრო სივრცე. საქათმის  ან გაზონის ზომა არ უნდა იყოს ძალიან ვიწრო. ყოველთვის უნდა ედგათ სუფთა წყალი და არ უნდა მოაკლდეთ მსუყე საკვები. მოუმზადეთ ბუდეები – 1 ბუდე 3-4 ქათამზე.

თამამი გადაწყვეტილება – რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, თუ გვაქვს მხოლოდ საქათმე და არ არის ადგილი მათი თავისუფალი გასეირნებისთვის? ეს მარტივი გადასაჭრელი პრობლემაა. ქათმები ძალიან ცნობისმოყვარე არსებები არიან. ისისნი ენთუზიაზმით სწავლობენ ახალ ტერიტორიებს და ადამიანებს. ამიტომ შეგიძლიათ გაუკეთოთ ცალკე ადგილი. გადააფარეთ ბადე ყველა მხრიდან, რათა არ დაიფანტონ და ზიანი არ მიაყენო გარშემო ყვავილებს და სხვა ნივთებს.ამ ტერიტორიაზე დაამონტაჟეთ ორიგინალური ფორმის საქათმე. მაგალითად, უცხოპლანეტელთა ხომალდის მსგავსი. მის ასაშენებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ხელმისაწვდომი მასალები. საქათმის ძირისთვის გამოიყენეთ ძველი ბადეები, ან რაიმე სახის ქსოვილი. შეგიძლიათ გაუკეთოთ მყარი სახურავი და განალაგოთ ზემოდან მცენარეები. ეს კიდევ უფრო გაართობს ცნობისმოყვარე ფრინველებს.

ყველაფერი უფრო დეტალურად – შეიძლება ერთი შეხედვით, ეს სულელურ იდეად მოგეჩვენოთ, მაგრამ იცოდეთ, რომ საქათმის ამ ფორმამ განსაკუთრებული პოპულარულობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა წყვილმა ეს იდეა გამოაქვეყნა ინტერნეტში. სხვებმაც აიტაცეს ეს იდეა და დაიწყეს “ამოუცნობი ობიექტის” შენება.ეს იდეა ნამდვილა არ არის ცუდი. მასში შესაძლებელია საკმაოდ დიდი რაოდენობით ქათმის მოთავსება. გარდა ამისა, მყარი და ვერცხლისფერი სახურავი კარგად ირეკლავს ზაფხულში მზის სხივებს და ფრინველს არ დასცხება.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი კონსტრუქცია დიდ თანხებთან არის დაკავშირებული: უნდა დამზადდეს განსხვავებული ფორმის ლითონის მყარი კარკასი, გაკეთდეს თბოიზოლაცია სიცივისა და სიცხისგან დასაცავად, გადაიხუროს ხარისხიანი სახურავით, დამუშავდეს ამრეკლავი საღებავით.

როდის იწყებენ ქათმები კვერცხის დებას უცნაურ საქათმეში – ნუთუ შეიძლება გავლენა იქონიოს ქათმის კვერცხის დების რაოდენობაზე მხოლოდ უცნაური ფორმის საქათმემ? რა თქმა უნდა არა. უბრალოდ, როდესაც პატრონი ზრუნავს საკუთარი შინაური არსების კომფორტზე, სასიამოვნო გარემოზე, უქმნის ცხოვრებისთვის ხელსაყრელ პირობებს, მეფრინველეობის საქმე ყოველთვის წარმატებული იქნება. თქვენ რას ფიქრობთ ასეთ უჩვეულო საქათმეზე? საინტერესოა ეს იდეა, თუ უბრალოდ დაკარგული დრო და თანხებია? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს