უხეში, დამსკდარი ქუსლები. როგორ დავიბრუნოთ გლუვი და ლამაზი კანი

0
781

ძალიან მალე ლამაზი ქალები ფეხებს გაიშიშვლებენ და საზაფხულო ღია ფეხსაცმლის ტარებას დაიწყებენ. მანამდე ტერფები ცხელი სეზონისთვის სათანადოდ უნდა მოამზადოთ. სილამაზის სალონში გაქცევა და პედიკურის გაკეთება საჭირო არაა. Paparazzi გიამბობთ, როგორ მიიღოთ რბილი და გლუვი კანი სახლის პირობებში.

როგორ მივიღოთ რბილი ქუსლები – ტერფებს და ქუსლებს ისეთი მოვლა სჭირდება, როგორც ძვირფასი სხეულის სხვა ნაწილებს. თუ პედიკურზე სალონში დადიხართ, იცით, რომ ფეხებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. გამოცდილი სპეციალისტები ჯერ მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებენ. შემდეგ კლიენტის ფეხებს ორთქლავენ თბილ აბაზანაში, სადაც სხვადასხვა ეთერზეთს ამატებენ. ამის შემდეგ ფრჩხილებსა და ტერფებს ამუშავებენ. ტერფებს კოჟრებს და უხეშ კანს აშორებენ, შედეგად, გლუვი და რბილი ხდება. ეს ყველაფერი კარგად ჟღერს, მაგრამ ყველას არ აქვს თავისუფალი ფული, რომელსაც სინდისის ქეჯნის გარეშე საკუთარ თავზე დახარჯავს. საკუთარ თავზე სახლის პირობებშიც შეგიძლიათ იზრუნოთ. გიზიარებთ ხრიკებს, რომელთა დახმარებით ქუსლები ყოველთვის რბილი რჩება.

ფეხების დაორთქვლა აბაზანაში – უმარტივესი პროცედურა სახლში: ფეხის აბაზანა. უბრალო წყალი და ზღვის მარილი შეგიძლიათ გამოიყენოთ. გვირილას ნახარში ქუსლებზე საუკეთესოდ მოქმედებს. მას სადეზინფექციო თვისებები აქვს და ყველა ჭრილობას და ნახეთქს კურნავს. გვირილის ნახარშის მოსამზადებლად 1 ს/კ ხმელ მცენარეს 1 ლ თბილ–ცხელი წყალი დაასხით. საჭირო რაოდენობა გაზომეთ და ნახარში 10 წუთით ხარშეთ. ახლა დასაყენებლად დრო მიეცით. ამის შემდეგ სითხე გადაწურეთ და კვლავ თქვენთვის შესაფერის ტემპერატურამდე შეათბეთ. ფეხები ცხელ წყალში ძალით არასდროს ჩაუშვათ. ტემპერატურა კომფორტული უნდა იყოს. აბაზანა მაქსიმუმ 20-25 წუთით მიიღეთ. მშრალი კანი დაატენიანეთ. კანი კრემს შარდოვანით უკეთ იწოვს. ეს არის სპეციალური კერატოლიტიკური ნივთიერება, რომელიც კანს ძველს უჯრედებს აშორებს. ასეთი კრემი კარგად ატენიანებს და ყველაზე გაუხეშებულ კანსაც არბილებს. პროცედურა ძილის წინ ჩაიტარეთ. შემდეგ თხელი ბამბის წინდა ჩაიცვით, რომ ფეხები თბილად იყოს და კრემმა უკეთ იმოქმედოს.

რით ჩავანაცვლოთ პემზა – პემზა ძველი კეთილი დამხმარეა, რომელსაც სახლში სილამაზის პროცედურის ჩასატარებლად ვიყენებთ. მის გამოყენებას არ გირჩევთ, რადგან დიდი ხანია წარსულის გადმონაშთია. პირველ რიგში, კანს არათანაბრად წმენდს და აპრიალებს. მეორეც, ფეხის ნაზი ქუსლები შემთხვევით შეიძლება დააზიანოს. რა საჭიროა თავი დაიზიანოთ, თუ უფრო თანამედროვე მეთოდები არსებობს? მაგალითად, ქალები უკვე დიდი ხანია პემზის ნაცვლად იყენებენ სპეციალურ ქლიბს წვრილი აბრაზიული საფარით. კანს დელიკატურად წმენდს, არ აზიანებს. მხოლოდ მშრალ კანზე უნდა იმუშავოთ და არა დაორთქლილ ფეხებზე. მაღაზიებში ფეხის სკრაბიც იყიდება. კანს უკეთ წმენდს. ასეთი საშუალება თავად შეგიძლიათ გააკეთოთ. ამისთვის მსხვილი ზღვის მარილის და თაფლის შერევა საკმარისია.

როგორ მივიღოთ რბილი ქუსლები: სხვა რჩევები

  • სახლში აუცილებლად იპოვით კრემს გლიცერინით ან შეგიძლიათ უახლოეს აფთიაქში გლიცერინი ბოთლში შეიძინოთ და წერტილოვნად გამოიყენოთ. გლიცერინი კანს ატენიანებს და არბილებს, თან ყველაზე უხეშ და მტკივნეულ ნახეთქზეც გამოიყენება. გლიცერინი საღამოს ქუსლებზე წაისვით, შემდეგ წინდები ჩაიცვით და დაწექით. პროცედურა კვირაში რამდენჯერმე შეგიძლიათ გაიმეოროთ.
  • სამხრეთ კორეიდან კიდევ ერთი საოცარი საშუალება მივიღეთ: პილინგ–წინდა. ერთჯერადია და მასში შედის კომპონენტები, რომლებიც გაუხეშებულ კანს ქერცლავს. ასეთი წინდა მგრძნობიარე და დაზიანებული კანის მფლობელებს არ გამოადგებათ. ძალიან უხეშ ქუსლებს კარგად არბილებს.
  • თუ ფეხის კანს სასწრაფო დახმარება სჭირდება, ვაზელინი გამოიყენეთ. საშუალება საფენივით მოქმედებს, ასე კანიდან ტენი არ აორთქლდება. ვაზელინის ხშირად წასმა არ ღირს, რადგან მომავალში უკუ შედეგს მიიღებთ და კანი გამოშრება.
  • და ბოლოს, ხალხურ ხრიკს გიზიარებთ. ღამით ქუსლებზე კარაქის და პიტნის ან ჩაის ხის ზეთის ნარევი წაისვით. 2 ს/კ პროდუქტზე 10 წვეთი ზეთი საკმარისია. ნარევი უხეშ ადგილებში ან მთელ ტერფზე წაისვით. ბამბის წინდები ამოიცვით და დაწექით. შედეგი მეორე დღეს გაგახარებთ. ხრიკი კარაქით ყველაზე სერიოზულ ნახეთქებსაც მოგაშორებთ, თუ 10 პროცედურას ჩაიტარებთ. გარისკავთ?