ვურჩევ პატარძალს, ისწავლოს საჭმელების მომზადება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელი ქორწილი უნდა გაუქმდეს.

628

ადრე ქალები სრულიად დამოკიდებულები იყვნენ მამაკაცზე. ქორწინების შემდეგ გადადიოდნენ ქმრის სახლში, ხდებოდნენ დიასახლისები და დედები. არ იყო მიღებული ქალის განათლება და მამაკაცთან გათანაბრებულ პირობებში მუშაობა. დღეს ქალის ცხოვრება მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული. თანამედროვე ქალს აღარ სურს გათხოვება, რადგან პრიორიტეტი კარიერა და საკუთარი საქმეა.სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში მამაკაცები პატრიარქალური დამოკიდებულებით იზრდებიან. ბევრი მათგანი თვლის, რომ ქალი იდეალურია მაშინ, თუ ის სულ ქურასთან ტრიალებს. პატარა ასაკში გოგონას შეუძლია სიყვარულის გამო ყველაფერზე თქვას უარი, ნაგრამ 40 წლის შემდეგ უკვე ზუსტად იცის რა სურს ცხოვრებისგან.

ქალის ცხოვრება

40 წლის შემდეგ ქალი აღარ ეძებს კომპრომისს მამაკაცთან, რომელსაც ცოლად მიჰყვება. უმეტეს შემთხვევაში შუა ხნის ადამიანები მიჩვეულები არიან მარტო ცხოვრებას და უჭირთ ახალი ურთიერთობის დაწყება. ზოგი უკვე იყო გათხოვილი, ზოგმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო თანაცხოვრების არსი, მაგრამ ადამიანები ხვდებიან და საიდუმლო არ არის, რომ ყველა თავისებურად აღიქვამს ურთიერთობას.

“46 წლის ვარ, განქორწინებული, ვხვდები ერთ 42 წლის ქალს, რომელიც ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება. აქვს მოხდენილი სხეული, გლუვი კანი. ისიც განქორწინებულია და ცხოვრობს ჩემსავით მარტო. საოცარი ქალია, მაგრამ… ხშირად ვხვდებით ხოლმე და მსურს ურთიერთობის უფრო გასერიოზულება.” – გვიყვება ოთარი.

ინტერესების კონფლიქტი – “საქმე იმაშია, რომ მარის სძულს სამზარეულოში ფუსფუსი. როდესაც ჩემს სახლში ვართ, ვთავაზობ სალათებს და სენდვიჩებს, საყინულეში მიწყვია სხვადასხვა ნახევარფაბრიკატი. მარის სახლში არაფერი არ აქვს ხოლმე. დილით ჭამს მოხარშულ კვერცხს, საღამოს იოგურტს, ხანდახან იძახებს მზა საკვებს.

მისი სიძულვილი კულინარიის მიმართ გამოიწვია იმან, რომ ქალიშვილს სჭირდებოდა სპეციალური კვება და 17 წლის მანძილზე იძულებული იყო ემზადებინა განსხვავებული საკვები შვილისთვის. ახლა კი ღუმელიც არ აქვს ახალ ბინაში.მე კი, როგორც მამაკაცს, მსურს ჩემმა ცოლმა სახლში მომიმზადოს საჭმელი. ბუნებრივია, რომ მსურს საყვარელი ქალისგან ზრუნვა და კომფორტი. კვერცხის შეწვა და სენდვიჩების მომზადება კი ვიცი, მაგრამ სხვა რამე არ გამომდის. რამდენჯერმე ვცადე ამ თემაზე დავლაპარაკებოდი მარის, მაგრამ არ სურს მოსმენა. სხვა ყველაფერი მაკმაყოფილებს და მომწონს, მხოლოდ ეს საკითხი მაფიქრებს.”

რჩევა რედაქციისგან: ადამიანის სიყვარული ნიშნავს მიიღო ის ისეთი, როგორიც არის და არ ეცადო გადაკეთებას. მამაკაცებს ჰგონიათ, რომ სიყვარულის გულისთვის ქალი ვალდებულია დათმოს და უღალატოს საკუთარ პრინციპებს. სიმართლე კი არის ის, რომ ურთიერთობა უნდა იყოს აგებული ურთიერთპატივისცემაზე და ადამიანის მიმღებლობაზე, თუ როგორიც არის ის. მამაკაცმა საკუთარ თავში უნდა გააანალიზოს რა სურს: საკუთარი თავისთვის კომფორტის შექმნა, თუ საყვარელი ქალის გვერდით ყოფნა?

ყოველთვის არსებობს პრობლემის გადაჭრის გზები და არ არის საჭირო პიროვნების გადაკეთებაზე ფიქრი, შესაძლებელია კომპრომისის პოვნა და ჰარმონიაში ყოფნა ერთმანეთთან. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს