აპათია და უხალისობა ქალს შეიძლება ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაეწყოს. მაგალითად, დეპრესიული მდგომარეობა წამოვიდეს გარდამავალ პერიოდებში: როდესაც გოგონა გრძნობს, რომ ქალი ხდება, როდესაც ქალი გრძნობს სიბერის მოახლოებას, განსაკუთრებული ტრიგერი ხდება ხოლმე ბავშვის დაბადება და მშობიარობა.
აპათია ქალებში
ყველას, ქალებსაც და მამაკაცებსაც სურთ ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურებოდნენ. სტანდარტები და იდეალები ყველას განსხვავებული აქვს, ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩაიციკლოს საკუთარ გარეგნობაზე და ჩაერთოს თავის მოვლის ყოველდღიურ ისტერიულ მარათონში.უბრალოდ გააბედნიერეთ საკუთარი თავი სხვადასხვა გზით. ქალების უმეტესობას ბედნიერებას ანიჭებს ვარცხნილობის შეცვლა, მოწესრიგებული ფრჩხილები, ახალი ტანსაცმელი. თუ ადამიანი ამ წვრილმანებში ვერ ხედავს ბედნიერებას, ვერც სხვა რამეში იგრძნობს და ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიურად გადამწვარია.
ეს მდგომარეობა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერმა სტრესმა. ქალი მთელ ძალებს ხარჯავს იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ რეალობას, საკუთარი თავისთვის კი ენერგია აღარ რჩება, უქრებათ ყველანაირი ხალისი და მოტივაცია, დაბანის და ჭამის სურვილიც კი.ასეთ დროს აუცილებელია განგაშის ატეხვა. სასურველია, გვერდით გყავდეთ ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან. ყველაზე ცუდი მიდგომაა სიტუაციის გაუფასურება. ნუ უწოდებთ მდგომარეობას სიზარმაცეს და უნიათობას. ამას აქვს თავისი მიზეზი და პოვნა უნდა.
დეპრესიაში მყოფი ქალი ნაკლებ ყურადღებას აქცევს თავის გარეგნობას, რადგან მისი ფსიქიკა დაზოგვის რეჟიმში გადადის. ეს ხშირად ხდება განქორწინების, მშობიარობის შემდეგ. ეხლა კი ყველა პრობლემას ომის მდგომარეობა დაემატა და მასთან გამკლავება ძალიან რთულია.ზოგი ახერხებს აფსტრაგირებას: ამზადებს საჭმელს, გადააქვს ემოცია სხვა საქმეში და აგრძელებს ბრძოლას – ეს ძალიან კარგია. ზოგი კი იძირება თავის შიშებში და არ შეუძლიათ მოდუნება. შესაბამისად, კარგავენ მომხიბვლელობას და აღარც ფიქრობენ ამაზე.
რჩევა რედაქციისგან: ასაკის მატება ნაკლებად მოქმედებს ქალის სურვილზე იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე, უფრო სწორედ, არ უნდა მოქმედებდეს. თუმცა, ბევრი ქალბატონი იმიზეზებს ასაკს საკუთარ თავზე ურის სათქმელად.
- უკვე ძალიან ასაკოვანი ვარ ამისთვის.
- ეს აღარ შემეფერება.
- ამას აღარ აქვს მნიშვნელობა.
- აზრი არ აქვს, მაინც არ მომიხდება ისე, როგორც ახალგაზრდას.
ყველა ეს არგუმენტი ერთხელ და სამუდამოდ ამოიგდეთ თავიდან. ბევრი დუნდება დაქორწინების შემდეგ, არადა თავს უნდა ვუვლიდეთ და ვზრუნავდეთ თვითგანვითარებაზე არა იმიტომ, რომ ვინმეს მოვაწონოთ თავი, არამედ საკუთარი ბედნიერებისთვის. ასეა თუ არა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.