თუ გეშინიათ ფერადი შარვლის ჩაცმის, უბრალოდ არ იცით რა შეუხამოთ სწორად. გთავაზობთ საუკეთესო ვარიანტებს.

378

თუ ჯერ არ გაგიახლებიათ საზაფხულო გარდერობი, პაპარაცის დღევანდელი სტატია თქვენთვის არის. გასწავლით  რასთან ატაროთ ფერადი შარვლები გაზაფხულზე და ზაფხულში. შარვალი უკვე დიდი ხანია აღარ ასოცირდება მხოლოდ საქმიან სტილთან. განსაკუთრებით მაშინ, თუ ის პრინტებიანი და ფერადია. ასე, რომ გადახედეთ რამდენიმე ელეგანტურ ლუქს ყოველდღიური იერსახის შესაქმნელად.

რასთან ვატაროთ შარვალი გაზაფხულზე

ყველა ქალი ვერ ბედავს ფერადი შარვლის ჩაცმას და ხშირად ამის მიზეზი არის ის, რომ არ იციან როგორ შეუხამონ ის სხვა ტანსაცმელს. თუმცა, ამაში რთული არაფერია, უბრალოდ საკმარისია რამდენიმე ძირითადი წესის გათვალისწინება, დანარჩენი კი დამოკიდებულია თქვენს ფანტაზიაზე.დღეს ტრენდულია ფართო პალაცოს სტილის შარვლები. ეს საკმაოდ წარმატებული მოდელია, რომელიც ყველა აგებულების გოგონას ერგება. მისი წყალობით შესაძლებელია ნაკლის დამალვა და სხეულის უკეთ წარმოჩენა.

უნდა იხელმძღვანელოთ მარტივი წესებით. მოცულობითი ქვედა ნაწილი უნდა შეუხამოთ მჭიდრო ზედა ნაწილ და პირიქით. აქედან გამომდინარე. ფართე შარვალს მოუხდება მოხდენილი ზედა ან ტოპი.რაც შეეხება ფერებს, ფერად ქვედატანს უნდა შეუხამოთ ზედები კლასიკურ ფერებში: შავი, თეთრი, ნაცრისფერი და ბეჟი. კარგად გამოიყურება კონტრასტული ფერები.

ნებისმიერი სტილის ფერად შარვლებს შეგიძლიათ შეუხამოთ პრინტიანი ზედა, რომელიც შეესაბამება მთავარ ტონს. თუ გსურთ ჩაიცვათ პრინტიანი შარვალი, მაშინ პირიქით, ზედა ერთ ტონში შეუხამეთ. გრილ ამინდებში ჩაიცვით მსუბუქი, თხელი ჯემპრი ლამაზ შარვალთან ერთად. ჩაიტანეთ ზედა შარვალში და გამოკვეთეთ წელი. ვედა ნაწილი უმჯობესია იყოს უფრო მუქი, ვიდრე ზედა.გაგიზიარებთ რამდენიმე საინტერესო კომბინაციას. მაგალითად ყვითელი შარვალი ულამაზესი იქნება პასტელის ვარდისფერ ზედასთან ერთად. აგურისფერს უხდება ნაცრისფერი ტოპი. მკვეთრ ვარდისფერ შარვალს კი ღია ცისფერი ზედა – თამამი და მშვენიერი იდეაა!

ასევე, ძალიან მომწონს მონოქრომული სტილი. მაგალითად ლურჯი ან იისფერი ტონები. არ არის აუცილებელი, რომ ყველა ელემენტი იყოს ერთ ფერში. ფერები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ უნდა ავსებდეს ერთმანეთს. მიეცით თქვენს ფანტაზიას ფართო გზა!არ დაგავიწყდეთ სწორად შეარჩიოთ ფეხსაცმელი და აქსესუარები. ამ საკითხში ფერებთან ერთად უნდა დაეყრდნოთ ეკიპირების სტილს. შარვალს იცვამენ მაღალქუსლიან, მასიურ ფეხსაცმელებთან, ბოტასებთან ან სანდლებთან ერთად.თა გაცვიათ ერთი ფერის ზედა და ქვედა, შეგიძლიათ ფერები გაამდიდროთ პრინტიანი ფეხსაცმელებით.

რჩევა რედაქციისგან: შარვალი ქალებისთვის კომფორტული და მოსახერხებელია შარვლის ტარება. ის უნივერსალური ნივთია გარდერობიდან, რომელიც შეგიძლიათ მოარგოთ ნებისმიერ სტილს.ხშირად შარვალი იყიდება კომპლექტში ზედასთან ერთად. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს საქმეს, რადგან მხოლოდ ტოპი ან სხვა შიდა ჩასაცმელი გაქვთ შესარჩევი. თქვენ რა ფერებს ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს