ბევრი დიასახლისი ოცნებობს ქონდეს ლამაზი და მყუდრო აივანი. გქონდეს ფართი და არ გაალამაზო, ნამდვილი დანაშაულია. თუ გაგიმართლათ და თქვენს სახლს აქვს დიდი აივანი, შეგიძლიათ აქციოთ ის კომფორტულ დასასვენებელ ადგილად. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ რა არის ამისთვის საჭირო და როგორ უნდა აქციოთ ოცნება რეალობად.
მყუდრო აივანი
პირველ რიგში, დაათვალიერეთ თქვენი აივანი და გაარკვიეთ რა ცვლილებები სჭირდება მას. თუ სერიოზული ცვლილებების და რემონტის საშუალება არ გაქვთ, უბრალოდ მოაწესრიგეთ და დაასუფთავეთ. თუ გსურთ რემონტის გაკეთება, აუცილებლად კითხეთ რჩევა სპეციალისტს, რომელიც გირჩევთ შესაფერის სამშენებლო მასალას და დიზაინს.
მნიშვნელოვანი მომენტები – განათავსეთ ავეჯი, ყვავილები, დეკორი. იმის მიხედვით, დახურულია თუ ღია აივანი, რა მოცულობისაა უნდა მოეწყოს შესაბამისად. ღია აივანზე არ უნდა დაალაგოთ ქსოვილის ავეჯი. დახურულ აივანზე მეტი თავისუფლება გაქვთ. შეგიძლიათ დადგათ სავარძლები, ბალიშებიანი ნივთები, ლამაზი მაგიდა და კიდევ ათასი წვრილმანი კომფორტისთვის.დამეთანხმებით, მარტივია ლამაზი ბუდის მოწყობა და არ არის ლამაზი გადააქციოთ აივანი მწნილის ქილების და ძველი ავეჯის საწყობად. სილამაზე და სიმყუდროვე დადებითად მოქმედებს განწყობაზე. რა ჯობია დილით ყავის მირთმევას მომხიბვლელ გარემოში.
ყვავილების სამყარო – აივნის მნიშვნელოვანი კომპონენტია ყვავილები და სიმწვანე. საგულდაგულოდ შეარჩიეთ თითოეული ნივთი, რათა არ გადატვირთოთ და მაქსიმალურად მოარგოთ ინტერიერს.ყვავილების შერჩევისას სრული თავისუფლება გაქვთ და ენდეთ საკუთარ გემოვნებას. მაგალითად გაუშვით ხვეული მცენარეები აივნის კედელზე, ან ჩამოკიდეთ ფერადი ბუჩქები.აივნებს ძალიან უხდება პეტუნიები, იპომეა, დედოფლის ყვავილი, პელარგონია, ჟასმინი, კლემატისი. ამ ყვავილებს უყვართ მზე და სინათლე, ახარებენ მფლობელებს ხასხასა ფერებით.
მყუდრო აივანი და ლამაზი მცენარეები – იმისათვის, რომ მოაშენოთ ყვავილებს მარტივად, უნდა იცოდეთ მისი მოვლის წესები. აუცილებლად გაუკეთეთ ძირზე სადრენაჟო ფენა. ზემოდან კი დააფინეთ მულჩი. ყვავილის ჯიშები შეარჩიეთ აივნის მხარის მდებარეობის მიხედვით. ამაში გამოცდილი მეყვავილეები დაგეხმარებიან.გაითვალისწინეთ, რომ ოთახის ყველა მცენარის გატანა აივანზე არ შეიძლება. ბევრს აზიანებს მცხუნვარე მზე და ქარი.შეეცადეთ მიაღწიოთ მრავალფეროვნებას, შეუხამეთ ფერები და ჯიშები, მოაწყვეთ საინტერესო დეკორაციების ნაკრები და თავს იგრძობთ ქარიზმატულ იტალიელ ან ესპანელ ქალბატონად.
ზუსტი გეგმა: საინტერესო იქნება, იმის მოსმენა, თუ როგორ გაქვთ თავად მოწყობილი აივანი, ან როგორი გინდათ, რომ იყოს ის. გაგვიზიარეთ კომენტარებში.