ვოცნებობ სოფელში ცხოვრებასა და ბაღში მუშაობაზე, მენატრება მიწასთან შეხება

0
212

ზოგჯერ გვავიწყდება ხოლმე რამდენად ძლიერია კავშირი ადამიანსა და ბუნებს შორის. ინდოელი იოგი სადჰგურუ ამბობს, რომ ჩვენი სხეული მიწის ნაწილია, მაგრამ ამას ადამიანები არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, სანამ თავად არ შეექმნებათ პრობლემა. მისი თქმით, იმისათვის, რომ იცხოვროთ ჯანსაღად და ბედნიერად, უნდა შეინარჩუნოთ მჭიდრო კონტაქტი მიწასთან. თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

ადამიანის კავშირი ბუნებასთან

მიწასთან ადამიანის კონტაქტის ნაკლებობამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს: სისუსტე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, მთლიანი სხეულის დესტაბილიზაცია. ამის თავიდან ასაცილებლად საკმარისია მეტი დროის გატარება ღია ცის ქვეშ, ნიადაგთან, მცენარეებთან, წყალთან.სადჰგურუ დარწმუნებულია, რომ ძალიან მარტივია ორგანიზმის განახლების და რეგენერაციის პროცესის დაწყება. ამისათვის საკმარისია ყოველდღიური კონტაქტი გქონდეთ დედამიწასთან. უბრალოდ შეეხეთ ხელებით მას. ხალხი უამრავ ფულს ხარჯავს ტალახის აბაზანების მისაღებად სპეციალურ დაწესებულებებში. ეს კი სულაც არ არის აუცილებელი, უბრალოდ გადით ბუნებაში.როდესაც თქვენი ხელის გულები და შიშველი ფეხები მიწას შეეხებ, ეს შეცვლის თქვენს შეგრძნებებს. თუ ეს კონტაქტი გაწყვეტილია მრავალი წლის განმავლობაში, სხეული თანდათან დაკარგავს მთლიანობას, იკარგება შესაძლებლობები, რომელიც მას გააჩნია.

სადჰგურუს რჩევები – ინდოელი ფილოსოფოსი გვირჩევს, რომ შევეცადოთ გავისეირნოთ სადილის და ვახშმის წინ. იდეალურია თუ ივლით ფეხშიშველი ბალახზე ნახევარი საათის განმავლობაში. ეს ხელს შეუწყობს განტვირთვას და განაწყობს ორგანიზმს ტრაპეზისთვის. ასეთი სეირნობის შემდეგ საჭმლის მომნელებელი სისტემა უკეთ იმუშავებს და შეითვისებს საკვებს სრულყოფილად.ფეხშიშველი სიარული უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამ თემაზე ბევრი სამეცნიერო კვლევა არსებობს. მაგალითად, საერთაშორისო საინფორმაციო ორგანიზაცია “Quartz” აქვეყნებს საინტერესო სტატიას ნიადაგის შესახებ. მკვლევარების აზრით, მას აქვს სპეციალური მიკრობიომი, რის ხარჯზეც მოქმედებს როგორც ანტიდეპრესანტი.

სადჰგურუ ხაზს უსვამს ბავშვებისთვის დედამიწასთან კონტაქტის მნიშვნელობას. ეს აუმჯობესებს კოორდინაციას და წონასწორობას, გონებრივ შესაძლებლობებს. ფეხის ფულებზე ბევრი ნერვული დაბოლოებაა, ხოლო როდესაც ბავშვი მიწას ეხება, ის უკეთ აღიქვამს გარემოს და შეიცნობს თავის სხეულს.გარდა ამისა, ფეხშიშველი სიარული აუმჯობესებს ადამიანის მოქნილობას, აძლიერებს ფეხის კუნთებს და აქვეითებს ტრავმების რისკს. ჩვენს სხეულს აქვს საკუთარი მეხსიერება და ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გონებრივი მეხსიერება. თუ ადამიანს ყოველ დღე ექნება კონტაქტი მიწასთან, სხეული ამას სამუდამოდ დაიმახსოვრებს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი განვითარებისთვის.სადჰგურუ საინტერესო რჩევას აძლევს ადამიანებს, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ. თუ სხეული დასუსტებულია, დაიწყეთ მიწაზე ძილით. რაც უფრო ახლოს იქნება ადამიანი დედამიწასთან, მით უკეთ იგრძნობს თავს.

ადამიანსა და ბუნებას შორის კავშირი არ არის გადაჭარბებული. წყალი, დედამიწა, ცეცხლი, ჰაერი და სივრცე არის 5 ელემენტი, რომელზეც დამოკიდებულია ყველა ადამიანის კეთილდღეობა და მან უნდა ისწავლოს საკუთარ თავში შეინარჩუნოს ისინი.იოგი მოუწიდებს ხალხს მეტი ყურადღება მიაქციონ ამ ელემენტებს. “უბრალოდ მიაგეთ გარკვეული პატივისცემა თითოეულ მათგანს. პლანეტას სჭირდება ჩვენი სიყვარული, რადგან ის ჩვენ ვართ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, როდის გქონდათ ბოლოს შეხება ბუნებასთან? ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ეს ფუფუნება გახდა. სინამდვილეში კი ეს კავშირი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების მთავარი წყარო.

იმედი გვაქვს, ეს სტატია შთაგაგონებთ, რომ თუნდაც ერთი დღით გახვიდეთ სუფთა ჰაერზე და გაატაროთ დრო გარე სამყაროსთან ერთად. შეიგრძენით, რამხელა ძალას გაძლევთ ფეხქვეშ მიწის შეგრძნება. ეს ძალიან ძვირფასი რამ არის. გელოდებით კომენტარებში!