არჩენა არის ნათელმხილველი და ენერგეტიკული მკურნალი ინდოეთიდან. ხალხი რიგში დგას მის სეანსებზე დასასწრებად და მისი წინასწარმეტყველებები ხშირად ხდება ხოლმე. ჩვენთვისაც საინტერესოა რას ფიქრობს იგი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შეიტყობთ, თუ რა გველოდება უახლოეს მომავალში ინდოელი ნათელმხილველის აზრით.
ნათელმხილველი არჩენა
არჩენა ამბობს, რომ სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, იმყოფება ტოტალური ტრანსფორმაციიის პროცესში, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობისთვის. უკრაინის ომისგან გამოწვეულ გლობალურ კრიზისს საკურნებელი მნიშვნელობა აქვს.ნათელმხილველი ამ ყველაფერს ადარებს დაავადებულ ორგანიზმს. გამოჯანმრთელებამდე ჯერ ყველა ცუდი სიმპტომი მწვავდება. ამის შემდეგ იწყება იმის გაცნობიერება, თუ რა დისჰარმონიაში იყო სხეული. როგორც ადამიანის ორგანიზმი, პლანეტაც და მთელი სამყაროც ერთი სისტემაა. თითოეული მათგანი მოქმედებს გარკვეული კანონების მიხედვით, ხოლო განკურნება ხდება მაშინ, როდესაც მიიღწევა გარკვეული ბალანსი.
როდესაც ვაკვირდებით ბუნებას და ჩვენს გარშემო არსებულ გარემოს, ნათელი ხდება, რომ ყველა სისტემა ჰარმონიულად მუშაობს. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ადამიანებს და მათ ქცევებს, შეინიშნება დისბალანსი. ის, რაც ხდება ახლა მსოფლიოში, არხენა უწოდებს კოლექტიური განწმენდის გლობალურ პროცესს. ეს პროცესი ეხება ყველა სფეროს და ამის თავიდან აცილება უბრალოდ შეუძლებელია.ნათელმხილველის აზრით, სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, განვითარდა სიცრუისა და ნეგატიური ენერგეტიკის პირობებში. ეხლა კი ადამიანებს სძვრებათ ნიღბები და ვლინდება მათი შინაგანი სამყარო, ნამდვილი ზრახვები. ყველა კორპორაცია, რომელიც ფლობს მსოფლიო ძალას, დაეცემა. არავინ იყო მზად მოვლენების ასეთი განვითარებისთვის. არავის გაუთვალისწინებია ის, რომ სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია.
რა ხდება მსოფლიოში დღეს – სამწუხაროდ, ძალაუფლება ისეთი ადამიანების ხელშია, რომელთა ცხოვრება აგებულია დაბალ ვიბრაციებზე. ნათელმხილველი გვაფრთხილებს: ისინი შეეცდებიან ჩვენი ემოციებით მანიპულირებას და კიდევ უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ ყველაფერთან მიმართებაში. არ შეიძლება საკუთარი შინაგანი ბირთვის დაკარგვა.ჩვენ შეიძლება ვერ შევამჩნიოთ ცვლილებები ენერგეტიკულ დონეზე, მაგრამ ადრე თუ გვიან ის გამოვლინდება მატერიალურ კომპონენტებში. გლობალური კრიზისი უკვე დაწყებულია და ნაბიჯ-ნაბიჯ ეს გამოიწვევს ადამიანის ცნობიერების შეცვლას. ამ ყველაფერს წინ აღუდგება ბოროტების არაორგანული ძალა და ყოველმხრივ შეუშლის ხელს პოზიტიურ ცვლილებებს.
ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით ცხოვრობენ მუდმივ შიშში. ისინი განვითარების უმაღლესი დონისკენ მიდიან და უკან დასახევი გაზა აღარ არსებობს. ცრუ სამყაროს კი გადარჩენის შანსი არ აქვს, ნეგატიური ენერგია დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა და საბოლოოდ გასკდა, გადმოიღვარა.თანამედროვე სამყარო სავსეა ტანჯვით, მაგრამ ეს განწმენდის პროცესის ნაწილია. არ დაემორჩილოთ დესტრუქციულ ემოციებს: სიბრაზეს, სიძულვილს. როდესაც მიჰყვებით ნეგატივს, კარგავთ თქვენს შინაგან ძალას.არჩენა გვირჩევს ავარჯიშოთ საკუთარი გამძლეობა. ამ გიჟურ სამყაროში შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან წინ კიდევ უფრო საშინელი მოვლენები გველის. ამიტომ გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის და არ დახარჯოთ ენერგია ტყუილად.
დღეში 10 წუთი დაუთმეთ სუნთქვით ვარჯიშებს, გაიუმჯობესეთ სხეულის მდგომარეობა, სწორი სუნთქვის წყალობით განთავისუფლდით ნეგატივისა და შფოთისგან.რა სახის სუნთქვის ტექნიკას იყენებს არჩენა, შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში.