ასაკობრივი სხვაობა, რომელიც მეუღლეების დაშორების საფრთხეს ქმნის

0
2029

საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებს 10 წელზე მეტი ასაკობრივი სხვაობის მქონე წყვილებს. რა თქმა უნდა, ასაკი დიდ გავლენას ახდენს მეუღლეების ურთიერთობაზე და რაც უფრო დიდია ის, მით მეტია აზრთა სხვადასხვაობის ალბათობა. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ თუ რა ასაკობრივი სხვაობაა მისაღები ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად.

ასაკობრივი სხვაობა წყვილებს შორის

სხვაობა 5 წელი – ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ქალსა და მამაკაცს შორის მცირე ასაკობრივი სხვაობა, 2-5 წელი საუკეთესო ვარიანტია. როგორც წესი, ქალი ირჩევს თავისზე უფროს მამაკაცს. ეს განპირობებულია ბიჭებსა და გოგონებს შორის განვითარების დროის სხვაობით. ასაკით უფროსი ქმარი თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობს. მცირე ასაკობრივი სხვაობა ყოველდღიურ ცხოვრებაში თითქმის შეუმჩნეველია და ეს ეხმარება წყვილს დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა ოჯახში.

10 წლით უფროსი ქმარი – 10 წლით უფროსი მამაკაცი ქალში სტაბილურობის განცდას ქმნის და დაცულობის მეტი შეგრძნება აქვს. ფსიქოლოგების აზრით, ასეთი განსხვავება მისაღებია. ასაკის მიუხედავად, მამაკაცებს უყვართ ბევრად უფრო ახალგაზრდა მანდილოსნებთან ურთიერთობა. მამაკაცი არის ოჯახის უფროსი და გამოცდილი პარტნიორი. თუ ქალს არ მოსწონს ურთიერთობის პატრიარქალური მოდელი, წყვილს დროთა განმავლობაში პრობლემები შეექმნება. კვლევები გვიჩვენებს, რომ შემთხვევების 39%-ში 10 წლიანი სხვაობის წყვილები 4-6 წლის შემდეგ შორდებიან.იმ შემთხვევაში, თუ ცოლ-ქმარს ერთნაირი მსოფლმხედველობა და ინტერესები აქვს, ორივე აქტიურია და უფროსი პარტნიორი ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, ურთიერთობა შენარჩუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსს გაუჭირდება ახალგაზრდა პარტნიორის ენერგიისა და ამბიციების შენარჩუნება.

სხვაობა 15 წელი – ასეთი სხვაობა პრობლემურია. საზოგადოება აუცილებლად უწოდებს მას “ანგარებით ქორწინებას.” ახალგაზრდა ცოლის მშობლებს გაუჭირდებათ თითქმის თანატოლი სიძის მიღება. თუ სიყვარული რეალურია და ადამიანები ფსიქოლოგიურად მომწიფებული არიან, მაშინ 15 წელი სხვაობა მხოლოდ ციფრებია. იმ შემთხვევაში, თუ ქალია პარტნიორზე უფროსი 15 წლით, უნდა შეეგუოს, რომ უმეტესად თავად მოუწევს მეორე ნახევარზე ზრუნვა.

სხვაობა 20 წელი – განქორწინებების სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ დიდი ასაკობრივი სხვაობა შეუთავსებელია ხანგრძლივ ოჯახურ ურთიერთობებთან. რამდენიმე წელიწადში მეუღლეები ხვდებიან, რომ მათი მსოფლმხედველობა გასხვავდება და 60% შემთხვევაში განქორწინებით სრულდება. მათი ინტერესები იყოფა, ვერ აკმაყოფილებენ ერთმანეთის ფიზიკურ და ემოციურ მოთხოვნილებებს.

რჩევა რედაქციისგან: არსებობს იდეალური ასაკობრივი სხვაობის ფორმულა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის უფროსი ან უმცროსი. უნდა შეარჩიოთ პარტნიორი, რომელიც ხვდება თქვენი ფსიქოლოგიური ასაკის დიაპაზონში. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.