სახლი ბარაქით აივსება, თუ არ დააგროვებთ იქ არასაჭირო ნივთებს.

926

კეთილდღეობა ოჯახში ჩვენზეა დამოკიდებული. ფენ შუის ოსტატებისა და ეზოთერიკოსების აზრით, სახლი სავსე თასად გადაიქცევა, თუ არ დააგროვებთ იქ ამ ნივთებს. მაგალითად, ასეთია ხელოვნური ყვავილები. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით ნივთებზე, რომელიც არ უნდა შეიტანოთ სახლში. გადაყარეთ ყველაფერი, რაც არ გჭირდებათ!

კეთილდღეობა სახლში

არის ნივთები, რომელიც ოჯახში წარუმატებლობას და პრობლემებს იზიდავს. პირველ რიგში, ეს არის ხელოვნური ყვავილები, ანუ უსულო მცენარეები, რომლებიც ვერ ავსებენ სახლს დადებითი ენერგეტიკით.ასევე, ნუ შეიტანთ სახლში მცენარეებს, რომლებიც დიდი ხანია სხვის სახლში დგას. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას და შეამციროს შემოსავალი.გამხმარი მცენარეები, ჰერბარიუმები ასევე იზიდავენ ნეგატივს. ამიტომ დიდხანს ნუ შეინახავთ!

კეტეგორიულად აკრძალულია ფიტულების, ძვლების, ტყავის შენახვა სახლში. მკვდარი ცხოველის ნაწილებს არაფერი აქვს საერთო დადებით აურასთან.ასევე, მეორადი ნივთები. თქვენ არ იცით ვის ეკუთვნოდა ტანსაცმელი ყიდვამდე და რა ენერგეტიკის მატარებელი იყო ის. ბევრმა არ იცის როგორ განაახლოს და გაწმინდოს ტანსაცმლის აურა სწორად.

ნივთები ატარებენ მფლობელის ენერგეტიკულ პროგრამებს და ის ყოველთვის დადებითი არ არის. ასევე, არ ჩაიცვათ სხვისი ტანსაცმელი, რადგან მისმა ენერგიამ შესაძლოა დესტრუქციულად იმოქმედოს თქვენზე. დაირღვევა ენერგეტიკული ბალანსი და დაძაბულობა გარდაუვალი იქნება.ბევრს უყვარს ანტიკვარული ნივთები. გაითვალისწინეთ, რომ მათი მოთავსება საძინებელში ან სამზარეულოში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება!

სახლში ჯიბით არ შეიტანოთ კანფეტის ქაღალდები, უსარგებლო ქვითრები, ჩეკები. ეს გამოიწვევს არეულობას საქმეებში.არ შეინახოთ საჩუქრები უსიამოვნო ადამიანებისგან. ჩვენ ინტუიციურად უნდა ვიგრძნოთ არაგულწრფელი დამოკიდებულება და მათგან განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მივიღოთ სახსოვარი.უბედურების მომტანია წიწვოვანი მცენარეების ტოტების შენახვა სახლში. ნაძვის ხეც კი დიდხანს არ უნდა გააჩეროთ.

ასევე იზიდავს წარუმატებლობას ჩიტებისა და ცხოველების ფიგურები, ხოლო სურათები, რომელზეც გამოსახულია მარტოხელა ქალი ა მამაკაცი, ოჯახის კეთილდღეობაზე ნეგატიურად მოქმედებს.უბრალო ნივთები, რომელსაც წლებია არ იყენებთ, იწოვენ დადებით ენერგიას თქვენი სახლიდან. განსაკუთრებით, ძველი ავეჯი. ის ანგრევს სახლს ენერგეტიკულ დონეზე. ამიტომ მოიშორეთ ის და შეძლებისდაგვარად ცვალეთ პერიოდულად საყოფაცხოვრებო ნივთები.

ტანსაცმელი, რომელსაც აღარ იყენებთ, გაჯერებულია ძველი პროგრამებით. დაალაგეთ გარდერობი და გადაყარეთ ყველაფერი, რასაც ერთ წელზე მეტი ხანია აღარ იყენებთ. მოიშორეთ ყველაფერი დაზიანებული, გატეხილი, დახეული!მთავარი წესი: თუ ნივთს არ იყენებთ, რადგან არ განიჭებთ ბედნიერებას და დაკარგა აქტუალურობა, დაუნანებლად გადააგდეთ. ის გადაუჭრელ პრობლემას ჰგავს, იწოვს თქვენგან ენერგიას ვამპირის მსგავსად.

რჩევა რედაქციისგან: როგორც ხედავთ, შესაძლებელია გაუფრთხილდეთ კეთილდღეობას ოჯახში ენერგეტიკული თვალსაზრისით. უბრალოდ დააკვირდით თქვენს ნივთებს და გაითვალისწინეთ ზემოთ მოცემული რჩევები. თქვენ გაქვთ სახლში ნივთები-ვამპირები? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს